დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4548-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.05.001.019484 |
|
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.017771) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ადმინისტრაციული ორგანოსგან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან გააფორმოს შეთანხმება ინფორმაციის/დოკუმენტის გაცვლისა და თანამშრომლობის შესახებ; გ) სამსახურებრივი საჭიროებისთვის განმარტების/დასკვნის მისაღებად მიმართოს სპეციალისტს, სამეცნიერო დაწესებულებას ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებას; დ) შექმნას სამუშაო ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სექტორის წარმომადგენლები; ე) საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 3 მაისი 2019 წ. N4548-IIს |
დოკუმენტის კომენტარები