ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს №15 ქუჩისათვის, ამავე ქუჩის შესახვევისა და ორი ჩიხისათვის 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული შალვა ტრაპაიძის სახელის მინიჭების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს №15 ქუჩისათვის, ამავე ქუჩის შესახვევისა და ორი ჩიხისათვის 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული შალვა ტრაპაიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27 14
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016005
27 14
10/04/2019
ვებგვერდი, 15/04/2019
000000000.00.121.016005
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს №15 ქუჩისათვის, ამავე ქუჩის შესახვევისა და ორი ჩიხისათვის 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული შალვა ტრაპაიძის სახელის მინიჭების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №12 74

2019 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს № 15 ქუჩისათვის,  ამავე ქუჩის შესახვევისა და ორი ჩიხისათვის 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში  დაღუპული შალვა ტრაპაიძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 18 მარტის №14 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს №15 ქუჩას,  ამავე ქუჩის შესახვევსა და ორ ჩიხს მიენიჭოს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული შალვა ტრაპაიძის სახელი (რუკა თან ერთვის).

2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“.

4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ( მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   ალექსანდრე ლილუაშვილი