ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016448
16
08/05/2019
ვებგვერდი, 10/05/2019
010250050.35.117.016448
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2019 წლის 8 მაისი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და  88-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის  შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პრინციპებს.

2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ამბრულაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა აღმასრულებელი  ორგანოს საქმიანობაში და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობა.


მუხლი 2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, აწყობს საჯარო შეხვედრას მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგენს მათ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

2. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახური.

4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარედგინება წერილობითი ფორმით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.


მუხლი 3. ამომრჩევლის წინასწარი ინფორმირება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე 7 (შვიდი) დღით ადრე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტში არსებულ ბეჭდვით ორგანოში.

მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ვალდებულება
1.  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა სამსახურიდან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირებიდან არაუგვიანეს 15 სექტემბრისა გამოითხოვოს ინფორმაცია განხორციელებული, მიმდინარე და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ დეტალური ანგარიშის სახით.

2.  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა სამსახურების და იურიდიული პირებიდან გამოთხოვილი ანგარიშების  სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე მოამზადოს მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი (განსახორციელებელი) ღონისძიებების შესახებ და წარუდგინოს მერს განსახილველად.

3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური მერის შენიშვნების გათვალისწინებით არაუგვინეს 5 ოქტომბრისა ამზადებს ანგარიშის საბოლოო სახეს, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით გეგმავს საჯარო შეხვედრების გრაფიკს (არაუგვიანეს 1 ნოემბრისა) და უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრების შესახებ ინფრმაციის შემუშავებას, გამოქვეყნებასა და ხელმისაწვდომობას.


მუხლი 5. საჯარო შეხვედრების ორგანიზება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამასახური, ხოლო საჯარო შეხვედრებს წარმართავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირი.

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.

3.  საჯარო შეხვედრებს ესწრებიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა სამსახურის და იურიდიული პირების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე საჭიროებისას სხვა თანამშრომლები, რომლებიც ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით.


მუხლი 6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებამოსილება საჯარო განხილვისას
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირიებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მერის ანგარიშის განხილვას, დასვას შეკითხვა, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.

მუხლი 7. ანგარიშის გამოქვეყნება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილი ანგარიში ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

მუხლი 8. ცვლილების და დამატების შეტანის წესი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.