ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016447
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
22/04/2019
ვებგვერდი, 24/04/2019
010250050.35.117.016447
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/04/2019 - 06/06/2019)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2019 წლის 22 აპრილი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე  მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და  დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და დროებითი საცხოვრისი ფართით დაკმაყოფილების პირობებს.

მუხლი 2. უსახლკარო პირად რეგისტრაციის კრიტერიუმები
1. ფიზიკური პირი (შემდგომში – პირი) უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს  შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) რეგისტრირებულია და ფლობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს;

ბ) არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე (ქვეყნის ტერიტორიაზე), არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი;

გ) არ აქვს შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის.

2. უსახლკაროდ რეგისტრაცია შესაძლოა გამოირიცხოს:

ა) ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და სხვა ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია);

ბ) ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენისას, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას;

გ) ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებისას/გამოვლენისას, რომლის შედეგადაც განმცხადებელმა საცხოვრისის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველი.

3. უსახლკაროდ რეგისტრაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის საცხოვრისით დაკმაყოფილება მოხდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რესურსის შესაბამისად.

4. საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის  განისაზღვრება უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა ქულათა მინიჭების სისტემა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რიგითობა:

ა) საცხოვრებელი პირობები - 1-2  ქულა;

ბ) ფაქტობრივი გარემოებები - 1-2 ქულა;

გ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი - 2 ქულა;

გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი და მისი არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი - 3 ქულა;

დ) ოჯახი, რომელშიც 3 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვია - 3 ქულა.

5.  რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია საცხოვრისით დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

6. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის საცხოვრისით უზრუნველყოფა ხდება ფართის ოპტიმალური გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. ერთ ადამიანზე გათვალისწინებელი საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენს 6 (ექვს) მ2-ს. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრისის არსებული ფართების რესურსი ოჯახის ყველა წევრისათვის არ შეესაბამება საორიენტაციო საცხოვრებელ ფართს, დასაშვებია ოჯახისათვის ერთზე მეტი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა. პირის/ოჯახის მიერ საცხოვრისით უზრუნველყოფის შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირის/ოჯახის განაცხადი არ განიხილება მომდევნო 2 (ორი) წლის განმავლობაში.


მუხლი 3. უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფი
1. ამ წესის განხორციელების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის  სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – „სამუშაო ჯგუფი“).

2. სამუშაო ჯგუფის  შემადგენლობაში შედიან: ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები და სხვა პროფესიული საჯარო მოხელეები, ასევე მოწვეული სპეციალისტები (მათ შორს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ წარმომადგენლები).

3. სამუშაო ჯგუფი შედგება: ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის,  მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

4. სამუშაო ჯგუფის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.

5. სამუშაო ჯგუფი  უშუალოდ ექვემდებარება სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს  და ასრულებს მის დავალებებს.

6. სამუშაო ჯგუფის საქმის წარმოებას უზრუნველყოფს ჯგუფის მდივანი.

7. სამუშაო ჯგუფის წევრთა  საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.

8. სამუშაო ჯგუფი  დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.

9. სამუშაო ჯგუფს  ხელმძღვანელობს ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის მუშაობის ორგანიზებაზე. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის  საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას.

10. სამუშაო ჯგუფის  წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს ჯგუფის ხელმძღვანელი.

11. ჯგუფის ხელმძღვანელს მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლის ჯგუფის ხელმძღვანელის  მოადგილე.

12. ჯგუფის წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფის  სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;

ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

13. სამუშაო ჯგუფის  სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სამუშაო ჯგუფის  წევრთა არანაკლებ 2/3 .

14. სამუშაო ჯგუფის  სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/ სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. სამუშაო ჯგუფის  სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.

15. სამუშაო ჯგუფი  ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა (ამ წესითა და დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი) და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

16. სამუშაო ჯგუფი  სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.

17. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება  ჯგუფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას.

18. სამუშაო ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით.

19. ოქმს ხელს აწერენ ჯგუფის ხელმძღვანელი  და სხდომაზე დამსწრე ჯგუფის  წევრები.

20. სამუშაო ჯგუფის  სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

21. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია რეგისტრირებული უსახლკარო პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ უზრუნველყოს მიმდინარე გარემოებათა გამოკვლევა (ამ წესითა და დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი).


მუხლი 4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  უსახლკაროდ რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცედურა
1. პირმა საცხოვრისის მიღების მიზნით, უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის განცხადებით უნდა მიმართოს სამუშაო ჯგუფს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ)  შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შშმ და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) განმცხადებლის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

დ) ცნობა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“ ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე ქონების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ;

ე) ცნობა სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ განმცხადებლისა და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ;

ვ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა N1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი);

ზ) ცნობა  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი დასტური სტატუსის შესახებ);

თ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ.

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განიხილავს სამუშაო ჯგუფი ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას:

ა) უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე;

ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე.

3. უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში – სამუშაო ჯგუფი გასცემს რეკომენდაციას:

ა) უსახლკარო რეგისტრირებული პირის საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ – ამ წესით დადგენილი ქულების გათვალისწინებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და არსებული რესურსების შესაბამისად;

ბ) რეგისტრირებულ პირთა მომლოდინეთა სიაში ჩასმის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირდება უსახლკაროდ, მაგრამ მოცემულ ეტაპზე ვერ ხერხდება მისი დაკმაყოფილება თავშესაფარი ფართით.

4. პირველ რიგში კმაყოფილდება უფრო მაღალი ქულის მქონე პირები/ოჯახები. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირდება უსახლკაროდ, მაგრამ ვერ დაკმაყოფილდა საცხოვრისით, იგი ავტომატურად ჯდება მომლოდინეთა სიაში.

5. სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის საცხოვრისით დაკმაყოფილების  შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. დადებითი  გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში  ხდება უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის საცხოვრისით უზრუნველყოფა.

6. სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირს უწყდება საცხოვრისით სარგებლობის უფლება ან/და უსახლკაროდ რეგისტრაცია, თუ უსახლკაროდ რეგისტრირებული ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

7. სამუშაო ჯგუფი საჭიროებისამებრ (მაგრამ არაუგვიანეს საცხოვრისით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 წლისა) ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა საცხოვრისით დაკმაყოფილებული პირი/ოჯახი ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს.

8. უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის ან უსახლკაროდ რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს სამუშაო ჯგუფს.


მუხლი 5. საცხოვრებლით სარგებლობის ვადა და პირობები
1. საცხოვრისით სარგებლობის მინიმალური ვადა განისაზღვრება ორი წლით, ხოლო შემდგომი ვადა დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების შესრულებისა და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განახლებული მონაცემების გათვალისწინებით (სარეიტინგო ქულა).

2. საცხოვრისით მოსარგებლე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას გადაცემული ფართით სარგებლობაზე, რაც ავტომატურად იწვევს მისთვის რეგისტრაციის და რიგითობის გაუქმებას.

3. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები.

4. დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად სამუშაო ჯგუფს  უფლება აქვს სულადობის მიხედვით მოახდინოს ფართების მონაცვლეობა.