„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017187
88
29/03/2019
ვებგვერდი, 01/04/2019
190040000.22.033.017187
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №88

2019 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ, 30.12.2009, №159, სარეგისტრაციო კოდი:  190.040.000.22.033.014.026) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საგადახდო დავალება მზადდება ერთ ეგზემპლარად, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, ელექტრონული საგადახდო დავალების წარდგენის შემთხვევაში, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული რისკების კრიტერიუმებს და ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება ხორციელდება ავტომატურად.“.

2. 23-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ და დადასტურებულია ბეჭდით, გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

ბ) „51. ელექტრონული საგადახდო დავალების წარდგენის შემთხვევაში, საგადახდო დავალება მზადდება ერთ ეგზემპლარად, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი