„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4587-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 080240000.05.001.019462
4587-რს
08/05/2019
ვებგვერდი, 08/05/2019
080240000.05.001.019462
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099) 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−27-ე მუხლებისა, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ და „ზ“−„კ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-4−მე-17 მუხლები, მე-18 მუხლის პირველი−მე-4 და მე-6−მე-8 პუნქტები და 27-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 10 მაისიდან.

3. ამ კანონის მე-19−26-ე მუხლები, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.

4. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

8 მაისი 2019 წ.

N4587-რს