საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4619-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016058
4619-IIს
29/05/2019
ვებგვერდი, 31/05/2019
010190030.06.001.016058
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 156-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 156. საპარლამენტო კონტროლი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომ – საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები) საქმიანობას პარლამენტი აკონტროლებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ნდობის ჯგუფისა და სხვა დარგობრივი სპეციალიზაციის კომიტეტების მეშვეობით.“.

2. 157-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის წევრი, ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ხოლო უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში − უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე 2 პარლამენტის წევრი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ნდობის ჯგუფის წევრებად დასახელებულ პირებს წარუდგენენ პარლამენტს. უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს ნდობის ჯგუფის წევრებად წარადგენენ უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები. მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით და უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარსადგენი პირების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარსადგენი პირების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის (გარდა უმრავლესობისა და უმცირესობისა) მიერ ნდობის ჯგუფის წევრად რამდენიმე პირის წარდგენის შემთხვევაში პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება ნდობის ჯგუფში წარდგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სუბიექტის წევრთაგან მეტის, მაგრამ არანაკლებ ამ წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მეოთხედის მხარდაჭერის მქონე პირი, ხოლო ერთი პირის წარდგენის შემთხვევაში − წარდგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სუბიექტის წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მხარდაჭერის მქონე პირი. წარმდგენ პარლამენტის წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება პირი, რომელიც უფრო ადრე იყო წარდგენილი.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების კვოტით, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრს უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტით, ხოლო უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში − უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრს უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტით მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. უმრავლესობის ან უმცირესობის მიერ წარდგენილ ნდობის ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება უმრავლესობის ან უმცირესობის მიერ ახალი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ნდობის ჯგუფში წარდგენის უფლებამოსილების მქონე სხვა სუბიექტის მიერ წარდგენილ ნდობის ჯგუფის წევრს − ნდობის ჯგუფში წარდგენილ შესაბამის წევრზე მეტი მხარდაჭერის მქონე ახალი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში. ნდობის ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება პარლამენტის მიერ ამ ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითამარ ჩუგოშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2019 წ.

N4619-IIს