„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016303
8
22/04/2019
ვებგვერდი, 23/04/2019
300280020.16.009.016303
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №8

2019 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №18 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესების“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) 108-ე მუხლს მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15–მე-18 პუნქტები:

„15. „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის 118 დადგენილების შესაბამისად, 2019 წლის 1 მაისამდე სავალდებულოდ პირდაპირ მომხმარებლებად  დარეგისტრირებას დაქვემდებარებული ისეთი პირები,  რომელთა მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძ(ებ)ი არ აკმაყოფილებს(ენ) „ქსელის წესებით“  ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებისათვის დადგენილ  მოთხოვნებს, ვალდებული არიან მათი კუთვნილი აღრიცხვის კვანძები მოიყვანონ ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში კომისიის მიერ კონკრეტული პირის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით:

ა) ბაზრის ოპერატორი,  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, შესაბამისი საცალო მომხმარებელი და ქსელის მფლობელი სხვა დაინტერესებული პირებთან ერთად კომისიური წესით ამოწმებენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძის გამართულობას, ადგენენ საბითუმო აღრიცხვაში მონაწილე ახალი აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტებს;

ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი აღრიცხვის კვანძების შემოწმების დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენს კომისიას და შემოწმების აქტის სხვა მხარეებს შემოწმების აქტების ასლებსა და აღრიცხვის კვანძების მოწყობის ფაქტობრივი მდგომარეობის ამ წესების სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას, რომელიც ერთობლივად მზადდება ბაზრის ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს/ინფორმაციას კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ბაზრის ოპერატორის,  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის, შესაბამისი საცალო მომხმარებლისა და ქსელის მფლობელის, აგრეთვე, დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ქსელის წესებით ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებისათვის დადგენილი მოთხოვნების გონივრული ვადით გადავადების თაობაზე.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემამდე მე-15 პუნქტში მითითებულ პირებზე არ ვრცელდება ქსელის წესებით აღრიცხვის კვანძ(ებ)ის მოწყობისათვის დადგენილი მოთხოვნები.

18. იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია გამანაწილებელ ქსელზე მიერთება 10 მგვტ ან მეტი სიმძლავრით, ამ წესებისა და „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №ч18 დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ითვლება, რომ ამ მომხმარებლის საშუალო საპროგნოზო მომხმარება თვეში აღემატება 5 მილიონ კილოვატსაათს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 15 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიდავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია