დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 828 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 182, 23/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 83-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ცნობად იქნეს მიღებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა.
2. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, კომისიის დასკვნა გაუგზავნოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით ფაქტების დამდგენ დამოუკიდებელ საერთაშორისო მისიას.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 19 დეკემბერი.
№828–IIს
დოკუმენტის კომენტარები