დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 126 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/03/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021142 |
|
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, 300160070.10.003.020230) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე;“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით – „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ დადგენილი ტარიფის შესაბამისად;“; ბ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „24. სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირებისას ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ვიზუალური და ინსპექტირების ანგარიშში აღნიშნული იმ პოზიციების შემოწმება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება იმავე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველი ინსპექტირება, თავისუფლდება მომსახურების საფასურისაგან.“. 3. მე-5 მუხლს 24-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 პუნქტი: „241. ამ მუხლის 24-ე პუნქტით გათვალისწინებული ვიზუალური შემოწმება მოიცავს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვი აირების კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებას და მათი შესაბამისობის დადგენას ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან, ხოლო M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მიმართ დამატებით უნდა განხორციელდეს ავარიული გასასვლელების შემოწმება.“. 4. მე-5 მუხლის: ა) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. თუ განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინსპექტირებამდე გამოვლენილი და ინსპექტირების ანგარიშში მითითებული ხარვეზი ან/და პირობა, რომელიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, არ არის აღმოფხვრილი, ან თუ განმეორებითი ინსპექტირებისას ვიზუალური შემოწმების შედეგად გამოვლინდა ისეთი ხარვეზი, რომელიც არ არის მითითებული ინსპექტირების ანგარიშში, ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მითითებით. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებაზე წარმდგენი იღებს გაფრთხილებას კანონის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებ გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შემთხვევაში. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება ტარდება საერთო წესით.“; ბ) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „27. თუ პირველი ან განმეორებითი ინსპექტირების შედეგად არ გამოვლინდა ხარვეზ(ებ)ი და პირობ(ები)ა, რომლებიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, მიიჩნევა, რომ სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება დადებითად გაიარა და მესაკუთრეს (მფლობელს) ეძლევა ინსპექტირების ანგარიში, პირველი ინსპექტირების თარიღიდან მომდევნო ინსპექტირების ჩატარების საბოლოო ვადის მითითებით.“; გ) 29-ე და 30-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს; დ) 32-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-6 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა) „თ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ.ა) საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არეში და სარკეებზე ბზარ(ებ)ის ან/და ლაქ(ებ)ის არსებობა;“; ა.ბ) „თ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი: „ბ.დ) მარჯვენასაჭიანი ან საჭის მდებარეობის ცვლილების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ფარების რეგულირება შესაბამისი სტიკერის გამოყენებით;“; გ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები უნდა ირთვებოდეს გაბარიტულ მაშუქებთან ერთად, ავტომატურ ან არაავტომატურ რეჟიმში;“; დ) მე-6 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-8 პუნქტის 8.2 ქვეპუნქტის: ე.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) იძულებითი აალებადი (ბენზინის) ძრავების შემთხვევაში, გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO) შემცველობისა და გამონაბოლქვი აირების კვამლიანობის გაზომვა გამონაბოლქვის მილიდან, ძრავას უქმი სვლის რეჟიმში, მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვთან მიმართებით მდგომარეობის შეფასების ადეკვატურ ინდიკატორად;“; ე.ბ) „დ.ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ა.დ“ ქვეპუნქტი: „დ.ა.დ) გამონაბოლქვის სისტემის ვიზუალური ინსპექტირება გამონაბოლქვი აირების კვამლიანობის გაზომვის მიზნით;“; ე.გ) „დ.ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ბ.გ) სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლის სისტემის ეფექტურობის განსაზღვრა გამონაბოლქვში ლამბდას სიდიდისა და CO-ის შემცველობის გაზომვით, რაც უნდა შეესაბამებოდეს მწარმოებლის მიერ დამტკიცებულ პროცედურებსა და შესაბამის ტიპზე მოთხოვნებს. ძრავას უქმი სვლის (დაუტვირთავი) რეჟიმის დროს გამონაბოლქვ აირებში CO-ის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა ძრავას უქმ სვლაზე არ უნდა აღემატებოდეს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დონეს ან, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი: დ.ბ.გ.ა) ძრავას უქმ სვლაზე – 0,5%-სა და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.3%-ს; დ.ბ.გ.ბ) კოეფიციენტი ლამბდა (ჰაერი/საწვავი) არ უნდა აღემატებოდეს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ დადგენილ სიდიდეს, ამ ინფორმაციის უქონლობის შემთხვევაში კი – 1 ± 0,03-ს;“; ე.დ) „დ.ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ბ.დ“ ქვეპუნქტი: „დ.ბ.დ) გამონაბოლქვის სისტემის ვიზუალური ინსპექტირება გამონაბოლქვი აირების კვამლიანობის გაზომვის მიზნით;“. 6. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ.ბ) 8.2 ქვეპუნქტის „დ.ბ.გ.ბ“ და „ზ.ა“ ქვეპუნქტები;“; ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „დ.ბ.გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაჩვენებლები განისაზღვროს – 0,8%-ით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. M1, M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უნდა განხორციელდეს ხელახალი რეგისტრაციის შემდგომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, რომელთა სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვადა ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების წელს არ დამდგარა „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.“. 7. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები: „11. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია მარჯვენასაჭიანი ან საჭის მდებარეობის ცვლილების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ფარების რეგულირება შესაბამისი სტიკერის გამოყენებით. 12. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, მინამწმენდის მოქმედების არეში, არაუმეტეს სამი წერტილოვანი დაზიანების არსებობა, სადაც წერტილოვანი დაზიანების დიამეტრი არ აღემატება 5 მილიმეტრს.“. 8. დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8.2.1.3 გრაფა: „
.“. 9. დანართ №1-ის 8.2.2.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები