შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ლევან ჩიკვაიძე, N398)

შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ლევან ჩიკვაიძე, N398)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „კონსალტინგ გრუპს“
მიღების თარიღი 14/05/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
14/05/2019
ვებგვერდი, 15/05/2019
შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ლევან ჩიკვაიძე, N398)
შპს „კონსალტინგ გრუპს“
 

 საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

 საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 398

 

 

  

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“ ს/კ 404483536

დირექტორი: ნინო არაბიძე

მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23

ელფოსტა: auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: ლევან ჩიკვაიძე, პირადი №61005001933

მოვალე (მსესხებელი): ლარისა დუმბაძე, პირადი №61006000755

იპოთეკის ხელშეკრულება: 1231232551327, თარიღი 21/11/2018

ვალდებულების წარმოშობა: საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №0010.2559137.001, თარიღი: 21.11.18, საკრედიტო ხელშეკრულება 2559137-10216392, თარიღი 21.11.2018

იპოთეკის რეკვიზიტები: მისამართი ქობულეთი, სოფელი ციხისძირი , საკადასტრო კოდი: 20.46.01.483

სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: ჯამში დავალიანებაა 97561.20 ლარი

აუქციონის ჩატარების დრო: 23/05/2019 წლის 16:00 საათიდან 27/05/2019 წლის 11:30 საათამდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 0.00 აშშ დოლარი და 98151.20 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 3787.00 კვ.მ, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით: №1-230.2 კვ.მ მდებარე ქობულეთი, სოფელი ციხისძირი

გარდამავალი უფლებები: არა

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:

1. ნაღდი ანგარიშსწორებით „ლიბერთი ბანკში“ განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით.

2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე.

3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით.

4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორს (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“, ს/კ 404483536

დირექტორი                                                                                                               ნინო არაბიძე