დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 203 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/04/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.021218 |
|
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალი (ტრანზიტის შემთხვევაში შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს საერთაშორისო ვეტერინარული მოწმობის ორიგინალი ან ვეტერინარული სერტიფიკატის ან საერთაშორისო ვეტერინარული მოწმობის სკანირებული ვერსია ელექტრონულად) ან საქონლის ექსპორტიორ ქვეყანასთან შეთანხმების შემთხვევაში, შესაბამისი ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ელექტრონული ვეტერინარული სერტიფიკატი, ან ელექტრონული ვეტერინარული სერტიფიკატის ბეჭდური ვერსია;“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები