დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 183 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/04/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.021198 |
|
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. 1213 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის ფარგლებში მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მინიმალური მოცულობა, საიდანაც მოხდება მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20%-ის ანაზღაურება ამ პროგრამის 1211 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებების შემთხვევაში, შეადგენს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს. ამ პროგრამის 1211 მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებების შემთხვევაში, შეადგენს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარს. ამ პროგრამის 1211 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების შემთხვევაში შეადგენს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარს. ამ პროგრამის მხოლოდ 1211 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებაზე შესაძლებელია მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მინიმალური მოცულობის დაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანადაფინანსება.“. 2. 1213 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობას ადგენს საქართველოს მთავრობა, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით საკითხს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები