„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 26/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010210000.08.002.017060
147
26/03/2019
ვებგვერდი, 28/03/2019
010210000.08.002.017060
„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №147

2019 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27/03/2014; 010210000.08.002.016923) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესის:
1. მე-7 მუხლის:
ა) პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვის უფლება აქვთ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს უშუალოდ ან სხვა ნებისმიერ პირს. შეწყალების თხოვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რის შემდეგაც შეწყალების თხოვნა გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ სამსახურს (შემდეგში სამსახური).

2. შეწყალების თხოვნის დარეგისტრირებიდან ერთ თვეში სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო დოკუმენტების გამოთხოვას, რომელთა საფუძველზეც ადგენს შესაბამის საინფორმაციო ცნობას და ამზადებს შეწყალების საქმეს კომისიის სხდომაზე განსახილველად.

3. დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე სამსახურის თხოვნის მიღებიდან ორ კვირაში შესაბამისი უწყება უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის სამსახურში გადაგზავნას. ამასთან, მსჯავრდებულის შეწყალების საკითხის გადაწყვეტამდე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური ღონისძიების, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-76-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამსახურს.

4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ის შეწყალების საქმე, რომელიც სამსახურის მიერ მომზადებულია ამ მუხლით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამსახური კომისიას წარუდგენს ინფორმაციას იმ მსჯავრდებულთა შესახებ, რომლებიც ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არ ექვემდებარებიან შეწყალებას.

9. სამსახური კომისიის რეკომენდაციებს განსახილველად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესრულების თაობაზე ინფორმაციას სასჯელის აღმასრულებელი ორგანო უგზავნის სამსახურს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი