„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016440
08
13/03/2019
ვებგვერდი, 15/03/2019
010250050.35.117.016440
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №08

2019 წლის 13 მარტი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №60 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 03/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016429) დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„1.1 ყოველთვიური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც ავადობიდან (პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, ქვემო ღრმა პარაპარეზი, კუნთთა პროგრესული ატროფია, ორივე ქვედა ამპუტირებული კიდური, რომელიც არ ექვემდებარება პროთეზირებას, ცერებრალური დამბლა ორივე თვალის ნერვის ატროფიით) გამომდინარე ვერ იყენებს ქვედა კიდურებს და ვერ ახერხებს გადაადგილებას, საჭიროებს მომვლელს.“.

ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შშმ პირის/წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.“ж

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) შშმ პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე