ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 15/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 300310000.16.009.016302
7
15/04/2019
ვებგვერდი, 18/04/2019
300310000.16.009.016302
ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2019 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერის №23 დადგენილების მეორე პუნქტით დამტკიცებულ ,,ლიცენზირების წესებში“ (სსმ, №142, 26/09/2008 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 300.310.000.16.009.012.214) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

,,11. გადაცემის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ სსიპ ,,მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალში (My.gov.ge). ზემოაღნიშნულმა პირებმა  დაინტერესებული პირის მიერ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის მისაღებად წარდგენილ განაცხადზე პასუხის გაცემა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ ვადაში. თუ ასეთი ვადა პირდაპირ არაა გათვალისწინებული სხვა ნორმატიული აქტით, პასუხის გაცემა უზრუნველყონ 5 სამუშაო დღეში, იმ დაინტერესებული პირის განაცხადზე, რომელსაც ნაკისრი აქვს ამავე პირების ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე პასუხის ანალოგიურ ვადაში გაცემის ვალდებულება.“;

ბ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

,,2. გადაცემის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან 2019 წლის 1 მაისამდე დარეგისტრირდნენ სსიპ ,,მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალში (My.gov.ge).“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.    

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით ნარმანია