დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016505 |
|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
მერიის
დებულების
დამტკიცების
შესახებ
“ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
2017 წლის
14 ნოემბრის
№3 დადგენილებაში
(www.matsne.gov.ge, 17/11/2017, სარეგისტრაციო
კოდი
: 010250050.35.105.016355) შეტანილ
იქნეს
ცვლილება
და
დადგენილებით
დამტკიცებული
დანართის
:
ა ) 15-ე მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „7. ბეჭედი გამოიყენება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილ ცნობებზე , მერის წარმომადგენლის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებზე და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში .“; ბ ) 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 30. მერიის სამსახურების სამუშაო გეგმები 1. მერია თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებითა და სამსახურების სამუშაო გეგმების საფუძველზე , სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს , რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორიელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები . 2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის , მუნიციპალური სამსახურის და ადმინისტრაციული ერთეულის დასაგეგმი პერიოდებია 6 თვე და ერთი წელი . 3. მერიის სამსახურის სამუშაო გეგმას ამტკიცებს მერი . 4. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს ახორციელებს მერი მოადგილეების მეშვეობით .“; გ ) 36-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი :
„თავი VI1 მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მუხლი 361. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და მერიის თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი 1. მერი (მერიის თანამდებობის პირი ) უფლებამოსილია პერიოდულად მოაწყოს მოქალაქეების (ამომრჩევლების ) მიღება . 2. მერის (მერიის თანამდებობის პირის ) მიერ მოქალაქეების (ამომრჩევლების ) მიღების გრაფიკი , დღე , ადგილი და საათები ქვეყნდება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ . 3. მერის (მერიის თანამდებობის პირის ) მიერ მოქალაქეთა (ამომრჩეველთა ) მიღებას აღრიცხავს და მიღების ოქმს ადგენს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილი პირი . მოქალაქეთა მიღების ოქმში აღირიცხება მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხები . 4. მიღების საათების დამთავრების შემდეგ მერი (მერიის თანამდებობის პირი ) ეცნობა და ხელს აწერს მოქალაქეთა მიღების ოქმს . მოქალაქეთა მიღების ოქმი ინახება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში . 5. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესაბამისი სამსახურებისთვის გადანაწილებას . მუხლი 362. მერის (მერიის თანამდებობის პირის ) შეხვედრები ამომრჩევლებთან 1. მერი (მერიის თანამდებობის პირი ) უფლებამოსილია პერიოდულად მოაწყოს შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან როგორც საკუთარი ინიციატივით , ასევე მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე . 2. მერის (მერიის თანამდებობის პირის ) მოსახლეობასთან შეხვედრა შეიძლება გაიმართოს წინასწარ შედგენილი დღის წესრიგით ან მის გარეშე . მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მერიის დარბაზი , სხვა შენობა ან შეხვედრა ჩატარდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე , ღია ცის ქვეშ . 3. მერის (მერიის თანამდებობის პირის ) მიერ მოსახლეობასთან შეხვედრისას შეიძლება განხილულ იქნეს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და წარმოდგენილ იქნას დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები , ასევე შეიძლება განხილულ იქნეს მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები , მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები . შეხვედრას შეიძლება ჰქონდეს ინფორმაციული ხასიათი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით , მათ შორის , ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებისა და მნიშვნელობის , მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების შესახებ . 4. მერის (მერიის თანამდებობის პირის ) მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე , ადგილი , საათები , აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში ) ქვეყნდება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც . გადაუდებელ შემთხვევაში შესაძლებელია მოსახლეობასთან შეხვედრა გამოქვეყნების გარეშეც . 5. მერის (მერიის თანამდებობის პირის ) მიერ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მიღებული წინადადება , შენიშვნა ფორმდება შეხვედრის ოქმით . 6. მერის (მერიის თანამდებობის პირის ) მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს და ხელს აწერს მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში . ოქმი ინახება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში . 7. მერი , შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან , ტერიტორიულ ორგანოებთან და მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან ერთად განიხილავს მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოთქმულ წინადადებებს , დასაბუთებულ შენიშვნებს . განხილვის შედეგები ქვეყნდება მერიის ვებგვერდზე . მუხლი 363. კარდაკარ საჭიროებებზე 1. მერი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პერიოდულად მოსახლეობის საჭიროებებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში კარდაკარ გაეცნობა . 2. მოსახლეობის საჭიროებების კარდაკარ გაცნობისას გამოთქმული წინადადებები , შენიშვნები ფორმდება ოქმით , რომელსაც ადგენს და ხელს აწერს მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში . ოქმი ინახება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში . მუხლი 364. უფრო ახლოს ხალხთან 1. პერიოდულად , მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერი და მერიის სამსახურის უფროსები მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს გამართავენ . 2. მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს და ხელს აწერს მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში . ოქმი ინახება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში . მუხლი 365. „ცხელი ხაზი “ 1. „ცხელი ხაზი “ გულისხმობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სატელეფონო მომსახურების პროცესს . მისი მიზანია ინფორმაციის ოპერატიულად და კვალიფიციურად მიღება /მიწოდება და მაღალი ხარისხის სატელეფონო მომსახურების შეთავაზება . 2. მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების პროცესში განხორციელებული მომსახურების ზოგადი წესი და პირობები განისაზღვრება მერის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით . მუხლი 366. იდეა მერს 1. „იდეა მერს “ გულისხმობს მერიის საქმიანობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის ჩართულობისა და მნიშვნელოვან საკითხებზე ინიციატივების ონლაინ წარდგენის მექანიზმს , რაც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში . 2. რეგისტრაცია შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმაში პირადი მონაცემების , ელექტრონული ფოსტის , მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით , რომლითაც შემდგომ შეიძლება ვებგვერდზე ავტორიზაცია . 3. იდეის დასამატებლად აირჩევა იდეის ის კატეგორია , რომელსაც შეესაბამება იდეა . მიეთითება სასურველი სახელწოდება და იდეის აღწერა . შეიძლება ატვირთოს ფოტო ან სხვა ფაილი . 4. მიმდინარე იდეები , რომლებზეც ხმის მიცემა აქტიურია , ჩანს იდეების გვერდზე . ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ნებისმიერი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე . 5. დარეგისტრირებული იდეა პირველ ეტაპზე განიხილება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ იდეის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში , რომელიც ამოწმებს მის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან . შეუსაბამობის შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 15 კალენდარული დღის განმავლობაში . ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში იდეა არ გავა ხმის მიცემის ეტაპზე . იდეამ ხმის მიცემის პერიოდში , რომელიც 60 კალენდარულ დღეს მოიცავს , უნდა მოაგროვოს 1000 ხმა . საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვების შემდეგ , 10 სამუშაო დღის ვადაში , მერი იღებს გადაწყვეტილებას იდეის განხილვის გაგრძელების , ან იდეის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე . თუ მიღებული იქნა გადაწყვეტილება იდეის შემდგომი განხილვის თაობაზე , 60 კალენდარული დღის განმავლობაში მერი , შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან , ტერიტორიულ ორგანოებთან და მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან ერთად განიხილავს იდეის განხორციელების შესაძლებლობას . განხილვის შედეგები ეცნობება იდეის ავტორს და ქვეყნდება ვებგვერდზე . 6. დაუშვებელია იდეა , თუ : ა ) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას ; ბ ) შეეხება მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პირის პირად ინტერესს ; გ ) სახუმარო ან უცენზურო ვიზუალური მასალის ან /და შინაარსის მქონეა ; დ ) არ შედის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციის ფარგლებში ან /და მისი გადაწყვეტა წარმოადგენს სხვა უწყების კომპეტენციას ; ე ) წარმოადგენს სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე დავის საგანს ან კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი საკითხის რეგულირების პროცედურა , რომელიც გამორიცხავს იდეის საფუძველზე მის გადაწყვეტას ; ვ ) იდეის შინაარსი იდენტურია უკვე არსებული მიმდინარე იდეისა , ან იდეას ბოლო 6 თვის განმავლობაში მიღებული აქვს უარყოფითი რეკომენდაცია , ან იდეა ერხელ იყო ხმის მიცემის ეტაპზე და ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა , ან იდეას მიღებული აქვს დადებითი რეკომენდაცია და მისი სავარაუდო შესრულების მითითებული ვადა ჯერ არ არის ამოწურული . მუხლი 367. ერთი დღე მერთან 1. მერი პერიოდულად აწყობს შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტებული სასწავლებლების სტუდენტებთან . 2. შეხვედრის ოქმს ადგენს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილი პირი . ოქმში აღირიცხება სტუდენტთა მიერ დასმული საკითხები . 3. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესაბამისი სამსახურისთვის გადაგზავნას .“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები