შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრეები - გოჩა ჯაჭვაძე M 673)

შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრეები - გოჩა ჯაჭვაძე M 673)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „ინდექსი“
მიღების თარიღი 10/05/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
10/05/2019
ვებგვერდი, 13/05/2019
შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრეები - გოჩა ჯაჭვაძე M 673)
შპს „ინდექსი“
 

 საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2019 წლის 10 მაისი

 

  

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, ტეტელაშვილის 8

ელფოსტა: specialist@mali.ge, სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ „რეზონანსში“, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M 673

უძრავი ნივთის მესაკუთრს სახელი და მისამართი: გოჩა ჯაჭვაძე პ/ნ 13001041372, მის: გურჯაანი, სოფ. შაშიანი მე-11 II ჩიხი №2

აუქციონის ჩატარების დრო: 20/05/2019 წლის 14:00 სთ-დან 23/05/2019 წლის 11:30 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი:

eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 9925.98 ლარი

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: რაიონი გურჯაანი, სოფელი შაშიანი; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 989.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1; შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 221.70 კვ.მ; საკადასტრო კოდი: 51.04.62.102

გარდამავალი უფლება: არა

სხვა უფლება: არა

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით „ლიბერთი ბანკში“ განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით; 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე; 3. eAuction.geს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით; 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით; გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1 (ერთი) კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „ინდექსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

 

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე, წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი                   გიორგი გოგშელიძე

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.