„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 246
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021263
246
24/05/2019
ვებგვერდი, 29/05/2019
470000000.10.003.021263
„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №246

2019 წლის 24 მაისი

   ქ. თბილისი

 

„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 470000000.10.003.021008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №6 დანართის („ტუბერკულოზის მართვა“):

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) პილოტური პროექტი „შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება და ინტეგრირებული მკურნალობის მოდელი ტუბერკულოზის მართვის ამბულატორიულ დონეზე“ (დანართი 6.2).“;

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „დ“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.“.

2. №6 დანართს („ტუბერკულოზის მართვა“) დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 6.2 – პილოტური პროექტი „შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება და ინტეგრირებული მკურნალობის მოდელი ტუბერკულოზის მართვის ამბულატორიულ დონეზე“:

„დანართი 6.2 – პილოტური პროექტი „შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება და ინტეგრირებული მკურნალობის მოდელი ტუბერკულოზის მართვის ამბულატორიულ დონეზე“

1. ტერმინთა განმარტებები:

ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 

ა) ფულადი წახალისების მიმღები – პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩართულია პილოტურ პროექტში, ამავე დაწესებულების მენეჯერი, ექიმი ფთიზიატრი/პულმონოლოგი, DOT ექთანი (ქალაქი/რაიონი) ან სოფლის ექთანი, ოჯახის ექიმი (ქალაქი/რაიონი) ან სოფლის ექიმი;

ბ) ფულადი წახალისების გამცემი – სააგენტო;

გ) DOT  − მკურნალობა უშუალო მეთვალყურეობით;

დ) ინტეგრირებული ტუბერკულოზის კაბინეტი − ტუბერკულოზის კაბინეტი, რომელიც განთავსებულია პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელ ზოგად სამედიცინო ქსელში;

ე) სპეციალიზებული  ტუბერკულოზის კაბინეტი − ტუბერკულოზის კაბინეტი, რომელიც არ არის განთავსებული პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელ ზოგად სამედიცინო ქსელში;

ვ) მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომში − გუნდი)  −  პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების დონეზე შექმნილი სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც შედგება დაწესებულების მენეჯერის, ექიმი ფთიზიატრის/პულმონოლოგის, ოჯახის ექიმის ან სოფლის ექიმის, DOT ექთნისგან ან სოფლის ექთნისგან;

ზ) მიზნობრივი ჯგუფი − ფულადი წახალისების მიმღები;

 თ) მკურნალობის დონე − ტუბერკულოზის ამბულატორიული მკურნალობის დონე;

ი) ინდიკატორი − ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი რეგისტრირებული პაციენტების DOT-ის შესრულება.

2.   დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი:

 ა) ფულადი წახალისების გაცემა განხორციელდება კვარტალურად, უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით;

 ბ) ფულადი წახალისების გაცემა განხორციელდება ყოველთვიურად, შესრულებული სამუშაოს (ინდიკატორი − DOT შესრულება) შესაბამისად;

გ) ფულადი წახალისების გაცემა განხორციელდება მხოლოდ იმ პაციენტების მიხედვით, რომლებიც სერვისის მიმწოდებელთან მომსახურებას მიიღებენ არანაკლებ 15 დღის განმავლობაში;

დ) ფულადი წახალისება გაიცემა შემდეგი წესით:

 დ.ა) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ ინდიკატორის ≥85% შესრულების შემთხვევაში, ფულადი წახალისება გაიცემა სრული მოცულობით, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ.ბ) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ ინდიკატორის 71-85%-მდე შესრულების შემთხვევაში, ფულადი წახალისება გაიცემა 50%-ის ოდენობით, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

 დ.გ) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ ინდიკატორის ≤70% შესრულების შემთხვევაში, ფულადი წახალისება არ გაიცემა;

დ.დ) იმ შემთხვევაში, თუ ტუბერკულოზის მკურნალობის ამბულატორიულ რეჟიმზე მყოფი პაციენტი მკურნალობის გასაგრძელებლად მოთავსდება სტაციონარში და მას ამბულატორიული მკურნალობის პერიოდში ჰქონდა სრული დამყოლობა, ფულადი წახალისების მოცულობა გაიცემა ამბულატორიაში თვის განმავლობაში გატარებული არანაკლებ 15-დღიანი მკურნალობის გათვალისწინებით;

ე) ფულადი წახალისების ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ფულადი წახალისების მოცულობა 1 პაციენტზე თვეში (ლარი, დარიცხული)

დაწესებულების ტიპი

პაციენტი

სულ ფულადი წახალისების ოდენობა (ლარი)

დაწესებულება

მენეჯერი

ფთიზიატრი

ოჯახის ექიმი

DOT ექთანი/ სოფლის ექთანი

სოფლის ექიმი

 

ინტეგრირებული

ქალაქი

60.83

7.58

6.74

17.36

14.41

14.74

 

სოფელი

68.26

7.58

6.74

17.36

 

14.74

21.84.

სპეციალიზებული

ქალაქი

37.30

3.12

2.08

17.36

 

14.74

 

3. პროექტის ბიუჯეტი:

ა) პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 164 832 ლარს, მათ შორის, პროექტის ადმინისტრირების ბიუჯეტი შეადგენს 14 000 ლარს;

ბ) დაფინანსება განხორციელდება გლობალური ფონდის მიერ, „ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფა“ − პროექტის ფარგლებში.

4. პროექტის განხორციელების მექანიზმი:

ა)  სააგენტოსგან  მომსახურების შესყიდვა ხორციელდება სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (გლობალური ფონდის გრანტის მიმღები) მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) სააგენტო გააფორმებს ხელშეკრულებას ამ დანართის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებთან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. პილოტურ პროექტში ჩართული პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები:

რეგიონი

ტუბ. კაბინეტი

დაწესებულების ტიპი

1

შიდა ქართლი

შპს „მედალფა“ (კასპი)

ინტეგრირებული

2

იმერეთი

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ (სამტრედია)

ინტეგრირებული

3

გურია

შპს „მედალფა“ (ლანჩხუთი)

ინტეგრირებული

4

ქვემო ქართლი

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ (გარდაბანი)

ინტეგრირებული

5

ქვემო ქართლი

სს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“

სპეციალიზებული

6

სამეგრელო-ზემო სვანეთი

შპს „ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება“

ინტეგრირებული

7

სამეგრელო-ზემო სვანეთი

სს „ევექსის კლინიკები“- ხობის კლინიკა

ინტეგრირებული

8

შიდა ქართლი

შპს „გორმედი“

ინტეგრირებული

9

სამეგრელო-ზემო სვანეთი

შპს  „ზუგდიდის რეგიონალური ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო“

სპეციალიზებული

10

თბილისი

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“ 

სპეციალიზებული.

6. ანგარიშგება და მონიტორინგი:

ა) ფულადი წახალისების ანგარიშგების/ანაზღაურების მექანიზმები, ანგარიშგებისათვის აუცილებელი ფორმები და მათი შევსების წესი განისაზღვრება სააგენტოს მიერ;

ბ) ანგარიშგება ხორციელდება კვარტალურად;

გ) მონიტორინგი ხორციელდება განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით კვარტალურად.

7. პროექტში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები:

ა) პროექტის ადმინისტრირებაში მონაწილე განმახორციელებელი დაწესებულება (სააგენტო) ვალდებულია:

ა.ა) უზრუნველყოს სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება  ამ დანართის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებთან;

 ა.ბ) უზრუნველყოს ფულადი წახალისების გაცემა ამ დანართის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

ბ) ამ დანართის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულების მენეჯერი ვალდებულია:

ბ.ა) უზრუნველყოს გუნდის შექმნა, ფუნქციების გადანაწილება და მუშაობა;

ბ.ბ) ხელი შეუწყოს  ინტერვენციის განხორციელებას, მათ შორის:

ბ.ბ.ა) გუნდში ფუნქციების განსაზღვრას გუნდის წევრების პროფესიული კომპეტენციების ფარგლებში;

ბ.ბ.ბ) პაციენტის მართვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და მონიტორინგის ინსტრუმენტების დანერგვას;

ბ.ბ.გ) ტუბსაწინააღმდეგო წამლების გვერდითი მოვლენების მართვას ოჯახის ექიმებისა და სპეციალისტების მიერ;

გ) მოახდინოს დროული ანგარიშგება;

დ) უზრუნველყოს, ქვეყანაში მოქმედი გაიდლაინების შესაბამისად, სპეციალისტებისა და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო ყველა კვლევის ჩატარება პაციენტისთვის საკუთარი დაწესებულების რესურსით ან სხვა დაწესებულებაში სერვისის შესყიდვის გზით (პირობა ვრცელდება ინტეგრირებული ტუბერკულოზის კაბინეტის შემთხვევაში);

ე) დააკონტრაქტოს გუნდში ჩართული პერსონალი (ფთიზიატრი, DOT ექთანი და/ან სოფლის ექთანი, ოჯახის ექიმი და სოფლის ექიმი) და განუსაზღვროს ფულადი წახალისების ანაზღაურება ამ დანართის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.    

8.  დამატებითი პირობები:

ა) სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, მომსახურების მიწოდებისას იხელმძღვანელონ „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის პირობებით,  მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებითა და შესაბამისი ეროვნული გაიდლაინებით პაციენტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი და ამ სერვისით სარგებლობს სხვა დაწესებულებაში, სამედიცინო დაწესებულების მხრიდან პაციენტისთვის უნდა მოხდეს შეთავაზება ტუბერკულოზის მკურნალობის პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვის სერვისი მიიღოს იგივე დაწესებულებაში, სადაც სარგებლობს ტუბერკულოზის სერვისით. თუ პაციენტი არ დათანხმდება ამ სქემას, ეს კონკრეტული შემთხვევა არ იქნება გათვალისწინებული წარმოდგენილ პილოტურ პროექტში (პირობა ვრცელდება ინტეგრირებული ტუბერკულოზის კაბინეტის შემთხვევაში);

გ) იმ შემთხვევაში, თუ ფთიზიატრს ანაცვლებს სხვა რაიონის სპეციალისტი, რომელიც ამ პროექტის განმახორციელებელ დაწესებულებასთან ხელშეკრულებით ურთიერთობაშია, დაწესებულების ხელმძღვანელობა ამ ფთიზიატრს ჩართავს გუნდის შემადგენლობაში და აუნაზღაურებს შესაბამის ფულად წახალისებას.“.

3. 11 დანართის („ფსიქიკური ჯანმრთელობა“):

ა) დანართი №11.51 („სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისის თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით (2019 წლის 1 მარტიდან)“) ამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი №11.51 სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისის თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით (2019 წლის 1 მარტიდან)

რაიონი/ბენეფიციარი

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

გლდანის რაიონი,

ქ. თბილისი

შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

52,550

ნაძალადევის რაიონი,

ქ. თბილისი

დიდუბის რაიონი,

ქ. თბილისი

შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“

21,450

ჩუღურეთის რაიონი,

ქ. თბილისი

კრწანისის რაიონი,

ქ. თბილისი

ა(ა)იპ  − საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია

14,050

მთაწმინდის რაიონი,

ქ. თბილისი

ვაკის რაიონი,

 ქ. თბილისი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

96,050

საბურთალოს რაიონი,

ქ. თბილისი

ისნის რაიონი,

ქ. თბილისი

სამგორის რაიონი,

ქ. თბილისი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

დევნილები

შპს „აფხაზეთის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“

5,250

ქ. რუსთავი და რუსთავის მუნიციპალიტეტი

შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

67,260

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტი

წალკის მუნიციპალიტეტი

ქ. გორი და გორის მუნიციპალიტეტი

შპს „გორმედი“

33,330

კასპის მუნიციპალიტეტი

ქარელის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტი

შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

13,700

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი (1/2)

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტი

სს „ევექსის ჰოსპიტლები“

21,500

ადიგენის მუნიციპალიტეტი

ასპინძის მუნიციპალიტეტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტი

შპს „მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი „ჯანმრთელი თაობა“

15,000

დუშეთის მუნიციპალიტეტი

თიანეთის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტი

შპს „თელავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“

27,600

ახმეტის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

შპს „არქიმედეს კლინიკა“

14,700

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

34,600

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი (1/2)

საჩხერის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტი

 
შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“

14,250

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (1/3)

ცაგერის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ქ. ქუთაისი და ქუთაისის მუნიციპალიტეტი

შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

37,250

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (2/3)

თერჯოლის მუნიციპალიტეტი (1/7)

ტყიბულის მუნიციპალიტეტი (1/5)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტი (6/7)

შპს „იმერმედი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი)“

9,000

ტყიბულის მუნიციპალიტეტი (4/5)

ქ. ფოთი

შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

24,750

აბაშის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

22,300

მესტიის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

შპს „მედალფა“

13,000

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

შპს „ნევრონი“

9,000

ქ. ბათუმი და ბათუმის მუნიციპალიტეტი

შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“

53,000.“;

ქედის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

შუახევის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხულოს მუნიციპალიტეტი

ბ) დანართი №11.9 (მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით“) ამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №11.9 – მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით

ქალაქი/რეგიონი

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

1

ქ. თბილისი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

106,000.0

2

ქ. თბილისი

 შპს „№5 კლინიკური საავადმყოფო“

45,100.0

3

იმერეთის რეგიონი

შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

28,300.0

4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“

122,500.0

5

ქ. თბილისი

შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

174,600.0

6

ქ. თბილისი

სს „ევექსის ჰოსპიტლები“

39,400.0

7

ქვემო ქართლის რეგიონი

შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

32,000.0

8

იმერეთის რეგიონი

შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“

359,100.0

9

სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონი

შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

17,600.0

10

შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონები

შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

158,200.0

11

იმერეთის რეგიონი

შპს „იმერმედი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი)“

23,460.0.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე