აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/02/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010170000.32.061.016258
8
28/02/2019
ვებგვერდი, 05/03/2019
010170000.32.061.016258
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №8

2019 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის  მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.4. ქვეპუნქტის, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1.  დამტკიცდეს, თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესი.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ (კ. კუჭუხიძე) 6 თვეში ერთხელ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინოს ანგარიში დეპარტამენტში შექმნილი კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).

 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია



 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შექმნილი კომისიის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესსა და პირობებს.

2.  კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი (შემდგომში  დეპარტამენტი).

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით დეპარტამენტში შექმნილი კომისია (შემდგომში – კომისია).

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ობიექტი – სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის-დევნილთათვის საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული  საცხოვრებელი ობიექტი (შემდგომში – ობიექტი).

 დ) სარემონტო-აღდგენითი სახის  სამუშაო – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი (წარმოდგენილი ობიექტის/ობიექტების) საინჟინრო-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, საჭირო-სარემონტო სამუშაოების მოცულობის დადგენა და შესაბამისი დეფექტური აქტების/ხარჯთაღრიცხვის შედგენა, შემდგომში სარემონტო აღდგენითი სახის  სამუშაოების, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.

მუხლი 3. კომისიის უფლება-მოვალეობები

1. სარემონტო აღდგენით სახის  სამუშაოს ჩატარების თხოვნით, კომისიას (შესაძლებელია წარმომადგენლობების მომართვიანობაც) განცხადებით მიმართავს დევნილთა ჩასახლების ობიექტის წარმომადგენელი ან ჩასახლებაში მაცხოვრებელი დევნილები. კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2. განცხადებით მომართვის შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის წევრი/წევრები გადის ობიექტზე, აწარმოებს ობიექტის დათვალიერებას, რის საფუძველზეც ადგენს დეფექტურ აქტს ობიექტის მდგომარეობისა და სავარაუდო ღირებულების შესახებ.

3. ობიექტის დათვალიერების, ტექნიკური მდგომარეობის აღწერის შემდგომ,  კომისიის მიერ ხდება შეგროვებული მასალის შესწავლა, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა და ობიექტში სარემონტო აღდგენითი სახის  სამუშაოს ჩატარების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.

4. კომისიის მიერ მიღებული  გადაწყვეტილების, წარდგენილ ობიექტში/ობიექტებში სარემონტო აღდგენითი სახის  სარემონტო სამუშაოს ჩატარების ან ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ, დეპარტამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ინდივიდუალური სახის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.

5. კომისიის მიერ ობიექტის/ობიექტების სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაოს ჩატარების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება სამუშაოების, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.

6. ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, გამოვლენილ გამარჯვებულთან ფორმდება ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შემდეგ კი კომისია გადის აღნიშნულ ობიექტზე, ახორციელებს შესრულებული სამუშაოს შემოწმებას, რის შემდეგაც მხარეებს შორის ფორმდება შესრულებული სამუშაოს მიღება- ჩაბარების აქტი.

მუხლი 4. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის რეგლამენტი

1. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე. კომისია შედგება არანაკლებ შვიდი წევრისაგან, კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

2. საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) უფლებამოსილია, კომისიის მუშაობის პროცესში (კომისიის წევრის სტატუსით) ჩართვის (სპეციალისტის გამოყოფის) მიზნით, თხოვნით მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტს, ასევე სხვა დაწესებულებებს.

3. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.

4. კომისიის სხდომები იმართება კვარტალში ერთხელ მაინც, საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს კომისიის რიგგარეშე სხდომა.

მუხლი 5. გადაწყვეტილების გასაჩივრება

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. კომისიის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა

კომისიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, ასევე კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.