„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 240
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021257
240
23/05/2019
ვებგვერდი, 27/05/2019
470000000.10.003.021257
„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №240

2019 წლის 23 მაისი

   ქ. თბილისი

 

„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 470000000.10.003.021008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №1 დანართის („დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“):

ა) მე-2  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეები არიან MICS კვლევაში მონაწილე 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები (რომელთა სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ-ზე მაღალია) და მათი ოჯახის წევრები (18 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები).“;

 ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის კომპონენტს, მათ შორის:

თ.ა) სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრას გრაფიტული აბსორბციის ატომური სპექტრომეტრული ან/და პლაზმური მასპექტრომეტრული მეთოდით,  დანართ 1.2-ის შესაბამისად;

თ.ბ) დამატებით დიაგნოსტიკას, მათ შორის:

თ.ბ.ა) ექიმი პედიატრის კონსულტაციას, რომელიც მოიცავს:

თ.ბ.ა.ა) ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფასებას, წინასწარშედგენილი, სპეციალური კითხვარის მეშვეობით;

თ.ბ.ა.ბ) ბავშვის კვებითი სტატუსის განსაზღვრას − კვების რაციონში ვიტამინების, კალციუმისა და რკინის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მიღება;

თ.ბ.ა.გ) ბავშვის მშობლებისათვის (კანონიერი წარმომადგენლებისათვის) საერთაშორისო რეკომენდაციების გაცნობას, ტყვიით ექსპოზიციის შესაძლო წყაროების შესახებ;

თ.ბ.ბ) დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებას, დანართ 1.3-ის შესაბამისად;

თ.გ) იმ მოსარგებლეებისთვის, რომელთა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია შეადგენს ან მეტია 5 მკგ/დლ-ზე, მედიკამენტებით (რკინის პრეპარატებით, კალციუმითა და მულტივიტამინებით) უზრუნველყოფას, ექიმის დანიშნულების შესაბამისად;

თ.დ) ოჯახის ექიმების, პედიატრებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების სპეციალისტების შესაბამისი გუნდების გადამზადებას ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის საკითხებში.“;

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მე-3 მუხლის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ბ“, „გ“, „დ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.“;

დ)  მე-5 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მე-3 მუხლის „ა“ (გარდა „ა.ბ“ ქვეპუნქტისა), „ბ“, „გ“, „დ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“;

დ.ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მე-3 მუხლის „თ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მედიკამენტების გადაცემა ბენეფიციარებისათვის ხორციელდება მე-3 მუხლის „თ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ.“;

ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მე-3 მუხლის „ა“ (გარდა „ა.ბ“ ქვეპუნქტისა), „ბ“, „გ“, „დ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და განისაზღვრება ამავე დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“;

ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

 პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2.485.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

885.0

2

საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგი

20.0

3

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა  მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

83.0

4

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

318.0

5

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტი

117.0

6

საინფორმაციო რეგისტრებისა და ელექტრონული მოდულების განვითარება

202.0

7

პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაცია და საინფორმაციო მხარდაჭერა

100.0

8

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგი

760.0

 

სულ:

2,485.0.“;

ზ) დადგენილებას №1.1 დანართის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის №1.2 (MICS კვლევაში მონაწილე 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ორსულებისათვის სისხლში ტყვიის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტირების ჯერადობა) და №1.3 (MICS კვლევაში მონაწილე 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დამატებითი დიაგნოსტიკა და კვლევების ჯერადობა) დანართები:

„დანართი №1.2

MICS კვლევაში მონაწილე 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ორსულებისათვის სისხლში ტყვიის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტირების ჯერადობა

 

MICS კვლევაში მონაწილე 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები

MICS კვლევაში მონაწილე ბავშვების ოჯახის წევრი 18 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები

ტყვიის დონის განსაზღვრისათვის პირველადი ტესტირების რაოდენობა

 

 

 

1

1

1

ტყვიის დონე სისხლში

5-9 მკგ/დლ

10-34 მკგ/დლ

35-59 მკგ/დლ

5-9 მკგ/დლ

10-34 მკგ/დლ

35-59 მკგ/დლ

ტყვიის დონის განსაზღვრის შემდეგ განმეორებითი ტესტირების რაოდენობა

2

3

5

2

3

5

დანართი №1.3

 

MICS კვლევაში მონაწილე 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დამატებითი დიაგნოსტიკა და კვლევების ჯერადობა

დასახელება

MICS კვლევაში მონაწილე 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები და მათი ოჯახის წევრი 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა სისხლში ტყვიის დონე:

5-9 მკგ/დლ

10-34 მკგ/დლ

35-59 მკგ/დლ

ექიმთან ვიზიტი

1

2

3

სისხლის საერთო ანალიზი

1

1

 

ფერიტინი

2

2

 

C-რეაქტიული ცილა

2

2

 

რკინის დონე სისხლში

 

 

4

ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი

 

 

4

შარდში ჰემატინის რაოდენობა

 

 

4

მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია

 

 

2.“.

2. №2 დანართის (იმუნიზაცია“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 21,956.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

14,366.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

160.0

3

ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

5,370.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

1,500.0

5

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

60.0

6

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

500.0

 

სულ:

21,956.0.“.

3. №5 დანართის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გარემოსა და პროფესიულ აავადებათა ჯანმრთელობის სფეროში არსებული ვალდებულებების ხელშეწყობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 238.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სხვადასხვა ტიპის საწარმოებში დასაქმებულთა პროფესიულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების კვლევის კომპონენტი

170.0

2

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროში აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობის კომპონენტი

68.0

სულ:

238.0.“.

4. №8 დანართის („დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,781.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ანტენატალური მეთვალყურეობა, მათ შორის:

5,963.0

1.1

 სამედიცინო მომსახურება სიფილისზე ეჭვის შემთხვევაში

45.0

2

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

413.0

3

ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/ შიდსისა და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით (B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით) უზრუნველყოფა

165.0

 

4

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

900.0

5

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

90.0

6

მედიკამენტებითა და საკვები დანამატით უზრუნველყოფა, მათ შორის:

250.0

6.1

სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატის) ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

81.0

სულ:

7,781.0.“.

 

მუხლი 2
მოსახლეობის ანტირაბიული ვაქცინებით უწყვეტად მომარაგებასთან დაკავშირებით:

1.  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოს სომხეთის რესპუბლიკიდან და თურქეთის რესპუბლიკიდან ურთიერთდახმარების (ხელშეკრულება/შეთანხმება/ მემორანდუმი) ფარგლებში მიღებული 30 ათასი და 100 ათასი დოზა ანტირაბიული ვაქცინის დაბრუნება იმავე ოდენობით, „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებით დამტკიცებული „იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამიდან“ შესყიდული რაოდენობის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით.

2. ანტირაბიული ვაქცინის ტრანსპორტირება სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკებში განხორციელდეს ცენტრის მიერ ან უშუალო მწარმოებლიდან/მომწოდებლიდან „ცივი ჯაჭვის პრინციპების“ მკაცრი დაცვით.  

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე