სს „თელიანი ველის” ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება

სს „თელიანი ველის” ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „საქართველოს კაპიტალი“
მიღების თარიღი 11/04/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
11/04/2019
ვებგვერდი, 16/04/2019
სს „თელიანი ველის” ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება
სს „საქართველოს კაპიტალი“

სს „თელიანი ველის“

ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება

2019 წლის 4 აპრილს სს „თელიანი ველის“ (ს/კ: 203855444) (შემდგომში „საზოგადოება“) 75.77%-იანი აქციონერის – სს „საქართველოს კაპიტალის“ (ს/კ: 404549690) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის (პ/ნ: 01024005565) მიერ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე.

ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „თელიანი ველის“ ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „თელიანი ველის“ წესდების 7.1.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

დღის წესრიგი:

1. სს „თელიანი ველის“ ნებადართული (გაცხადებული) კაპიტალის გაზრდის შესახებ.

2. სს „თელიანი ველის“ ახლადემიტირებულ აქციებზე უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების შესახებ.

3. ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.

„აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. გაიზარდოს „საზოგადოების“ ნებადართული (გაცხადებული) კაპიტალი და განისაზღვროს 12,000,000 (თორმეტი მილიონი) ლარით. შევიდეს ცვლილება სს „თელიანი ველის“ წესდებაში და დამტკიცდეს წესდების ახალი რედაქცია. კერძოდ, შეიცვალოს წესდების 3.1. და 3.2. პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„3.1. „საზოგადოების“ გაცხადებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება 12,000,000 (თორმეტი მილიონი) ლარით.

3.2. „საზოგადოების“ საწესდებო კაპიტალი დაყოფილია 1,200,000,000 (ერთი მილიარდ ორასი მილიონი) ჩვეულებრივ აქციად. ერთი ჩვეულებრივი აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 0.01 ლარს. „საზოგადოების“ აქციონერთა საერთო კრებაზე თითოეული ჩვეულებრივი აქცია მის მფლობელს ანიჭებს ერთი ხმის უფლებას.“.

2. „საზოგადოების“ დირექტორის მოხსენების საფუძველზე, „საზოგადოების“ კაპიტალის გაზრდისა და ახალი შენატანების ეფექტურად განხორციელების მიზნით, „საზოგადოების“ ნებადართული (გაცხადებული) კაპიტალის ფარგლებში, სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოშვებულ აქციებზე გაუქმდეს უპირატესი შესყიდვის უფლება. უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმებასთან ერთად, დადგინდეს ის მინიმალური ფასი, რომელზე ნაკლები ოდენობითაც დაუშვებელია ახალი აქციების ემისია აქციონერთა კრების გადაწყვეტილების გარეშე. კერძოდ, ამგვარ მინიმალურ ფასად დადგენილ იქნეს ის ფასი, რომლითაც განხორციელდა „საზოგადოების“ მიერ აქციათა ბოლო ემისია.

3. მიენიჭოს უფლებამოსილებასაზოგადოების დირექტორს და/ან ნინო დუნდუას (პ/ნ:42001038929) რათა მათ, ერთობლივად ან/და ცალ-ცალკე, უზრუნველყონ ზემოაღნიშნული გარიგების კანონით დადგენილი წესით გაფორმება/რეგისტრაცია, ასევე ხელი მოაწერონ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტს/ხელშეკრულებას, მათ შორის და არამხოლოდ წესდებას, სარეგისტრაციო განცხადებას და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტაციას სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და აქციათა დამოუკიდებელ რეგისტრატორთან და შეასრულონ ამასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედება.

„აქციონერის“ სახელით:

ირაკლი გილაური

სს „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორი