აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/163
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2019
სარეგისტრაციო კოდი
1-1/163
04/04/2019
ვებგვერდი, 12/04/2019
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/163

2019 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 14 მარტის 01/1166, 7 მარტის  01/1063, № 01/1064 და 5 მარტის 01/1013 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – დეპარტამენტი)  აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები   (I ლოტი – ხულო -გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი). პირველი ლოტი მოიცავს საგზაო მონაკვეთს ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე (გზის მე-80 და 110-ე კილომეტრებს შორის), საპროექტო მონაკვეთის პიკეტაჟით – კმ0+000-დან კმ29+372-მდე. საავტომობილო გზის მონაკვეთი გადის რთულ გეოგრაფიულ გეოლოგიურ პირობებში. ამჟამად, საავტომობილო გზა ცუდ მდგომარეობაშია და საჭიროებს რეაბილიტაციას, ზოგიერთი უბნის რეკონსტრუქციასთან ერთად. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე არსებული საფარი ძირითადად ხრეშიანია, ცალკეულ მონაკვეთებში კი გზის საფარი ასფალტბეტონისაა, რომელიც გაცვეთილი და მკვეთრად დაზიანებულია. საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო ჩახრამულია, ასევე, დარღვეულია განივი პროფილის ქანობები,  საფარის ზედაპირზე აღინიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები და დეფექტები. ამასთან, წყალგამტარი მილები საჭიროებს გაწმენდას და აღდგენას, მათი უმრავლესობა კი უნდა შეიცვალოს ახლით. აგრეთვე, აღსადგენია არსებული ხიდები, მრუდების გასწორების მიზნით საჭიროა გზის ვაკისის ლოკალური წანაცვლება ზოგ ადგილას და ახალი ხიდების მშენებლობა.

საპროექტო საგზაო მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის მე-80 კილომეტრთან, დაბა ხულოს მახლობლად, გაივლის რამდენიმე სოფელზე და მთავრდება საავტომობილო გზის 110-ე კილომეტრზე, გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალ აღმართზე. საპროექტო საგზაო მონაკვეთის მაღალმთიან ნაწილში ხშირია სერპანტინები და, აგრეთვე, არსებობს რამდენიმე მკვეთრად დაქანებული უბანი. მოცემულ საპროექტო საგზაო მონაკვეთს, რომლის სრული სიგრძე მიახლოებით 30კმ-ს შეადგენს, გააჩნია ლოკალურად ძლიერი და დაზიანებული ასფალტის საფარი. ეს მონაკვეთი მიახლოებით 25-30 წლისაა და მოგრძო უბნებზე მოხრეშილსაფარიან გზამდეა დასული ასაკისა და არასაკმარისი მოვლა-შენახვის შედეგად. მონაკვეთის  უდიდესი ნაწილი არის არასათანადო მდგომარეობაში, რაც ართულებს ჩვეულებრივი სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობას. საავტომობილო გზის ორივე მხარეს ფიქსირდება მეწყრული პროცესები.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის შესახებ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული შემდეგ ფიზიკურ პირებებთან:  1. აზა მიქელაძე (პ/ნ 61009018446), თამარა მიქელაძე, (პ/ნ  61009021008), ლეო მიქელაძე (პ/ნ  61009006849), ნათია მიქელაძე (პ/ნ 61409035797), ნანა მიქელაძე, (პ/ნ 61009031915), ნიკა მიქელაძე (პ/ნ 61009033604), ნინიკო მიქელაძე (პ/ნ 61009031931), რამაზ მიქელაძე (პ/ნ 61009013268); 2.    როინ სოლომონიძე (პ/ნ 61009014269); 3.   თეონა შავაძე (პ/ნ 52001015757), მინდია შავაძე (პ/ნ 52001021844)  ნათია შავაძე (პ/ნ 52001018506); 4.  გოჩა პაქსაძე (პ/ნ 61009007680).  დასახელებული  გარემოება კი შეუძლებელს ხდის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში  მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას და საავტომობილო გზის მშენებლობა/რეკონსტრუქციას.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს   (I ლოტი – ხულო -გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი).

საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონების მდებარე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დანისპარაულში  (მიწის კატეგორია სასოფლო-სამეურნეო, მიწის მთლიანი ფართი 2500 კვ.მ და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა)  ს/კ 23.01.36.030 თანამესაკუთრეები არიან: აზა მიქელაძე (პ/ნ  61009018446), თამარა მიქელაძე (პ/ნ   61009021008), ლეო მიქელაძე (პ/ნ 61009006849), ნათია მიქელაძე (პ/ნ 61409035797), ნანა მიქელაძე (პ/ნ 61009031915), ნიკა მიქელაძე (პ/ნ 61009033604), ნინიკო მიქელაძე (პ/ნ 61009031931) და რამაზ მიქელაძე (პ/ნ 61009013268).

საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონების მდებარე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიაკონიძეებში (მიწის კატეგორია  სასოფლო-სამეურნეო, მიწის მთლიანი ფართი 1000კვ.მ ) საკადასტრო კოდი 23.06.39.307, მესაკუთრეა როინ სოლომონიძე (პ/ნ 61009014269).
საჯარო რეესტრის ამონაწერით 
უძრავი ქონების მდებარე  ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიოკნისი, მიწის კატეგორია სასოფლო-სამეურნეო, მიწის მთლიანი ფართი 1200 კვ.მ, ს/კ  23.02.36.325, მიწის მთლიანი ფართი  1502 კვ.მ,   ს/კ 23.02.36.329 თანამესაკუთრეები არიან:  თეონა შავაძე (პ/ნ 52001015757), მინდია შავაძე (პ/ნ  52001021844) და ნათია შავაძე (პ/ნ 52001018506).

საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონების მდებარე  ხულოს მუნიციპალიტეტში, დაბა ხულოში, მ. აბაშიძის ქ. ნ 31-ში (მიწის კატეგორია  სასოფლო-სამეურნეო, მიწის მთლიანი ფართი 1200 კვ.მ და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა)  ს/კ 23.11.31.834 მესაკუთრეა  გოჩა პაქსაძე (პ/ნ  61009007680). 

ასევე დადგენილია, რომ ზემოხსენებული მიწის ნაკვეთები და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო არეალს და მასზე ვრცელდება პროექტის ზემოქმედება. შესაბამისად, მასზე  საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან  დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, სახეზეა ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის პროცედურების დაწყების საჭიროება.  

ამდენად,  „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით   შექმნილი კომისიის  2019 წლის 26 მარტის ოქმის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   ბათუმი (ანგისა)  ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს  მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება:

1.1 ს.კ 23.01.36.030, ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელ დანისპარაული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება, თანამესაკუთრეები: აზა მიქელაძე (პ/ნ 61009018446), თამარა მიქელაძე (პ/ნ  61009021008), ლეო მიქელაძე (პ/ნ  61009006849), ნათია მიქელაძე (პ/ნ 61409035797), ნანა მიქელაძე (პ/ნ 61009031915), ნიკა მიქელაძე (პ/ნ 61009033604), ნინიკო მიქელაძე (პ/ნ 61009031931), რამაზ მიქელაძე (პ/ნ 61009013268), საექსპროპრიაციო ფართი – პროექტის არეალში მოქცეული  150 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება.

1.2 ს.კ 23.06.39.307, ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელ დიაკონიძეები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000 კვ.მ  მიწის ნაკვეთი, მესაკუთრე როინ სოლომონიძე (პ/ნ 61009014269), საექსპროპრიაციო ფართი - პროექტის არეალში მოქცეული 40 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

1.3 ს/კ 23.02.36.325, ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელ დიოკნისი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი,  მესაკუთრეები:  თეონა შავაძე (პ/ნ 52001015757), მინდია შავაძე (პ/ნ 52001021844), ნათია შავაძე (პ/ნ 52001018506),  საექსპროპრიაციო ფართი – პროექტის არეალში მოქცეული  663 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული  უძრავი ქონება;  ს/კ  23.02.36.329,  ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი დიოკნისი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1502 მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა/ნაგებობა, მესაკუთრეები: თეონა შავაძე (პ/ნ 52001015757), მინდია შავაძე (პ/ნ 52001021844), ნათია შავაძე (პ/ნ 52001018506), საექსპროპრიაციო ფართი – პროექტის არეალში მოქცეული 112 კვ.მ  მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება.

1.4 ს.კ  23.11.31.834,  ხულოს მუნიციპალიტეტი, დაბა ხულო, მ. აბაშიძის ქ. 31, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება, მესაკუთრე გოჩა პაქსაძე (პ/ნ 61009007680), საექსპროპრიაციო ფართი- პროექტის არეალში მოქცეული 168 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება.

2.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ,  №6).

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                      ეკატერინე მიქაბაძე