შპს ,,თბილაერო” კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

შპს ,,თბილაერო” კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/6876-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 01/05/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/6876-11
01/05/2019
ვებგვერდი, 13/05/2019
შპს ,,თბილაერო” კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/ 6876-11

330230911017444  

 

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

(ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან)

 

2019 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი ქეთევან ჭელიძე

 

განმცხადებელი შპს ,,თბილაერო”

მეურვე   აღსრულების ეროვნული ბიურო

დავის საგანი   გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

2019 წლის 1 მაისს გამართულ კრედიტრთა კრებაზე სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების გადადების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია საქმე N2/6876-11 შპს „თბილაეროს“ გაკოტრების შესახებ.

2019 წლის 12 აპრილის განჩინებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება 2019 წლის 1 მაისს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც, სათანადო წესით, ეცნობათ კრედიტორებსა და მოვალეს, თუმცა მათი უმრავლესობა არ გამოცხადდა კრედიტორთა კრებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ 2019 წლის 1 მაისს გამართულ სხდომაზე შეუძლებელია კრედიტორული მოთხოვნების სრულყოფილად შემოწმება და განხილვა, რის საფუძველზეც, მიზანშეწონილად მიიჩნევს, კრედიტორთა კრების გადადებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2019 წლის 27 მაისს, 17:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №63, შემდეგი დღის წესრიგით: 

კრედიტორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                        თამარ  ბურჯანაძე