დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9272 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 04/04/2019 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016490 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12): ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: ა.ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სანიტარიულ - საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო – საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო -საკარანტინო, არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის სასაზღვრო, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების საბაჟო კონტროლს, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობას, პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და მასში მონაწილეობას;“; ა.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას, სერტიფიკატში ცვლილების შეტანას და სერტიფიკატის გაუქმებას;“; ა.გ) „ო“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ მოწმობის გაცემას;“; ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველო: ლ.ა) სასაზღვრო ინსპექციის №1 განყოფილება; ლ.ბ) სასაზღვრო ინსპექციის №2 განყოფილება; ლ.გ) სასაზღვრო ინსპექციის №3 განყოფილება; ლ.დ) სასაზღვრო ინსპექციის №4 განყოფილება; ლ.ე) სასაზღვრო ინსპექციის №5 განყოფილება; ლ.ვ) სასაზღვრო ინსპექციის №6 განყოფილება.“; გ) მე-15 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტის: გ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სანიტარიულ - საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო - საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო -საკარანტინო, არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის სასაზღვრო, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების საბაჟო კონტროლი, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობის ორგანიზება, პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;“; გ.ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;“; გ.ა.გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;“; გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვების, სერტიფიკატებისა და მოწმობის გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილე, განყოფილების უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.“; გ.გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. სასაზღვრო ინსპექციის №1, №2, №3, №4, №5, №6 განყოფილებების ფუნქციებია: ა) სანიტარიულ - საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო - საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო - საკარანტინო, არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის სასაზღვრო, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების საბაჟო კონტროლი; ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, ნებართვების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; გ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება; ე) განყოფილების მიერ გაწეული მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილი და დაბრუნებას დაქვემდებარებული საფასურის თანხის შესახებ დასაბუთებული მიმართვის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება. 4. სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები დაკისრებულ ფუქციებს ახორციელებენ შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონებში: ა) სასაზღვრო ინსპექციის №1 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „ყაზბეგი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები; ბ) სასაზღვრო ინსპექციის №2 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „სადახლო-საავტომობილო“, „სადახლო-სარკინიგზო“, „ახკერპი“, „გუგუთი“და საქონლის განთავსების სხვა ადგილები; გ) სასაზღვრო ინსპექციის №3 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „წითელი ხიდი“, „გარდაბანი“, „მტკვარი“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები; დ) სასაზღვრო ინსპექციის №4 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები; ე) სასაზღვრო ინსპექციის №5 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: ბათუმის პორტი, სარფი, ბათუმის აეროპორტი, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები; ვ) სასაზღვრო ინსპექციის №6 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „კარწახი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები.“; დ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის: დ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსათვის მიწოდება;“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე. |
დოკუმენტის კომენტარები