ვანის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016371
16
08/05/2019
ვებგვერდი, 13/05/2019
010250050.35.121.016371
ვანის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
ვანის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2019 წლის 8 მაისი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 1061 მუხლის მე-10 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი



       დანართი

 

ვანის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის  და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებ

მუხლი 1.  ზოგადი დებულება
1. წინამდებარე წესები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესებს.

 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მხოლოდ იმ საწარმოზე, სადაც მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, აგრეთვე მხოლოდ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირზე, რომლის წევრია/წევრები არიან მხოლოდ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების სხვა საწარმოს და სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით).

3. ეს წესი არ არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 104-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით და 118-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეძენილი/მიღებული ქონების გასხვისების საკითხებს.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა.

) ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც დაწესებულება იყენებს მომსახურების გაწევის, იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;

) ძირითადი საშუალებების განკარგვა – დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისება და სარგებლობის უფლების გადაცემა;

გ) დაწესებულება – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ვანის მუნიციპალიტეტის მიერ ან ვანის მუნიციპალიტეტის და სხვა მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივად ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წევრი/წევრები არიან მხოლოდ მითითებული მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები და საწარმო, სადაც მითითებული მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება;

) დამფუძნებელი – ვანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - ვანის მუნიციპალიტეტის მერი.

) აუქციონატორი – დაწესებულების ხელმძღვანელი ან/და მერის ბრძანებით უფლებამოსილი სხვა პირი;

2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს მთავრობის 2014 წლის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, ქონებით სარგებლობისა და ქონების მართვის უფლებით გადაცემის, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ (შემდგომში – №669 დადგენილება) შესაბამისად.


მუხლი 3. დაწესებულებების ძირითადი საშუალებების გასხვისება
1. დაწესებულების საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების გასხვისება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა.

3. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი, დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

4. დაწესებულების ხელმძღვანელმა დამფუძნებელს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს აუქციონის პირობები, ქონების საწყისი ფასი, აუდიტის დასკვნა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

5. დამფუძნებელი უფლებამოსილია დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე, ან/და საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულების საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალების დაწესებულების კაპიტალიდან ამოღების და დამფუძნებლის – ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ. ასეთ შემთხვევაში არ გამოიყენება ძირითადი საშუალებების განკარგვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი.


მუხლი 4.  დაწესებულების ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემა
1. დაწესებულების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ძირითადი საშუალების სარგებლობის უფლებით (იჯარით, უზურფრუქტით, აღნაგობით, თხოვებით და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ფორმებით) გადაცემა ხდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით, ან პირდაპირი განკარგვის წესით.

2. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობით ან უპირობოდ.

3. დაწესებულების ქონების აუქციონის გარეშე სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1061 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. დაწესებულების ქონების აუქციონის/პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი, დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე. დამფუძნებლის გადაწყვეტილების საფუძველზე დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ხელშეკრულების გაფორმებას დაწესებულებასა და ქონების მიმღებს შორის.

5. უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე დამფუძნებელი გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე ან უამისოდ და შესაბამის დავალებას აძლევს დაწესებულების ხელმძღვანელს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. დამფუძნებელი უფლებამოსილია, დაწესებულების ხელმძღვანელის ან შესაბამისი დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება (წერილობითი თანხმობის ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით) დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების (მათ შორის, ინვენტარის) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების ან სხვა გაერთიანებების ორგანიზებით საქველმოქმედო, კულტურული, საგანმანათლებლო ან სხვა ფორმით განსახორციელებელი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველსაყოფად, ღონისძიების ჩატარების ვადით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.

7. დაწესებულების მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის დაწესებულების ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, დამფუძნებლის თანხმობით.

8. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ძირითადი საშუალებების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას (აუქციონი/პირდაპირი განკარგვა) დამფუძნებელს შესათანხმებლად წარუდგინოს ქირის საფასური/ქირის საწყისი საფასური, აუდიტის დასკვნა, აუქციონის პირობები, სარგებლობაში გადაცემის ვადა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.


მუხლი 5. საჯარო და ელექტრონული აუქციონის ორგანიზება და ჩატარება
 1. დაწესებულების ძირითადი საშუალებების ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge/

2. დაწესებულების ძირითადი საშუალებების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემებში და ვებგვერდზე www.eauction.ge.

3. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისების ან/და სარგებლობაში გადაცემის მიზნით გამართულ საჯარო და ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

4. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისების ან/და სარგებლობაში გადაცემის მიზნით საჯარო და ელექტრონულ აუქციონის ჩატარების ორგანიზებას და აუქციონის ჩატარებას უზრუნველყოფს აუქციონატორი მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, ქონებით სარგებლობისა და ქონების მართვის უფლებით გადაცემის, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების გათვალისწინებით. ამავე წესების შესაბამისად განისაზღვრება აუქციონში მონაწილეობის პირობები, აუქციონატორისა და აუქციონის მონაწილის უფლება-მოვალეობები, განმეორებითი/ვადაგაგრძელებული აუქციონის ჩატარების წესები.


მუხლი 6.  ანგარიშსწორება
 1. აუქციონში მონაწილეობის მსურველისთვის (რეგისტრირებული მომხმარებლისთვის) ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე/ადგილობრივ ან სხვა ბეჭვდით საინფორმაციო გამოცემაში ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით.

2. დაწესებულების ქონების გასხვისების შემდეგ, ქონების შემძენის მიერ გადახდილი ქონების სრული ღირებულება ირიცხება შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

3. დაწესებულების ქონების სარგებლობაში მიმღები სარგებლობის საფასურს იხდის შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.


მუხლი 7. აუქციონის შედეგები, გარიგების დადება, ძირითადი საშუალებების შემძენის/სარგებლობაში მიმღების პასუხისმგებლობა
1. აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორსა და დაწესებულების ძირითადი საშუალებების შემძენს/სარგებლობაში მიმღებს შორის იდება შესაბამისი წერილობითი ნასყიდობის/სარგებლობის ხელშეკრულება.

2. ძირითადი საშუალებების შემძენი ვალდებულია ძირითადი საშუალებების  სრული ღირებულება სრულად გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ძირითადი საშუალებების სარგებლობაში მიმღები მის მიერ აუქციონზე შეთავაზებულ სარგებლობის საფასურს იხდის სააუქციონო პირობებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით და წესით.

3. უძრავი ქონების შემძენის/სარგებლობაში მიმღების საკუთრების/სარგებლობის უფლება, აუქციონატორთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირდება საჯარო რეესტრში, შესაბამის ვალდებულებებთან (ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება, სააუქციონო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები) ერთად. მითითებული უფლებების/ვალდებულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯების გადახდა ეკისრება აუქციონში გამარჯვებულ პირს. ქონების სრული ღირებულების გადახდამდე ქონების შემძენს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით განკარგოს შეძენილი ქონება.

 4. აუქციონში გამარჯვებულს მის მიერ გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება ქონების შეძენის შემთხვევაში – საბოლოო ანგარიშსწორებისას, ხოლო ქონების სარგებლობაში მიღების შემთხვევაში – სარგებლობის ვადის ბოლო წლის ქირის ოდენობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულს ქონება საკუთრებაში/სარგებლობაში არ გადაეცემა, გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა უკან არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება, თუ მან უარი განაცხადა შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ან დადგენილ ვადებში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

6. ქონების სარგებლობაში მიმღების პასუხისმგებლობა (დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობები) სააუქციონო პირობების და ხელშეკრულების დარღვევისთვის არ უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, ქონებით სარგებლობისა და ქონების მართვის უფლებით გადაცემის, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე ნაკლები.


მუხლი 8. ქონების საწყისი საფასურის/ქონების სარგებლობის საწყისი საფასურის დადგენა
1. დაწესებულების ქონების აუქციონის ფორმით გასხვისებისას, ქონების საწყისი საფასური განისაზღვრება დამფუძნებელთან შეთანხმებით, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.

2. დაწესებულების ქონების პირდაპირი განკარგვის/აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემისას, ქირის საფასურის/ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება დამფუძნებელთან შეთანხმებით, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.