შპს „ტექნო ბუმის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ

შპს „ტექნო ბუმის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/622-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/05/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/622-19
06/05/2019
ვებგვერდი, 15/05/2019
შპს „ტექნო ბუმის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №330210319002808862

№2/622-19

 

კრედიტორთა პირველი კრების

ოქმი

 

2019 წლი ს 6 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე (კრების თავმჯდომარე) : ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი: ილია ვაშაკიძე

განმცხადებელი (მოვალე) – შპს „ტექნო ბუმი“

მეურვე – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“

მოთხოვნის არსი – შპს „ტექნო ბუმის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ტექნო ბუმის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 21 მაისს, 14:00 საათზე , შემდეგი დღის წესრიგით: კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება, მომრიგებელი საბჭოს არჩევა.

2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი , მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №42).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.

4. განჩინება გამოქვეყნდეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება , მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. : დავით აღმაშენებლის ხეივანი , მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე (კრების თავმჯდომარე)              ლევან მიქაბერიძე

 

სხდომის მდივანი                                                 ილია ვაშაკიძე

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.