„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4407-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 140070000.05.001.019445
4407-IIს
02/04/2019
ვებგვერდი, 08/04/2019
140070000.05.001.019445
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) ეროვნული სიტუაციური ოთახი − შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს, სადაც ხდება ინციდენტის ადგილიდან და ინფორმაციის სხვა შესაძლო წყაროდან მონაცემების (მათ შორის, ვიდეო- და აუდიოსიგნალების) ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც ხორციელდება საგანგებო სიტუაციის სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე მართვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ უწყებათა კოორდინირებული მუშაობის მიზნით;“.

2. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს და ორგანიზაციულ და საინფორმაციო-ანალიტიკურ დახმარებას უწევს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო;“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს ეროვნული სიტუაციური ოთახის გამოყენებით, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი.“.

3. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეროვნული სიტუაციური ოთახით სარგებლობის უფლება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია მიეცეთ შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს.“.

4. 39-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 აპრილი 2019 წ.

N4407-IIს