„ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021141
127
04/03/2019
ვებგვერდი, 05/03/2019
300160070.10.003.021141
„ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №127

2019 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის  №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160070.10.003.017597) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტექნიკური რეგლამენტი „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.“.

2. დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



„დანართი №1

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაყოფა კატეგორიებად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ შემაჯამებელი რეზოლუციის“ (დოკუმენტი TRANS/WP-29/78/Rev.1/Amend/2, მიღების თარიღი 13.08.97) შესაბამისად

 


 

ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია

ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული (ნებადართული მაქსიმა­ლური) მასა * ტ.

ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულება

M1

არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება

 

M2

არაუმეტეს 5 **-ისა

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება

M3

5-ზე მეტი **

 

 

N1

არაუმეტეს 3,5 ***-ისა

ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება  

N2

3,5-ზე მეტი

არაუმეტეს 12,0 ***-ისა

 

N3

12,0-ზე მეტი ***

 

01

არაუმეტეს 0,75-ისა

 

მისაბმელები – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი

02

0,75-ზე მეტი

არაუმეტეს 3,5-ისა

 

მისაბმელები და ნახევარმისაბმელები – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი

03

3,5-ზე მეტი ****

არაუმეტეს 10-ისა

მისაბმელები და ნახევარმისაბმელები – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი

04

10-ზე მეტი ****

 „

 

        შენიშვნები:

1. გამოყენებული აღნიშვნები:

* – სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობა განიხილება, როგორც ტვირთის ეკვივალენტი;

** – შესახსრებული ავტობუსი შედგება ორი ან მეტი განუცალკევებლად დაკავშირებული სექციისგან, რომლებშიც განთავსებულია მგზავრთა სალონები, ერთმანეთთან დაკავშირებული გასასვლელით მგზავრთა თავისუფალი გადაადგილებისთვის, განუცალკევებელი სექციები მუდმივად დაკავშირებულია ერთმანეთთან და მათი განცალკევება ხდება მხოლოდ სალონებში არსებული სპეციალური მოწყობილობით. შესახსრებული ავტობუსი, რომელიც შედგება ორი ან მეტი განუცალკევებელი, მაგრამ შესახსრებული სექციისგან და განიხილება, როგორც ერთი სატრანსპორტო საშუალება;

*** – ნახევარმისაბმელის ბუქსირებისთვის განკუთვნილი უნაგირა საწევრების ნებადართულ მაქსიმალურ მასაში იგულისხმება საწევრის (აღჭურვილ მდგომარეობაში) მასისა და იმ მასის ჯამი, რომელიც შეესაბამება ნახევარმისაბმელისაგან უნაგირა-ჩასაბმელი მოწყობილობის მეშვეობით საწევარზე გადაცემულ მაქსიმალურ სტატიკურ ვერტიკალურ დატვირთვას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საწევრის ტვირთის მაქსიმალური მასით;

**** – სპეციალურ საწევართან ცენტრალური ღერძით ჩაბმული ნახევარმისაბმელისთვის ან მისაბმელისთვის ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა მასა, რომელიც შეესაბამება მაქსიმალურ სტატიკურ-ვერტიკალურ დატვირთვას ღერძიდან (ღერძებიდან) საყრდენ ზედაპირზე, როდესაც ნახევარმისაბმელი ან მისაბმელი მაქსიმალურად დატვირთულია.

2. M 2, M 3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დამატებით დაყოფილია კლასებად:

ა) I – საქალაქო ავტობუსები – სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია სავარძლებითა და ფეხზე მდგომი მგზავრების გადასაყვანად ადგილებით, გასასვლელის გარდა;

ბ) II – საქალაქთაშორისო ავტობუსები – სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია სავარძლებით, მაგრამ რომლებშიც დასაშვებია გასასვლელში მდგომი მგზავრების გადაყვანა;

გ) III – შორი მიმოსვლის ავტობუსები – სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ მჯდომარე მგზავრებისთვის შორ მანძილზე საკმარისად მაღალი კომფორტულობით.

3. 0 2, 0 3, 0 4 კატეგორიის მისაბმელების (ნახევარმისაბმელების) დამატებითი კლასიფიკაცია ხდება ტიპების მიხედვით:

ა) ნახევარმისაბმელი – ბუქსირებადი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ღერძ(ებ)ი განლაგებულია სრულად დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მასის ცენტრის უკან, აღჭურვილია უნაგირაჩაბმის მოწყობილობით, რომელიც საწევარს გადასცემს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ დატვირთვებს. ნახევარმისაბმელის ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება იყოს წამყვანი საწევრის ამძრავით;

ბ) მისაბმელი – ბუქსირებადი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია, სულ ცოტა, ორი ღერძით და წევით – გადაბმის მოწყობილობით, რომელსაც შეუძლია მისაბმელის მიმართ ვერტიკალური გადაადგილება და წინა ღერძ(ებ)ის მიმართულების მართვა, მაგრამ გადასცემს საწევარს უმნიშვნელო სტატიკურ დატვირთვას. მისაბმელის ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება იყოს საწევრის ამძრავით;

გ) მისაბმელი ცენტრალური ღერძით – ბუქსირებადი ავტოსატრანსპორტო საშუალება წევით-ჩაჭიდების მოწყობილობით, რომელსაც არ შეუძლია მოძრაობა საწევრის მიმართ ვერტიკალურ სიბრტყეში. მისაბმელის სრული დატვირთვისას ღერძ(ებ)ი მასის ცენტრის მიმართ გადანაცვლებულია ისე, რომ საწევარს გადაეცემა მხოლოდ უმნიშვნელო ვერტიკალური დატვირთვა, რომელიც არ აღემატება მისაბმელის მასის 10%-ს ან 10 კნ-ს. (მითითებულ მნიშვნელობებს შორის უმცირესი), ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება იყოს წამყვანი საწევრიდან ამძრავით.

დანართი №2

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები მათი კატეგორიისა და დანიშნულების მიხედვით

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები

ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულება და მახასიათებლები

ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების პერიოდულობა

საფასურები

1

M2  M3 

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე,

მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ექვს თვეში ერთხელ

100 ლარი

2

 

N2  N3 

3500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი  ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

100 ლარი

3

O3  O4 

3500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

60 ლარი

4

M1

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

60 ლარი

5

M1 

ტაქსები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ექვს თვეში ერთხელ

60 ლარი

6

N1 

პიკაპი

ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს

60 ლარი

7

N1 

არაუმეტეს 3500 კგ-ზე  ნებადართული მაქსიმალური მასისა და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები,

სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ტრაქტორების გარდა

ორი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

60 ლარი

8

M1 

არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ოთხი  წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.  გამოშვების

თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს

60 ლარი.

 

შენიშვნა: M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც აღჭურვილი არიან მხოლოდ ელექტროძრავით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 48 ლარით.“.