დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 92 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 19/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 080080050.10.003.021107 |
|
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს; 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2016, 080080050.10.003.019502) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ერთიანი ბაზის ფორმირება.‘‘. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების‘‘: ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რეფერირების პროცედურები განსაზღვრავს, ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროების შესაბამის დაწესებულებებსა და ამ სამინისტროთა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ/მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოს პროკურატურას, მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს/ დაწესებულებებს შორის კოორდინირებულად მუშაობის წესს, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, უფლებამოსილი ორგანოების უფლება-მოვალეობებს, ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვთა უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვასთან.“; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;‘‘; ბ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება – სააღმზრდელო დაწესებულება (მათ შორის, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი), კრიზისული ცენტრი, დღის ცენტრი, ტრანზიტული ცენტრი, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალი – ბავშვთა სახლი;‘‘; ბ.გ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება;‘‘; გ) მე-5 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულებები და ამ სამინისტროთა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები;‘‘; გ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, რეფერირების პროცედურების ფარგლებში პენიტენციური დაწესებულებებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გააანალიზონ შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება.‘‘; გ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, რეფერირების პროცედურების ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გააანალიზონ შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება.‘‘; გ.დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, რეფერირების პროცედურების ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში არსებულ დაწესებულებებში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გააანალიზონ შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება.‘‘; დ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული/ მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, პოლიციის, სააგენტოს, საბავშვო ბაღების, მანდატურის სამსახურის, საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებების, თავშესაფრების, სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები (მათ შორის, სოფლის ექიმები) და მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის)/მათი უფლებამოსილი დაწესებულების, სსიპ – დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გადაამოწმონ ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული გადაუდებელი შემთხვევა, ბავშვზე განხორციელებული ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის იდენტიფიკაცია და აწარმოონ შემთხვევის მართვა, რეფერირების პროცედურებით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებსა და შესაბამისი შიდა ინსტრუქციების მიხედვით.‘‘; ე) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ბავშვი განთავსდეს მინდობით აღზრდაში ან/და ბავშვთა სპეციალიზებულ ერთ-ერთ დაწესებულებაში, რომელთა ჩამონათვალს პოლიციას აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;‘‘; ვ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებენ ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ერთიან ბაზას, რომელიც, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომია რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტებისათვის. ბაზაში ხდება ბავშვზე ძალადობის ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაციის თავმოყრა.‘‘; ზ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15-05;‘‘. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
‘‘.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №3
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები