დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-16/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016586 |
|
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 15/01/2015; 470230000.22.035.016315) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანების:
|
ა)
84 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ინფორმაცია დაწესებულებაში არსებული სამედიცინო აპარატურის (აღჭურვილობის) შესახებ (აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს როგორც ელექტრონულად, ასევე ქაღალდის მატარებელზე). ამასთან, ბრძანების №1.2 დანართში მითითებული გარკვეული აპარატურის (აღჭურვილობის) შემთხვევაში, დამატებით მიეთითება სამედიცინო აპარატურის დასახელება, სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი. იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო აპარატურაზე (აღჭურვილობაზე) არ არის მითითებული/არ იკითხება კონკრეტული ინფორმაცია (მ.შ. სერია, ნომერი), სააგენტოს წარედგინება აღნიშნული სამედიცინო აპარატურისათვის (აღჭურვილობისათვის) დაწესებულების ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგად მინიჭებული შესაბამისი საინვენტარიზაციო ნომერი.“; |
ბ)
827 პუნქტის შემდეგ დაემატოს 828 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„828. პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მქონე დაწესებულება, პერინატალური რეგიონალიზაციის დონის განმეორებით მინიჭების მიზნით, სააგენტოს მიმართავს პერინატალური რეგიონალიზაციის დონის ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე და წარუდგენს ამ ბრძანების 84 პუნქტით გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს. |
2.
№1.2 დანართის (პერინატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის მოცულობა და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები): |
ა)
პირველი მუხლის მე-3 პუნქტის:
|
ა.ა)
„ბ.ა.გ“ და „ბ.ა.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა.გ) უსაფრთხო სითბოს წყარო (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ა.დ) სტეტოსკოპი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება);“; |
ა.ბ)
,,ბ.ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ა.ზ) ცენტრალიზებული ჟანგბადის წყარო დედისთვის (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება);“; |
ა.გ)
„ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) სამშობიარო ოთახს (ბლოკპალატას) უნდა გააჩნდეს მუშა მდგომარეობაში მყოფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობა ახალშობილებისთვის: ბ.ბ.ა) ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით და სერვოკონტროლით; ბ.ბ.ბ) ნეონატალური სტეტოსკოპი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ბ.გ) სულ მცირე, თითო ჟანგბადის (ფლოუმეტრით) და ჰაერის წყარო ახალშობილისთვის (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ბ.დ) ამბუს პარკი და ნიღბები ახალშობილისთვის 100%-მდე ჟანგბადის მისაწოდებლად (ამბუს პარკი და ნიღბები – დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება) ან T ტიპის მოწყობილობა; ბ.ბ.ე) ელექტროამოსაქაჩი მოწყობილობა ახალშობილისთვის; ბ.ბ.ვ) გასტრალური ზონდები (6-8 Fr) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ბ.ზ) პულსოქსიმეტრი ნეონატალური მიმღებით ან კარდიომონიტორი; ბ.გ) ახალშობილის მოვლის პალატას უნდა გააჩნდეს მუშა მდგომარეობაში მყოფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობა ახალშობილებისთვის: ბ.გ.ა) ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით და სერვოკონტროლით; ბ.გ.ბ) სხვადასხვა საშუალებები ოქსიგენოთერაპიისთვის (მაგ., ჟანგბადის კარავი ან ნაზალური კანულა და ა.შ.) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.გ) მოწყობილობა ჰაერ-ჟანგბადის ნაკადის გათბობისა და დატენიანებისათვის (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.დ) ოროტრაქეალური მილები (2.5-3.5მმ დიამეტრის ზომით) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.ე) ლარინგოსკოპი, სოლები (0 და1 ზომის) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.ვ) ჭიპლარის სისხლძარღვების კათეტერი და კათეტერის ჩასადგმელი კომპლექტი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.ზ) ინფუზომატი; ბ.გ.თ) ფოტოთერაპიის აპარატი; ბ.გ.ი) გლუკომეტრი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.კ) ახალშობილის სასწორი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.ლ) ოფთალმოსკოპი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება);“. |
ბ)
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) სამშობიარო ოთახს (ბლოკპალატას) ადგილზე გააჩნია მუშა მდგომარეობაში მყოფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობა ქალის მშობიარობისათვის: ბ.ა.ა) კედლის საათი წამზომით (სააგენტოში ინფორმაციის წარდგენას არ ექვემდებარება); ბ.ა.ბ) კედლის თერმომეტრი (სააგენტოში ინფორმაციის წარდგენას არ ექვემდებარება); ბ.ა.გ) უსაფრთხო სითბოს წყარო (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ა.დ) სტეტოსკოპი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ა.ე) ელექტროამოსაქაჩი მოწყობილობა დედებისთვის; ბ.ა.ვ) სპეციალური ტრანსფორმირებადი საწოლი მშობიარისათვის; ბ.ა.ზ) ცენტრალიზებული ჟანგბადის წყარო დედისთვის (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ა.თ) კარდიოტოკოგრაფიის აპარატი (1:2 სამშობიარო ოთახზე (ბლოკპალატაზე)). ბ.ბ) სამშობიარო ოთახს (ბლოკპალატას) ადგილზე გააჩნია მუშა მდგომარეობაში მყოფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობა ახალშობილებისთვის: ბ.ბ.ა) ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით და სერვოკონტროლით; ბ.ბ.ბ) ნეონატალური სტეტოსკოპი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ბ.გ) სულ მცირე თითო ჟანგბადის (ფლოუმეტრით) და ჰაერის წყარო ახალშობილისთვის (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ბ.დ) ამბუს პარკი და ნიღბები ახალშობილისთვის 100%-მდე ჟანგბადის მისაწოდებლად (ამბუს პარკი და ნიღბები – დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება) ან T ტიპის მოწყობილობა; ბ.ბ.ე) ელექტროამოსაქაჩი მოწყობილობა ახალშობილისთვის; ბ.ბ.ვ) გასტრალური ზონდები (6-8 Fr) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ბ.ზ) პულსოქსიმეტრი ნეონატალური მიმღებით ან კარდიომონიტორი შესაბამისი ნეონატალური მიმღებებით; ბ.ბ.თ) ჰაერის/ჟანგბადის შემრევი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ბ.ი) ლარინგოსკოპი, სოლები (0 და1 ზომის) (1 : 4 სამშობიარო ოთახზე (ბლოკპალატაზე)) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ) ახალშობილთა სპეციალური მოვლის სერვისის (პალატის/განყოფილების) ფარგლებში ადგილზე ხელმისაწვდომია ფუნქციონირებადი (მუშა მდგომარეობაში მყოფი) ყველა აუცილებელი აღჭურვილობა: ბ.გ.ა) სხვადასხვა საშუალებები ოქსიგენოთერაპიისთვის (მაგ., ჟანგბადის კარავი, ნაზალური კანულა და ა.შ.) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.ბ) მოწყობილობა ჰაერ-ჟანგბადის ნარევის დატენიანებისა და გათბობისათვის (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.გ) ოროტრაქეალური მილები (2.5-3.5მმ დიამეტრის ზომით) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.დ) ჭიპლარის სისხლძარღვების კათეტერი და კათეტერის ჩასადგმელი კომპლექტი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.ე) ინფუზომატი; ბ.გ.ვ) ფოტოთერაპიის აპარატი; ბ.გ.ზ) გლუკომეტრი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.თ) ახალშობილის სასწორი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.ი) კარდიომონიტორი (ახალშობილის შესაბამისი ზომის სატურაციის მიმწოდით, და წნევის არაინვაზიური გაზომვისათვის საჭირო ახალშობილის მანჟეტით); ბ.გ.კ) ახალშობილის ინკუბატორი; ბ.გ.ლ) ხელოვნური სუნთქვის აპარატი ახალშობილებისთვის; ბ.გ.მ) სასუნთქ გზებში ნაზალურად დადებითი წნევის მისაწოდებელი აპარატი (N-CPAP), თუ ის არ არის ინტეგრირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატში; ბ.გ.ნ) ოფთალმოსკოპი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.ო) ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით და სერვოკონტროლით; ბ.გ.პ) აღჭურვილობა ახალშობილთა სმენის პირველადი სკრინინგული (ოტოაკუსტიკური ემისიის მეთოდით) კვლევისათვის (აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს იმ დაწესებულებებისათვის, რომლებშიც წინა საანგარიშგებო წლის განმავლობაში მშობიარობათა რაოდენობა იყო 500 და მეტი). ბ.დ) სამეანო საოპერაციოს დამატებით უნდა გააჩნდეს მუშა მდგომარეობაში მყოფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობა ახალშობილებისთვის: ბ.დ.ა) ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით და სერვოკონტროლით; ბ.დ.ბ) ნეონატალური სტეტოსკოპი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.დ.გ) კედლის თერმომეტრი (სააგენტოში ინფორმაციის წარდგენას არ ექვემდებარება); ბ.დ.დ) უსაფრთხო სითბოს წყარო (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.დ.ე) ელექტროამოსაქაჩი მოწყობილობა; ბ.დ.ვ) ცენტრალიზებული ჟანგბადის წყარო ფლოუმეტრით (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.დ.ზ) ჰაერის/ჟანგბადის შემრევი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.დ.თ) ამბუს პარკი და ნიღბები ახალშობილისთვის 100%-მდე ჟანგბადის მისაწოდებლად (ამბუს პარკი და ნიღბები – დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება) ან T ტიპის მოწყობილობა; ბ.დ.ი) გასტრალური ზონდები (6-8 Fr) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.დ.კ) პულსოქსიმეტრი ნეონატალური მიმღებით ან კარდიომონიტორი შესაბამისი ნეონატალური მიმღებებით.“. |
გ)
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) სამშობიარო ოთახს (ბლოკპალატას) ადგილზე გააჩნია მუშა მდგომარეობაში მყოფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობა ქალის მშობიარობისათვის: ბ.ა.ა) კედლის საათი წამზომით (სააგენტოში ინფორმაციის წარდგენას არ ექვემდებარება); ბ.ა.ბ) კედლის თერმომეტრი (სააგენტოში ინფორმაციის წარდგენას არ ექვემდებარება); ბ.ა.გ) უსაფრთხო სითბოს წყარო (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ა.დ) სტეტოსკოპი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ა.ე) ელექტროამოსაქაჩი მოწყობილობა დედებისათვის; ბ.ა.ვ) სპეციალური ტრანსფორმირებადი საწოლი მშობიარისათვის; ბ.ა.ზ) ცენტრალიზებული ჟანგბადის წყარო დედისთვის, ფლოუმეტრით (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ა.თ) სარეანიმაციო აღჭურვილობა დედებისათვის: ამბუს ტომარა ნიღბით (1:2 სამშობაირო ოთახზე (ბლოკპალატაზე)), ლარინგოსკოპი და სოლები (1:2 სამშობაირო ოთახზე (ბლოკპალატაზე)), ოროტრაქეალური მილები (1:2 სამშობაირო ოთახზე (ბლოკპალატაზე)) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ა.ი) კარდიომონიტორი (1:2 სამშობაირო ოთახზე (ბლოკპალატაზე)); ბ.ა.კ) კარდიო-ტოკოგრაფიის აპარატი (1:2 სამშობაირო ოთახზე (ბლოკპალატაზე)). ბ.ბ) სამშობიარო ოთახს (ბლოკპალატას) ადგილზე გააჩნია მუშა მდგომარეობაში მყოფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობა ახალშობილებისთვის: ბ.ბ.ა) ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით და სერვოკონტროლით; ბ.ბ.ბ) ნეონატალური სტეტოსკოპი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ბ.გ) ცენტრალიზებული ჟანგბადის (ფლოუმეტრით) და ჰაერის წყარო ახალშობილისთვის (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ბ.დ) ჰაერის/ჟანგბადის შემრევი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ბ.ე) ამბუს პარკი და ნიღბები ახალშობილისთვის 100%-მდე ჟანგბადის მისაწოდებლად (ამბუს პარკი და ნიღბები – დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება)) ან T ტიპის მოწყობილობა; ბ.ბ.ვ) ოროტრაქეალური მილები (2.5-3.5მმ დიამეტრის ზომით) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ბ.ზ) ელექტროამოსაქაჩი მოწყობილობა ახალშობილისთვის; ბ.ბ.თ) ლარინგოსკოპი, სოლები (00, 0 და 1 ზომის) (1:3 სამშობიარო ოთახზე (ბლოკპალატაზე))(დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ბ.ი) გასტრალური ზონდები (6-8 Fr) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.ბ.კ) პულსოქსიმეტრი ნეონატალური მიმღებით ან კარდიომონოტორი შესაბამისი ნეონატალური მიმღებებით (უპირატესობა ენიჭება კარდიომონიტორს). ბ.გ) ახალშობილთა მოვლის პალატას უნდა გააჩნდეს მუშა მდგომარეობაში მყოფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობა ახალშობილებისთვის: ბ.გ.ა) ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით და სერვოკონტროლით; ბ.გ.ბ) სხვადასხვა საშუალებები ოქსიგენოთერაპიისთვის (მაგ., ჟანგბადის კარავი ან ნაზალური კანულა და ა.შ.) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.გ) მოწყობილობა ჰაერ-ჟანგბადის ნარევის დატენიანებისა და გათბობისათვის (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.დ) ჭიპლარის სისხლძარღვების კათეტერი და კათეტერის ჩასადგმელი კომპლექტი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.ე) ინფუზომატი; ბ.გ.ვ) გლუკომეტრი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.ზ) ახალშობილის სასწორი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.თ) ოფთალმოსკოპი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.გ.ი) აღჭურვილობა ახალშობილთა სმენის პირველადი სკრინინგული (ოტოაკუსტიკური ემისიის მეთოდით) კვლევისათვის. ბ.დ) სამეანო საოპერაციოს დამატებით უნდა გააჩნდეს მუშა მდგომარეობაში მყოფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობა ახალშობილებისთვის: ბ.დ.ა) ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით და სერვოკონტროლით; ბ.დ.ბ) ნეონატალური სტეტოსკოპი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.დ.გ) კედლის თერმომეტრი (სააგენტოში ინფორმაციის წარდგენას არ ექვემდებარება); ბ.დ.დ) უსაფრთხო სითბოს წყარო (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.დ.ე) ელექტრო ამოსაქაჩი მოწყობილობა; ბ.დ.ვ) ცენტრალიზებული ჟანგბადის წყარო ფლოუმეტრით (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.დ.ზ) ჰაერის/ჟანგბადის შემრევი (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.დ.თ) ამბუს პარკი და ნიღბები ახალშობილისთვის 100%-მდე ჟანგბადის მისაწოდებლად (ამბუს პარკი და ნიღბები – დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება) ან T ტიპის მოწყობილობა; ბ.დ.ი) გასტრალური ზონდები (6-8 Fr) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.დ.კ) ლარინგოსკოპი, სოლები (00,0 და 1 ზომის) (დამატებითი ინფორმაციის წარდგენას (სერია, ნომერი, გამოშვების თარიღი) არ ექვემდებარება); ბ.დ.ლ) პულსოქსიმეტრი ნეონატალური მიმღებით ან კარდიომონიტორი შესაბამისი ნეონატალური მიმღებებით (უპირატესობა ენიჭება კარდიომონიტორს).“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები