2019 წლის მაისის თვეში გასამართი შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

2019 წლის მაისის თვეში გასამართი შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13/2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 24/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016445
13/2019
24/03/2019
ვებგვერდი, 25/03/2019
010340000.15.008.016445
2019 წლის მაისის თვეში გასამართი შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილებ №13/2019

2019 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

2019 წლის მაისის თვეში გასამართი შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30- მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისდა 77- მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
2019 წლის მაისის თვეში გასამართ შუალედურ და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკოში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული უფლება არ ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 47-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტითა და 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი