საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7/2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 20/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016439
7/2019
20/03/2019
ვებგვერდი, 21/03/2019
010240000.15.008.016439
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №7/2019

2019 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო უბნების:

1. საზღვრები ემთხვევა იმ ორგანოების არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს, რომლის შემადგენლობის შესავსებადაც იმართება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები.

2. საზღვრების, საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების დაზუსტება განხორციელდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში და წესით.

მუხლი 2
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ვადები, ამავე მუხლით დადგენილი ქმედების განხორციელებისათვის აითვალოს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი