„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.021179
164
29/03/2019
ვებგვერდი, 29/03/2019
240140000.10.003.021179
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება  №164

2019 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უზრუნველყონ, ხოლო ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ეთხოვოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის  ფარგლებში  შესაბამისი  ღონისძიებების განხორციელება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის:

ა)  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული პროექტებისათვის უზრუნველყოფს:

ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას;

ბ) პროგრამის ბენეფიციარისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას;

გ) სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებას, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის პროგრამით განსაზღვრული პირობებით დაფარვას;

დ) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროგრამის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის, ასევე სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კრედიტის მიმართულება მოიცავს სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით.“;

დ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინდუსტრიაში საქმიანობისთვის და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში.“;

ე) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებული სასტუმროს გაფართოებისთვის/გადაიარაღებისათვის, კომერციული ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში.“;

ვ) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა ან/და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების დარჩენილი ჯამური მოცულობა;“;

ზ) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნ;

თ) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში დასაშვებია პარალელური კრედიტის გაცემა, რომლის დროსაც კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება თავიდან. თუ ბენეფიციარს უკვე აღებული აქვს კრედიტი უცხოურ ვალუტაში, პარალელური კრედიტით სარგებლობის შემთხვევაში, კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლების დასადგენად უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტის თანხის ოდენობის დაანგარიშება უნდა მოხდეს პარალელური კრედიტის აღების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.“;

ი) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება და ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სააგენტოს მიერ წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკის, ლიზინგის გამცემისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, სესხის გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის 120 (ას ოცი) დღეზე მეტი ვადაგადაცილების ან/და კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება წყდება;

გ) პროექტის ფარგლებში გაცემული კრედიტის/ლიზინგის პროგრამით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება;

დ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ პროექტის მიზნობრიობის დარღვევა.“;

კ) მე-10 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა და ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სააგენტოს მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“;

ლ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში პროგრამის ბენეფიციარის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო (მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) სააგენტოს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია, დააბრუნოს სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები.“;

მ) მე-12 მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ნ) მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება არ გავრცელდება იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც დადგენილების ამოქმედებამდე ჩაერთნენ სახელმწიფო პროგრამის ინდუსტრიული და სოფლის მეურნეობის ნაწილის ფარგლებში და გააფორმეს ხელშეკრულებები კრედიტის მიზნობრივი თანადაფინანსებისა და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის თაობაზე.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე