დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 241 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.10.003.021258 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (29/05/2019 - 06/08/2019)
|
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. |
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა
|
თავი I. შესავალი |
ეს დოკუმენტი აღწერს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას (შემდგომში – სქემა), რომელიც სრულად პასუხობს საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის კომპლექსურ მიდგომებს გვთავაზობს. იგი არის მასწავლებლის პროფესიის სახელმწიფო რეგულირების საფუძველი. სქემა ემსახურება ხარისხიანი განათლების დამკვიდრებას და ეფუძნება თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
თავი II. ზოგადი დებულებები სქემის მიზანი და ამოცანა: სქემის უმთავრესი მიზანია მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მასწავლებლის სისტემური პროფესიული განვითარების გზით. სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიის პრესტიჟის ზრდას, საუკეთესო ახალი კადრების მოზიდვას, არსებული პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას. სქემის დანიშნულებაა:
სქემაში ჩართვა სავალდებულოა საჯარო სკოლის ყველა მასწავლებლისთვის, ხოლო კერძო სკოლებს ექნებათ არჩევანი, ჩაერთონ სქემაში ან აამოქმედონ მასწავლებლის შეფასების სქემასთან თავსებადი სისტემა, რითაც მასწავლებლებს არ შეეზღუდებათ უფლება, განახორციელონ სკოლიდან სკოლაში მობილობა. ტერმინთა განმარტება ამ სქემაში გამოყენებულ ტერმინებს, ამ სქემის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მასწავლებელი – „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით (შემდგომში – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ბ) სქემით განსაზღვრული სტატუსი – პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; გ) პრაქტიკოსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის და „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) მოთხოვნების შესაბამისად; დ) უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში უფროს მასწავლებლად ან მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი; ე) წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში წამყვან მასწავლებლად ან მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი; ვ) მენტორი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით მიენიჭება მენტორის სტატუსი; ზ) მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე – სქემით განსაზღვრული სტატუსის შესატყვისი კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტების (შემდგომში – დოკუმენტები) ორგანიზებული კრებული; თ) თვითშეფასების კითხვარი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმა, რომლის საფუძველზეც მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას, გეგმავს პროფესიულ საქმიანობას; ი) მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი (შემდგომში – ფასილიტატორი) – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი (მენტორი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც ირჩევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით; კ) განმავითარებელი შეფასება – მასწავლებლის შეფასება, რომელიც ეხმარება მასწავლებელს პროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში; ლ) გაკვეთილის შეფასების რუბრიკა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება გაკვეთილის შეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა; მ) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში – ელექტრონული სისტემა) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით მასწავლებლები განაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა; ნ) კრედიტქულა – მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული; ო) გარე დაკვირვება – მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით; პ) სამოდელო გაკვეთილი – უფროსი მასწავლებლის, წამყვანი მასწავლებლის ან მენტორის მიერ ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი; ჟ) საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება – მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად; რ) პროფესიული კომპეტენციის დადასტურება – მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად; ს) სერტიფიცირებული მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი; ტ) მასწავლებლის შეფასება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა, რომლის საფუძველზეც ხდება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან მასწავლებლის შესაბამისობის დადგენა; უ) საპრეტენზიო კომისია – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებთან და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ მასწავლებლის საპრეტენზიო განაცხადებს; ფ) შიდა შეფასება – მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ მასწავლებლის თვითშეფასებასა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასებას; ქ) გარე შეფასება – მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებასა და გარე დაკვირვებას; ღ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი – მასწავლებლის შეფასების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი; ყ) შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი – სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად მასწავლებლის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების შეფასების უნიფიცირებული საშუალება; შ) დამატებითი საქმიანობა/აქტივობები – არჩევითი საქმიანობა/აქტივობები, რომელიც ეხმარება მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის/წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი რაოდენობის კრედიტქულების დაგროვებაში.
თავი III. მასწავლებლის პროფესიული განვითარება მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას განაპირობებს ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. მასწავლებლის სტატუსები სქემა განსაზღვრავს მასწავლებლის ოთხ სტატუსს:
სქემით განსაზღვრული სტატუსები ეფუძნება საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის მოპოვება დამოკიდებულია მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების შედეგებზე. პირი, რომელიც აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში სქემაში ჩაერთვება უფროსი მასწავლებლის სტატუსით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დასაწყებად და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, განსაზღვრული საგნის გამოცდის ჩატარების წესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს: ა) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს; ბ) ბაკალავრის, მაგისტრის ან/და მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საფეხურის ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ან/და სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს; გ) მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება ან/და სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე. მასწავლებელს მიენიჭება ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსები, თუკი იგი დააგროვებს შესაბამისი სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ კრედიტქულებს. მასწავლებელი ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის, უფროსი მასწავლებლის, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსს ყოველი მომდევნო სტატუსის მინიჭებამდე. მენტორის სტატუსი მასწავლებელს ენიჭება უვადოდ. მასწავლებლის სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზები და საშუალებები ყოველი მომდევნო სტატუსის მისაღწევად მასწავლებელმა უნდა გაიაროს პროფესიული განვითარების თანმიმდევრული გზა. თითოეული სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო კრედიტქულებს მასწავლებელი აგროვებს მომდევნო სტატუსის მინიჭებამდე. პრაქტიკოსი მასწავლებელი: ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით; თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას; ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს. პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად შეიძლება აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი გზა: I გზა: უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რომელთაგან 4 კრედიტქულა უნდა მოიცავდეს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლის ჩატარებული ორი გაკვეთილის შეფასებას (თითოეული – 2 კრედიტქულა), ხოლო 15 კრედიტქულა – საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებას. პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები. იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას სრულად ვერ დააგროვებს 15 კრედიტქულას, მას შესაძლებლობა ეძლევა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო კრედიტქულები შეავსოს შესაბამისი მიმართულების აქტივობებით – №2 ცხრილიდან. პრაქტიკოსი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით. პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს. საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების პრინციპი მოცემულია №1 ცხრილში:
ცხრილი №1
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განსახორციელებელი დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება, მოცემულია №2 ცხრილში:
ცხრილი №2 პრაქტიკოსი მასწავლებლის დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება
რეკომენდებულია მასწავლებელმა კრედიტქულები დააგროვოს მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებით. კრედიტქულების მისანიჭებლად მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ეფუძნება შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ. II გზა: პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი, თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას, თითოეულ მათგანში დააგროვებს 10 კრედიტქულას.
III გზა: ა) მოიპოვებს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების მეცნიერებების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ბ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიიღებს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მინიჭებული აკადემიური ხარისხის/სერტიფიკატის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ. უფროსი მასწავლებელი: ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით; თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას; ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას; მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს. უფროსმა მასწავლებელმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად შეიძლება აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი გზა: I გზა: წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს 19 კრედიტქულა. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი: ა) ახორციელებს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას და კვლევის შედეგებს უზიარებს კოლეგებს (2 კრედიტქულა); ბ) გადის გარე დაკვირვებას (4 კრედიტქულა); გ) ატარებს 2 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა); დ) ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (იხ. ცხრილი №3) (11 კრედიტქულა). წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს უფროსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უფროსი მასწავლებლისთვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ. II გზა: უფროს მასწავლებელს, რომელიც სქემის ძალაში შესვლის შემდგომ, განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მინიჭების შემთხვევაში, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მინიჭებული აკადემიური ხარისხის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უფროსი მასწავლებლისთვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინდადების მასწავლებელთა პროფესიული განვთარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ. III გზა: გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება: ა) უფროს მასწავლებელს, რომელსაც სქემაში განაწილების დროისთვის მინიჭებული ჰქონდა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მეცნიერებების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ბ) უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. წამყვანი მასწავლებელი: ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით; თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას; ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას; მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს პროფესიული განვითარებისთვის მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს. წამყვანი მასწავლებელი მენტორის სტატუსის მისანიჭებლად ვალდებულია დააგროვოს 25 კრედიტქულა. მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი: ა) ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა); ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა); გ) ქმნის სასწავლო რესურსს (1 კრედიტქულა) ან/და რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას – სტატიას (1 კრედიტქულა) ან/და მეთოდურ ლიტერატურას (2 კრედიტქულა). ამ მიმართულებით მასწავლებელმა უნდა დააგროვოს ჯამში არანაკლებ 2 კრედიტქულა; დ) ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (იხ. ცხრილი №3) (16 კრედიტქულა). მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით. წამყვანი მასწავლებელი მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს პროფესიული განვითარებისთვის მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წამყვანი მასწავლებლისთვის მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ. მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრის/სკოლის განვითარებაზე და მას სტატუსი უნარჩუნდება უვადოდ.
ცხრილი №3 უფროსი და წამყვანი მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების/აქტივობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება უფროსი და წამყვანი მასწავლებელი დამატებით კრედიტქულებს აგროვებენ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც გამომდინარეობს როგორც მოსწავლეთა, ასევე საკუთარი, კოლეგების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებიდან.
კრედიტქულების მისანიჭებლად მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ეფუძნება შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს. მასწავლებელი ცხრილ №3-ით გათვალისწინებული მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობის განსახორციელებლად მიმართავს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით შეიმუშავებს შესაბამისი დამატებითი საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, შეფასების კრიტერიუმებს და განსაზღვრავს მისანიჭებელი კრედიტქულების რაოდენობას. სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ, ეგზავნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს ელექტრონულ სისტემაში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას, რომელიც შეიმუშავებს და ამტკიცებს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს. მასწავლებლის შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ზოგადად, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, შეფასების ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის დანერგვის გარეშე წარმოუდგენელია. კარგად მომზადებული და ორგანიზებული შეფასება, საფუძვლიანი თვითშეფასებისა და შიდა შეფასების გზით, ემსახურება სასკოლო გარემოსა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას, თითოეული მასწავლებლის პროფესიულ ზრდას. ეს ყველაფერი კი არის მნიშვნელოვანი საფუძველი ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების სისტემის შექმნისათვის, რაც, თავის მხრივ, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების საწინდარი.
მასწავლებლის შეფასების წესი იმ შემთხვევაში, თუ კერძო სკოლა არ გამოავლენს ზემოაღნიშნულ ნებას, ვალდებულია, მის მიერ დასაქმებული მასწავლებლები შეაფასოს შეფასების იმ სისტემით, რომელიც დაეფუძნება ამ თავით გათვალისწინებული შეფასების ძირითად პრინციპებს. კერძო სკოლის მიერ განსაზღვრული, მასწავლებლების ალტერნატიული შეფასების სისტემის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან თავსებადობას ადგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
მასწავლებლის შეფასების მიზანი და პრინციპები მასწავლებლის შეფასება ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და შემდეგ ძირითად პრინციპებს: სამართლიანობა, ობიექტურობა, ვალიდობა, თანასწორობა, სანდოობა, გამჭვირვალობა.
მასწავლებლის შეფასების მიმართულებები მასწავლებლის შეფასების ტიპები მასწავლებლის შეფასების ტიპებია: ა) გარე შეფასება, რომელიც მოიცავს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებასა და გარე დაკვირვებას; ბ) შიდა შეფასება, რომელიც მოიცავს მასწავლებლის თვითშეფასებასა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასებას. მასწავლებლის შეფასების ფორმები მასწავლებლის შეფასება მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) მასწავლებლის თვითშეფასება; ბ) საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება; გ) პროფესიული კომპეტენციის დადასტურება; დ) გარე დაკვირვება; ე) მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასება. მასწავლებლის თვითშეფასება ა) მასწავლებელი, საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნით, ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით. მასწავლებელი ვალდებულია შეავსოს თვითშეფასების კითხვარი; ბ) თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით მასწავლებელი: ბ.ა) აფასებს საკუთარ საქმიანობას; ბ.ბ) აანალიზებს საკუთარ პროფესიულ საჭიროებებს; ბ.გ) მოსწავლეთა ინდივიდუალური მიღწევებისა და თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, პროფესიული საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, ადგენს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას; ბ.დ) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს აანალიზებს სასწავლო წლის განმავლობაში მის მიერ განხორციელებულ პროფესიულ საქმიანობას; ბ.ე) ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას; გ) მასწავლებლის მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსების და ასევე მასწავლებლის მიერ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენის ვადები განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება ა) პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია იმ საგანში/საგნობრივ ჯგუფში, რომელსაც ასწავლის; ბ) პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს; გ) საგნობრივი კომპეტენციის შეფასებას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; დ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების მიზნით შეფასებას ახორციელებს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღებში; ე) საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების წესი მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ; ვ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებებს განათავსებს ელექტრონულ სისტემაში. პროფესიული კომპეტენციის დადასტურება ა) პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს პროფესიული კომპეტენცია; ბ) პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ წინა პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს; გ) პროფესიული კომპეტენციის შეფასებას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; დ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მიზნით შეფასებას ახორციელებს პროფესიული კომპეტენციის დადასტურების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღებში; ე) პროფესიული კომპეტენციის დადასტურების წესი მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ; ვ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებებს განათავსებს ელექტრონულ სისტემაში. გარე დაკვირვება ა) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვის შემოწმების მიზნით, უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი ექვემდებარება გარე დაკვირვებას; ბ) გარე დაკვირვების წესი მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ; გ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების შედეგებს განათავსებს ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი უფროსი მასწავლებლისათვის. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ა) მასწავლებელს აფასებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, რომელიც საჯარო სკოლაში შედგება საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასილიტატორისა და შესაბამისი საგნობრივი/საგნობრივი ჯგუფის კათედრის მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი წევრისაგან. კერძო სკოლაში მასწავლებლის შეფასების ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს კერძო სკოლა; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ბრძანებით ქმნის მასწავლებლის შეფასების ჯგუფს/ჯგუფებს; გ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფს/ჯგუფებს ხელმძღვანელობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი; დ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელის შეფასების ჯგუფი ახორციელებს მის შეფასებას; ე) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მასწავლებლის შეფასების ჯგუფის ფორმირება, ან აღმოჩნდება, რომ მასწავლებლის შეფასების ჯგუფი „დ“ ქვეპუნქტში მითითებული ან სხვა მიზეზის გამო არ არის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია დაადგინოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის ფორმირების განსხვავებული წესი; ვ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი: ვ.ა) მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე და ანიჭებს მას კრედიტქულებს; ვ.ბ) აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს, ანიჭებს კრედიტქულებს და ასახავს ელექტრონულ სისტემაში; ვ.გ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს წინადადებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ; ზ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი უფლებამოსილია, განახორციელოს „ვ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებები იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფის სხდომას ესწრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა; თ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება მასწავლებელის შეფასების ჯგუფის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ დამსწრე წევრები. მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასების ფორმები მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასების ფორმებია: ა) გაკვეთილზე დაკვირვება და მასწავლებლისათვის განმავითარებელი შეფასების მიცემა (პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლისთვის); ბ) სამოდელო გაკვეთილის შეფასება (უფროსი და წამყვანი მასწავლებლისათვის); გ) მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება (პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლისათვის). გაკვეთილზე დაკვირვება და ჩატარებული გაკვეთილის შეფასება ა) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას; ბ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი პრაქტიკოს/უფროს მასწავლებელთან ერთად განიხილავს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს და გონივრულ ვადაში აძლევს მას განმავითარებელ შეფასებას წერილობითი ფორმით და ანიჭებს მას კრედიტქულებს.
სამოდელო გაკვეთილის შეფასება მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება ა) მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების/აქტივობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ) მასწავლებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების განთავსების ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში. იმ მასწავლებლის შეფასება, რომელიც ასწავლის 2 ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ა) ის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე საგანს, ამ თავით დადგენილი წესით შიდა შეფასებას გადის ელექტრონულ სისტემაში მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ბ) ის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საგანს, ამ თავით დადგენილი წესით, შიდა შეფასებას გადის ელექტრონულ სისტემაში მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების გასაჩივრება საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ა) მასწავლებელს უფლება აქვს მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გასაჩივრების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი; ბ) საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; გ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო ა) საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ქმნის საპრეტენზიო კომისიას და ამტკიცებს საპრეტენზიო კომისიის დებულებას; ბ) საპრეტენზიო კომისიას, საჭიროების შემთხვევაში, საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; გ) საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებლის შეფასებასა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადების შემუშავებაში. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ა) საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა.ა) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ა.ბ) საპრეტენზიო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; ა.გ) საპრეტენზიო განაცხადის სრულად დაკმაყოფილების შესახებ; ა.დ) მასწავლებლის შეფასების შედეგების გაუქმების/ნაწილობრივ გაუქმების შესახებ და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გაუქმების შესახებ. ამ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია მასწავლებლის შეფასების ჯგუფს ავალებს მასწავლებლის განმეორებით შეფასებასა და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადების მიღების შემთხვევაში მის განმეორებით წარდგენას; ბ) საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში წარედგინება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს. მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ა) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მასწავლებლისთვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ; ბ) მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი წინადადების ან/და საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ; გ) მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დადასტურება ა) მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით, რომლის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია მასწავლებელი; გ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საგანმანათლებლო რესურსცენტრი მასწავლებლის სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე მასწავლებლის სერტიფიკატების გაცემას. მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგი ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგი; ბ) მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგის წესს განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; გ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაციები შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულება და შესრულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისა და გარე დაკვირვების შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტის შემუშავება და დამტკიცება ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტებს, კერძოდ, შეფასების ზოგად კრიტერიუმებს და შეფასების სქემებს; ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს გარე დაკვირვებისთვის მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასების რუბრიკას. შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების შემუშავება და დამტკიცება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შიდა შეფასებისათვის შეიმუშავებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტებს. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დაამტკიცონ შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტებისგან განსხვავებული შეფასების ინსტრუმენტები. ფასილიტატორის ფუნქციები ფასილიტატორი ეხმარება მასწავლებლებს ინდივიდუალურ საჭიროებათა დადგენაში, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენასა და განხორციელებაში, მიღწეული შედეგების შეფასებაში. ფასილიტატორი მონაწილეობას იღებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობაში და გარე დაკვირვების პროცესში. ფასილიტატორის შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
თავი IV. სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერება/აღდგენა მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეჩერება/შეწყვეტა. მასწავლებელი სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერების განცხადებით მიმართავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას. მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერების შემთხვევაში მასწავლებელი სქემით განსაზღვრული სტატუსის აღდგენის მიზნით მიმართვას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც წარმოიშობა ახალი შრომითი ურთიერთობა. მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა/ახალი შრომითი ურთიერთობის წარმოშობა. სქემით განსაზღვრული სტატუსი ჩერდება და აღდგება შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ასახოს ელექტრონულ სისტემაში. მასწავლებელი უფლებამოსილია, მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების/შეწყვეტის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც ექვემდებარება შეფასებას.
თავი V. ელექტრონული სისტემის წარმოების წესი ელექტრონული სისტემის წარმოების მიზანია მასწავლებლების სქემაში განაწილება, მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა, მასწავლებლის შეფასება და მასწავლებლის ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მართვა. ელექტრონული სისტემის წარმოება ელექტრონული სისტემის წარმოებაზე უფლებამოსილნი არიან: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება; ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; გ) მასწავლებელი; დ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი; ე) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ელექტრონულ სისტემაში შესატანი ინფორმაცია და ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელი პირები 1. მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით, ელექტრონულ სისტემაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შესახებ უნდა განთავსდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) ინფორმაცია მასწავლებლის განათლების, აკადემიური ხარისხის შესახებ; გ) ინფორმაცია მასწავლებლის სამუშაო გამოცდილების შესახებ. 2. მასწავლებლების სქემაში განაწილებისათვის აუცილებელია თითოეულმა მასწავლებელმა ელექტრონულ სისტემაში გაიაროს ავტორიზაცია. ავტორიზაციის გავლის მიზნით, მასწავლებელს ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს პირადი ნომერი, რომლის მეშვეობითაც ხდება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან პირის იდენტიფიცირება. 3. მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში. 4. ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მასწავლებელი. 5. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის სრულყოფილად და დროულად განთავსებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. 6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში. 7. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონულ სისტემაში უნდა განთავსდეს: ა) პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისას მიღებული შეფასება, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის, შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფისათვის, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის; ბ) პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებული შეფასება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის, შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფისათვის, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის. 8. გარე დაკვირვების შედეგები უნდა განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის, მასწავლებლის შეფასების ჯგუფისათვის, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის. 9. მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში განათავსოს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტები და ელექტრონულად შეავსოს თვითშეფასების კითხვარი. 10. მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასების დასრულების შემდეგ, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ელექტრონულ სისტემაში განათავსებს შეფასების შედეგებს. 11. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში, კონკრეტული მასწავლებლისათვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში, განათავსოს მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის გასწორება ან/და ჩანაწერში ცვლილების შეტანა 1. ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის ან მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის გასწორებას უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის შემყვანი დაწესებულების წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი. 2. ელექტრონულ სისტემაში მექანიკური შეცდომის გასწორებას ახორციელებს ამ ინფორმაციის შემყვანი დაწესებულების ელექტრონული სისტემის წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მიმართვის საფუძველზე. შეცდომის/უზუსტობის გასწორება ხდება ელექტრონული სისტემის შესაბამისი განყოფილების იმავე გრაფაში, შეცდომის/უზუსტობის გასწორების საფუძვლის და თარიღის მითითებით. 3. პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია ელექტრონულ სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომა/უზუსტობა გამოასწოროს იმ ვადაში, რა ვადაც ჰქონდა განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განთავსებაზე. ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ მონაცემებზე წვდომის დონეები 1. ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ მონაცემებზე წვდომა გულისხმობს ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ მონაცემების შეტანის, ნახვისა და შეცვლის უფლებას იმ მოდულების ფარგლებში, რომელზეც აქვს დაშვება ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს. 2. ელექტრონულ სისტემის მონაცემებზე წვდომის დონეები განისაზღვრება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, თითოეულ პირს მისცეს ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი წვდომის დონე.
თავი VI. მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება ხორციელლდება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების შესაბამისად.
თავი VII. გარდამავალი დებულებანი „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ძალაში შესვლის დროს მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება 1. ის მასწავლებლები, რომლებიც „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილების ძალაში შესვლის დროს ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუმცა პირველადი განაწილების დროს ვერ ჩაერთვნენ სქემაში, შესაძლებელია ჩაერთონ სქემაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მასწავლებლების სქემაში განაწილების დამატებით ვადაში. 2. ის მასწავლებლები, რომლებსაც „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილების ძალაში შესვლის დროისთვის შეჩერებული ჰქონდათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან შრომითი ურთიერთობა, სქემაში განაწილდებიან შრომითი ურთიერთობის აღდგენის შემდგომ, რისთვისაც წერილობითი ფორმით მიმართავენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. 3. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილების ძალაში შესვლის დროს მოქმედი მასწავლებლები სქემაში განაწილდებიან შემდეგი წესით: ა) პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მასწავლებელს, რომელიც არ არის სერტიფიცირებული მასწავლებელი და მასწავლებელს, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მასწავლებელს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ბ.ა) „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილების ძალაში შესვლის დროისათვის, არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთ საგანში და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს; ბ.ბ) 2014 წლის ბოლომდე წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, 2015 წლის ზაფხულის ჩათვლით, წარმატებით ჩააბარა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი საგნის გამოცდა და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს; ბ.გ) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში; გ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მასწავლებელს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს. 4. ამ თავის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის სქემაში განაწილებისა და მისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამოიცემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 5. მასწავლებლების სქემაში განაწილება დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით. სერტიფიცირებული მასწავლებლის შეფასების წესი, რომელიც „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილების ძალაში შესვლის დროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული იყო „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მასწავლებლის თანამდებობაზე და რომელიც არ ყოფილა ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, სერტიფიცირებულ მასწავლებელს, რომელსაც „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილების ძალაში შესვლის დროისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაკავებული ჰქონდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მასწავლებლის თანამდებობა და რომელიც არ ყოფილა ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში, კრედიტქულებად უღიარდება მის მიერ ზემოაღნიშნული დადგენილების ძალაში შესვლამდე განხორციელებული შემდეგი დამატებითი საქმიანობები: ა) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იმ საგანში (რომელიც არ იქნა გამოყენებული სქემაში მასწავლებლის განაწილებისას), რომელსაც ასწავლის მასწავლებელი (2 კრედიტქულა). მასწავლებელს, რომელიც არ ასწავლის იმ საგანს (რომელიც არ იქნა გამოყენებული სქემაში მასწავლებლის განაწილებისას), რომელშიც ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, კრედიტქულებად უღიარდება მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებს შესაბამისი საგნის სწავლებას; ბ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარება (1 კრედიტქულა); მასწავლებლის შეფასება, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ჩათვლით წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი, თავისუფლდება საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისაგან და საგნობრივი მიმართულებით უღიარდება 10 კრედიტქულა. მასწავლებლის შეფასება, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ჩათვლით წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, თავისუფლდება პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისაგან და პროფესიული მიმართულებით უღიარდება 10 კრედიტქულა. სქემაში განაწილებული უფროსი მასწავლებლებისთვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება უფროსი მასწავლებელი, რომელსაც სქემაში პირველადი განაწილების დროისთვის მოპოვებული ჰქონდა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2014 წლის ბოლომდე წარმატებით ჰქონდა დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი და ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/ სექტორების მასწავლებლებისთვის მშობლიურ ენაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის მშობლიურ ენაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების მიზნით შეფასების განხორციელებას უზრუნველყოფს 2021 წლიდან. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 იანვრის №48 ბრძანებით დამტკიცებული „განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამაში მონაწილე მასწავლებელთათვის საპილოტე რეჟიმში კრედიტის მინიჭების წესი 1. 2018-2019 სასწავლო წელსა და 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 იანვრის №48 ბრძანებით დამტკიცებული „განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამაში (შემდგომში – ქვეპროგრამა) მონაწილე სქემაში ჩართულ მასწავლებლებს ქვეპროგრამაში მონაწილეობისთვის მიენიჭებათ 6 კრედიტქულა. 2. ქვეპროგრამის მონაწილე: ა) პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არ ექნებათ გავლილი გაკვეთილზე დაკვირვება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, გათავისუფლდებიან გაკვეთილის/გაკვეთილების ჩატარების ვალდებულებისგან; ბ) უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არ ექნებათ გავლილი გარე დაკვირვება წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, გათავისუფლდებიან გარე დაკვირვების განხორციელების ვალდებულებისგან; გ) უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არ ჩაუტარებიათ სამოდელო გაკვეთილი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, გათავისუფლდებიან სამოდელო გაკვეთილის/გაკვეთილების ჩატარების ვალდებულებისგან; დ) წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არ ჩაუტარებიათ სამოდელო გაკვეთილი/გაკვეთილები, მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად გათავისუფლდებიან სამოდელო გაკვეთილის ჩატარებისგან;
[1] კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. ამასთან, აღნიშნული საქმიანობით წლის მანძილზე დასაგროვებელი კრედიტქულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 კრედიტქულას. მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში შეძენილი ცოდნის სასწავლო პროცესში გადატანა.
|
დოკუმენტის კომენტარები