სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალის“ (ს/კ: 202057610) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალის“ (ს/კ: 202057610) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 682
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/04/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2019
სარეგისტრაციო კოდი
682
02/04/2019
ვებგვერდი, 12/04/2019
სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალის“ (ს/კ: 202057610) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №682

 

2019 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

სს ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალის (ს/კ: 202057610 ) ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისშესახებ

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე–პრეზიდენტებს შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის 13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულდესსს ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალის (ს/კ: 202057610) ლიკვიდაციის პროცესი.

2. სს ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალს (ს/კ: 202057610) დაეხუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშები.

3. სს ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალი (ს/კ: 202057610) ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან.

4.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 1 მაისის402 განკარგულება.

5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.

6 . ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

7 . ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

8 . ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

 

ა. მესტვირიშვილი