„იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.021161
146
25/03/2019
ვებგვერდი, 27/03/2019
010240010.10.003.021161
„იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №146

2019 წლის 25 მარტი

   ქ. თბილისი

„იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/11/2018, 010240010.10.003.020831) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. თუ დაინტერესებული პირის განაცხადი ეხება მზის ელექტროსადგურების განთავსებას ადმინისტრაციული ორგანოების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე, მასზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება შენობა-ნაგებობის მესაკუთრესთან შეთანხმებით.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ერთსა და იმავე მდინარეზე და განთავსების ადგილას გადაფარვაში მყოფი ორი ან მეტი ალტერნატიული წინადადების არსებობისას, სამინისტრო დაინტერესებულ პირებს წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით განუსაზღვრავს ვადას, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წინასამშენებლო გარანტიის წარდგენის მიზნით. უპირატესობა მიენიჭება იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც წარადგენს მეტი ჯამური ოდენობის საბანკო გარანტიას. დანარჩენ დაინტერესებულ პირებს დაუბრუნდებათ წარდგენილი საბანკო გარანტია.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის წინასამშენებლო გარანტია წარმოადგენს საბანკო გარანტიას, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის არანაკლებ   5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში  ოდენობით (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად), ხოლო სამშენებლო გარანტია წარმოადგენს საბანკო გარანტიას ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, 100 მეგავატი სიმძლავრის ჩათვლით ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში – ყოველი მეგავატისათვის 100 000 (ასი ათასი), ხოლო 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში – ყოველი მეგავატისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე