საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25/2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 27/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016457
25/2019
27/05/2019
ვებგვერდი, 27/05/2019
010340000.15.008.016457
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №25/2019

2019 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 27 მაისის №24/2019 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი შემდეგი სახით:

ოლქის №

საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება

საოლქო ხარჯები

საუბნო ხარჯები

დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები

სულ მთლიანი ჯამი

აუთვისებელი რესურსი საოლქო საარჩევნო კომისიის ანგარიშზე

ირიცხება საოლქო საარჩევნო კომისიის ანგარიშზე

1

მთაწმინდა

4,668.00

3,253.00

7,390.00

15,311.00

2,732.00

12,579.00

მუხლი 2
ცესკოს მიერ №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 3
აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით შესაძლებელია ხარჯების ცვლილების განხორციელება (გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისა), ამავე კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული საოლქო და საუბნო ხარჯების ჯამური ოდენობის არაუმეტეს 15 პროცენტის ფარგლებში.
მუხლი 4
№1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიას მიეცეს უფლება, წარმომადგენლობითი ხარჯები გასწიოს არაუმეტეს ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტის 1 პროცენტისა.
მუხლი 5
დაევალოს №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან ყოველგვარი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 6
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი