„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5578
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 11/03/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016484
5578
11/03/2019
ვებგვერდი, 13/03/2019
000000000.00.00.016484
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის

ბრძანება №5578

2019 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული  დებულების  მე-3  მუხლის მე-2  პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №6):

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის №480 ბრძანების საფუძველზე, „დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის“ (BEPS) პროექტის მე-5 სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ საკითხებზე, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების ფინანსთა სამინისტროში გაგზავნა;“;

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის №480 ბრძანების საფუძველზე, „დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის“ (BEPS) პროექტის მე-5 სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ საკითხებზე, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების ფინანსთა სამინისტროში გაგზავნა;“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):

) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საგადასახადო შემოწმების №1 სამმართველო;

ბ) საგადასახადო შემოწმების №2 სამმართველო;

გ) საგადასახადო შემოწმების №3 სამმართველო;

დ) საგადასახადო შემოწმების №4 სამმართველო;

ე) საგადასახადო შემოწმების №5 სამმართველო;

ვ) საგადასახადო შემოწმების №6 სამმართველო;

ზ) საგადასახადო შემოწმების №7 სამმართველო;

თ) საგადასახადო შემოწმების №8 სამმართველო;

ი) მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების საგადასახადო შემოწმების სამმართველო;

კ) საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის სამმართველო;

ლ) საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის განხორციელებისა და გადასახადის გადამხდელთა მოთხოვნის დამუშავების სამმართველო;

მ)  აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

ნ) საგადასახადო მონიტორინგის სამმართველო;

ო)  ხარისხის კონტროლის სამმართველო;

პ) მედიაციის სამმართველო;

ჟ) საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) სამმართველო.“;

) მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8.  საგადასახადო შემოწმების 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 სამმართველოები

საგადასახადო შემოწმების №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8 სამმართველოების ფუნქციებია:

ა) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასვლითი და კამერალური საგადასახადო შემოწმებების, მათ შორის, საწარმოს რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო შემოწმებების ჩატარება;

ბ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნების მომზადება (მათ შორის, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით, ხარისხის კონტროლის შედეგებზე მომზადებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით და ალტერნატიული აუდიტის შედეგებთან დაკავშირებით), შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის, შემცირების ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსთვის მასალების წარდგენა;

გ) განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო შემოწმების აქტების/ოქმების პროექტების შედგენა და განხილვა. სათანადო დანართებთან ერთად, მათი შესაბამისი სამმართველოსათვის გადაგზავნა ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადაცემა;         

დ) შესაბამისი საფუძვლების არსებობის პირობებში (აქტის/ოქმის პროექტებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს ან/და შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებები) სათანადო დასკვნების ან/და საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის უზრუნველყოფა;      

ე) გასვლითი ან კამერალური საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარება ან ამ პროცედურების ჩასატარებლად შესაბამისი წინადადებების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის. გასვლითი ან კამერალური საგადასახადო შემოწმების პროცესის მონიტორინგი ან/და აუდიტორების მიერ საგადასახადო აუდიტის სახელმძღვანელოს დებულებათა დაცვის მონიტორინგი;

ვ) შემოწმების მასალებიდან გამომდინარე, შემხვედრი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ დეპარტამენტის უფროსისათვის წინადადებების წარდგენა ან/და შესაბამისი სამმართველოსთვის სათანადო მასალების მიწოდების უზრუნველყოფა;

ზ) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების), ასევე შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მიღებული ინფორმაციის თემატურად დამუშავება-ანალიზი და შესაბამისი წინადადებების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის შემდგომში შემოწმების ჩატარების მიზნით;

თ) საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების ან/და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამმართველოსთვის – დეპარტამენტის უფროსის/მოადგილისათვის სათანადო ბრძანების პროექტის მოსამზადებლად;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენის და აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის უზრუნველყოფა;

კ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის მიზნით, შემოწმების მასალების მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის და კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების უზრუნველსაყოფად, შესაბამის საგამოძიებო, მაკონტროლებელ და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობა;

ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მოპოვების მიზნით, საგადასახადო შემოწმების განხორციელება;

მ) საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე წარდგენის უზრუნველყოფა;

ნ) საგადასახადო კანონმდებლობაში ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მუხლი 9. მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების საგადასახადო შემოწმების სამმართველო

 მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების საგადასახადო შემოწმების სამმართველო ახორციელებს ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების მიმართ.“;

გ) 91 და 92 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 91 . საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის სამმართველო

საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის სამმართველო ახორციელებს:

ა) შესაბამის შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იმ დეკლარაციების მონაცემების დამუშავებას, რომლებთან დაკავშირებითაც ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი დეკლარაციების ანალიზის შედეგად, განისაზღვრა რისკის ფაქტორების არსებობა. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო დასკვნის/შესაგებლის მომზადებას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას მიღებული ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას ანალიტიკური დეპარტამენტისთვის გადასაგზავნად. ამ უკანასკვნელის მხრიდან შემდგომში, საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შესარჩევად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას გამოსაყენებლად;

გ) ამ მუხლის „ა“ – „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაციის განხორციელებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე საგადასახადო დავებში მონაწილეობას ან/და საგადასახადო დავებთან დაკავშირებით დავის განმხილველი ორგანოს მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.“

მუხლი 92. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) სამმართველო:

1. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგადასახადო შემოწმებების ჩატარება და მიმდინარე საგადასახადო შემოწმებებში ჩართვა, საწარმოებს შორის განხორციელებული კონტროლირებული ოპერაციების შეფასების კუთხით, თუ ოპერაციის ერთ-ერთი მხარე:

ა.ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის რეზიდენტია;

ა.ბ) იკვეთება ურთიერთდამოკიდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII თავის მოთხოვნათა შესაბამისად.

ბ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნების მომზადება (მათ შორის, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით, ხარისხის კონტროლის შედეგებზე მომზადებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით), შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის, შემცირების ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსთვის მასალების წარდგენა;

გ) საგადასახადო შემოწმების აქტების/ოქმების პროექტების შედგენა და განხილვა. სათანადო დანართებთან ერთად, მათი შესაბამისი სამმართველოსათვის გადაგზავნა ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადაცემა;

დ) შესაბამისი საფუძვლების არსებობის პირობებში (აქტის/ოქმის პროექტებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს ან/და შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებები) სათანადო დასკვნების ან/და საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის უზრუნველყოფა;

ე) შემოწმების მასალებიდან გამომდინარე, შემხვედრი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ დეპარტამენტის უფროსისათვის წინადადებების წარდგენა ან/და შესაბამისი სამმართველოსთვის სათანადო მასალების მიწოდების უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენის და აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის უზრუნველყოფა;

ზ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის მიზნით, შემოწმების მასალების მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის და კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების უზრუნველსაყოფად, შესაბამის საგამოძიებო, მაკონტროლებელ და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობა;

თ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ქვეყნებიდან ინფორმაციის გამოთხოვის წინადადებების წარდგენა აუდიტის დეპარტამენტის უფროსისათვის;

ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხების შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) სამმართველო ასევე უფლებამოსილია, განახორციელოს საგადასახადო შემოწმება იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 20 მარტიდან.

 

სამსახურის უფროსი                                                                     ვახტანგ ლაშქარაძე

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.