„სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 102
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.021117
102
19/02/2019
ვებგვერდი, 21/02/2019
240110000.10.003.021117
„სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №102

2019 წლის 19 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2015; 240110000.10.003.018967) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ნიმუშის აღებისა და მომზადების წესი

1. თუ არ არსებობს ნიმუშის აღებისა და მომზადების კონკრეტული წესები, ეტალონურ მეთოდებად გამოყენებული უნდა იქნეს ISO-ის სტანდარტები და Codex Alimentarius-ის სახელმძღვანელო პრინციპები.

2. სასაკლაოზე და საწარმოში, სადაც ხდება გატარებული ხორცის, ხორცის ნახევარფაბრიკატების (დამზადებული ხორცის), მექანიკურად განცალკევებული ხორცისა და ახალი ხორცის წარმოება, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) მსხვილფეხა საქონლის, ღორის, ცხვრის, თხისა და ცხენის ტანხორცისათვის:

ა.ა) დესტრუქციული და არადესტრუქციული მეთოდით გამოკვლევისათვის ტანხორცზე ნიმუშის აღების ადგილის განსაზღვრა, ნიმუშის აღება, შენახვა, ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ISO №17604 სტანდარტის შესაბამისად;

ა.ბ) ნიმუშის აღება თითოეული ციკლისათვის ხდება შემთხვევით ამორჩევით აღებული 5 ერთეული ტანხორციდან. ტანხორცზე ნიმუშის აღების ადგილი უნდა განისაზღვროს საწარმოში გამოყენებული დაკვლის ტექნოლოგიის გათვალისწინებით;

ა.გ) Enterobacteriaceae-ისა და აერობული ბაქტერიების რაოდენობის გამოკვლევისათვის ნიმუში აღებული უნდა იქნეს თითოეული ტანხორცის 4 სხვადასხვა ადგილიდან. დესტრუქციული მეთოდის გამოყენებისას, ტანხორცის ოთხი სხვადასხვა ადგილიდან აღებული ქსოვილის საერთო ფართობი უნდა შეადგენდეს 20 სმ2-ს. ამ მიზნით გამოკვლევის არადესტრუქციული მეთოდის გამოყენებისას, ტანხორცის თითოეული ადგილიდან აღებული ქსოვილის ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 სმ2-ს (50 სმ2 წვრილფეხა ცხოველებისათვის);

ა.დ) Salmonella-ს გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება წარმოებს აბრაზიული ღრუბლის გამოყენებით. ნიმუშის აღება უნდა მოხდეს ტანხორცის იმ ადგილებიდან, სადაც დაბინძურების ალბათობა მაღალია. ქსოვილის საერთო ფართობი, საიდანაც აღებული უნდა იქნეს ნიმუში, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 400 სმ2-ს;

ა.ე) ტანხორცის სხვადასხვა ადგილიდან აღებული ნიმუშები გამოკვლევის დაწყებამდე უნდა გაერთიანდეს;

ბ) ფრინველის ტანხორცისა და ფრინველის ახალი ხორცისათვის:

ბ.ა) სასაკლაოზე Salmonella-სა და Campylobacter-ის გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს ფრინველის მთლიანი ტანხორცის კისრის კანიდან. საწარმოში, სადაც ხდება დაკლული ფრინველის ახალი ხორცის გადამუშავება, დანაწილება, დანაწევრება, ნაჭრებად დაჭრა, ძვლის გამოცლა, რომელიც არ არის ამავე სასაკლაოზე, მაგრამ ფრინველის ხორცის მიწოდება ხდება მხოლოდ ამ სასაკლაოდან, ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს Salmonella-ს გამოკვლევისათვის. ნიმუში აღებული უნდა იქნეს უპირატესად მთლიანი ტანხორცის კისრის მიდამოს კანიდან, ან ტანხორციდან კანით, ან ტანხორცის ნაწილიდან კანით. კანგაცლილი ან/და ნაწილობრივ კანგაცლილი ფრინველის ტანხორციდან ნიმუშის აღება ხდება რისკის საფუძველზე;

ბ.ბ) სასაკლაოზე ბიზნესოპერატორის მიერ ნიმუშის აღების გეგმაში ჩართული უნდა იქნეს იმ ტანხორცთან დაკავშირებული გამოკვლევები, რომელთან დაკავშირებით არ არის დადგენილი ფრინველის გუნდში ჩატარებულია თუ არა Salmonella-სთან დაკავშირებული გამოკვლევები ან ფრინველის გუნდის გამოკვლევისას Salmonella enteritidis-სა და Salmonella typhimurium-ზე მიღებულია დადებითი შედეგი;

ბ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც სასაკლაოში ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის მე-2 ნაწილის 2.1.5 და 2.1.9 პუნქტებით განსაზღვრული წარმოების პროცესის ჰიგიენური მაჩვენებლების შეფასებისათვის ფრინველის ტანხორცში Salmonella-სა და Campylobacter-ზე გამოკვლევა, ასევე სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შეფასებისათვის Salmonella-ზე გამოკვლევა ტარდება ერთსა და იმავე ლაბორატორიაში, ნიმუშის აღება და გამოკვლევა თითოეული ციკლისათვის უნდა მოხდეს შემთხვევით ამორჩევით აღებული 15 ერთეული გაცივებული ტანხორცის კისრის კანიდან. გამოკვლევამდე, ერთი გუნდიდან წარმოშობილი, სულ მცირე, სამი ფრინველის ტანხორცის კისრის კანიდან აღებული ნიმუშები უნდა გაერთიანდეს ერთ, 26 გ-იან ნიმუშად. ამდენად, კისრის კანის ნიმუშებიდან მიიღება (5 x 26) გ საბოლოო ნიმუში [26 გ აუცილებელია ერთი ნიმუშიდან პარალელურად (ერთდროულად) Salmonella-სა და Campylobacter-ის გამოკვლევისათვის]. აღებული ნიმუშები შენახული და ლაბორატორიაში ტრანსპორტირებული უნდა იქნეს არანაკლებ 10 C-სა და არაუმეტეს 80 C ტემპერატურაზე. Campylobacter-ისთვის ნიმუშის აღებასა და გამოკვლევას შორის, ნიმუშის მთლიანობის შენარჩუნებისათვის, დროის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 48 სთ-ზე ნაკლებს. ნიმუში, რომლის ტემპერატურა 00 C-ია, არ უნდა იქნეს გამოყენებული Campylobacter-ის მაჩვენებლის შესაბამისობის გამოკვლევისათვის. (5 x 26) გ ნიმუშები გამოყენებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის მე-2 ნაწილის 2.1.5 და 2.1.9 პუნქტებით განსაზღვრული წარმოების ჰიგიენური პირობების შესაბამისობის შეფასებისა და დანართის პირველი ნაწილის 1.28 პუნქტით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მაჩვენებლების შესაბამისობის შეფასებისათვის. ლაბორატორიაში საწყისი სუსპენზიის მოსამზადებლად საკონტროლო ნიმუშის 26 გ გადატანილი უნდა იქნეს 9-ჯერ მეტი რაოდენობის (234 მლ) პეპტონის ბუფერულ წყალში (BPW – buffered peptone water). ნიმუშის გადატანამდე პეპტონის ბუფერული წყლის ტემპერატურა მიყვანილი უნდა იქნეს ოთახის ტემპერატურამდე. ნიმუშის გადატანის შემდეგ, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში, ნარევის დამუშავება (შერევა, ჰომოგენიზაცია) ხდება stomacher-ით ან pulsifer-ით [stomacher – პერისტალტიკური შემრევი სტერილური პაკეტებით, რომელსაც შესაძლებელია, ჰქონდეს მოწყობილობა სიჩქარისა და დროის რეგულირებისათვის; pulsifer – ჰომოგენიზატორი, ვიბრაციული მიქსერი სტერილური პაკეტებით. ISO 7218:2007(E). Microbiology of Food and Animal Feeding Stuffs – General Requirements and Guidance for Microbiological Examinations]. აქაფების თავიდან აცილებისათვის სტერილური პაკეტებიდან უნდა მოხდეს რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ჰაერის მოცილება. საწყისი სუსპენზიის 10 მლ (დაახლოებით 1გ საკვლევი ნიმუში) გადატანილი უნდა იქნეს ცარიელ სტერილურ სინჯარაში, საიდანაც (ე.ი. 10 მლ-იდან) 1 მლ გამოყენებული უნდა იქნეს Campylobacter-ის გამოკვლევისათვის სელექციურ საკვებ არეზე დასათესად. საწყისი სუსპენზიის დარჩენილი ნაწილი [(250 მლ) დაახლოებით 25 გ საკვლევი ნიმუშით] გამოყენებული უნდა იქნეს Salmonella-ს დიაგნოსტირებისათვის;

ბ.დ) იმ შემთხვევაში, როდესაც სასაკლაოში ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის მე-2 ნაწილის 2.1.5 და 2.1.9 პუნქტებით განსაზღვრული წარმოების პროცესის ჰიგიენური მაჩვენებლების შეფასებისათვის ფრინველის ტანხორცში Salmonella-სა და Campylobacter-ზე გამოკვლევა, ასევე სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შეფასებისათვის Salmonella-ზე გამოკვლევა ტარდება ორ სხვადასხვა ლაბორატორიაში, ნიმუშის აღება და გამოკვლევა თითოეული ციკლისათვის უნდა მოხდეს შემთხვევით ამორჩევით აღებული 20 ერთეული გაცივებული ტანხორცის კისრის კანიდან. გამოკვლევამდე ერთი გუნდიდან წარმოშობილი, სულ მცირე, ოთხი ფრინველის ტანხორცის კისრის კანიდან აღებული ნიმუშები უნდა გაერთიანდეს ერთ, 35 გ-იან ნიმუშად. ამდენად, კისრის კანის ნიმუშებიდან მიიღება (5 x 35) გ ნიმუში, რომელიც უნდა გაიყოს ორ საბოლოო ნიმუშად, მათგან ერთი, (5 x 25) გ ნიმუში – Salmonella-ს გამოკვლევისათვის და მეორე, (5 x 10) გ ნიმუში –,Campylobacter-ის გამოკვლევისათვის. აღებული ნიმუშები შენახული და ლაბორატორიაში ტრანსპორტირებული უნდა იქნეს არანაკლებ 10 C-სა და არაუმეტეს 80 C ტემპერატურაზე. Campylobacter-ისთვის ნიმუშის აღებასა და გამოკვლევას შორის, ნიმუშის მთლიანობის შენარჩუნებისათვის დროის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 48 სთ-ზე ნაკლებს. ნიმუში, რომლის ტემპერატურა 00 C-ია, არ უნდა იქნეს გამოყენებული Campylobacter-ის მაჩვენებლის შესაბამისობის გამოკვლევისათვის. (5 x 25) გ ნიმუშები გამოყენებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის მე-2 ნაწილის 2.1.5 პუნქტით განსაზღვრული წარმოების ჰიგიენური პირობების შესაბამისობის შეფასებისა და დანართის პირველი ნაწილის 1.28 პუნქტით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მაჩვენებლების შესაბამისობის შეფასებისათვის. ხოლო (5 x 10) გ საბოლოო ნიმუში გამოყენებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის მეორე ნაწილის 2.1.9 პუნქტით განსაზღვრული წარმოების პროცესის ჰიგიენური მაჩვენებლების შესაბამისობის შეფასებისათვის;

ბ.ე) ფრინველის ახალი ხორცის, გარდა ფრინველის ტანხორცისა, Salmonella-ზე გამოკვლევისათვის, ერთი და იმავე პარტიიდან აღებული უნდა იქნეს 5 ნიმუში, თითოეული არანაკლებ 25 გ-ისა. საკვლევი ნიმუში აღებული უნდა იქნეს კანით. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშისთვის კანი არასაკმარისი რაოდენობითაა, დასაშვებია, ნიმუში შეიცავდეს მცირე რაოდენობით კუნთოვანი ქსოვილის ზედაპირულ თხელ ფენას. იმ ნიმუშისათვის, რომელიც აღებულია ფრინველიდან კანის გარეშე ან შეიცავს მცირე რაოდენობით კანს, დამატებული უნდა იქნეს კუნთოვანი ქსოვილის ზედაპირული თხელი ფენა ან კუნთების ნაჭრები. დამატებული კუნთების ნაჭრები აღებული უნდა იქნეს რაც შესაძლებელია ხორცის ზედა ფენებიდან;

გ) ნიმუშის აღების სიხშირე ტანხორცის, გატარებული ხორცის, ხორცის ნახევარფაბრიკატების (დამზადებული ხორცი), მექანიკურად განცალკევებული ხორცისა და ფრინველის ახალი ხორცისათვის:

გ.ა) ბიზნესოპერატორმა, რომელიც ეწევა ცხოველის დაკვლას (სასაკლაო), ან ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს გატარებულ ხორცს, ხორცის ნახევარფაბრიკატებს, მექანიკურად განცალკევებულ ხორცს ან ფრინველის ახალ ხორცს, მიკრობიოლოგიური გამოკვლევის ჩასატარებლად ნიმუში უნდა აიღოს არანაკლებ კვირაში ერთხელ. ნიმუშის აღების დღე უნდა იცვლებოდეს ყოველ კვირას, რათა კვირის ყოველ დღეს იქნეს უზრუნველყოფილი გამოკვლევის ჩატარება;

გ.ბ) გატარებულ ხორცსა და ხორცის ნახევარფაბრიკატში (დამზადებული ხორცი) E.coli-ის გამოკვლევისა და აერობული მიკროორგანიზმების კოლონიების რაოდენობის განსაზღვრისათვის და ტანხორცში Enterobacteriaceae-ისა და აერობული მიკროორგანიზმების კოლონიების რაოდენობის განსაზღვრისათვის შესაძლებელია, ნიმუშის აღების სიხშირე შემცირდეს და განხორციელდეს ორ კვირაში ერთხელ, იმ პირობით, თუ ზედიზედ ექვსი კვირის განმავლობაში, გამოკვლევებით მიღებული იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი;

გ.გ) გატარებულ ხორცში, ხორცის ნახევარფაბრიკატში, ტანხორცსა და ფრინველის ახალ ხორცში Salmonella-ს გამოკვლევისათვის ნიმუშის აღების სიხშირე შესაძლებელია, შემცირდეს სააგენტოსთან შეთანხმებით და განხორციელდეს ორ კვირაში ერთხელ, იმ პირობით, თუ ზედიზედ 30 კვირის განმავლობაში გამოკვლევებით მიღებულ იქნა დამაკმაყოფილებელი შედეგი. Salmonella-ს ნიმუშის აღების სიხშირე შესაძლებელია, შემცირებულ იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ ადგილზე მოქმედებს Salmonella-ს ეროვნული ან რეგიონული კონტროლის პროგრამა და ეს პროგრამა მოიცავს გამოკვლევებსაც, რომელიც ცვლის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნიმუშების აღებას. ნიმუშის აღების სიხშირე შესაძლებელია, შემცირდეს უფრო მეტად, თუ კონტროლის ეროვნული ან რეგიონული პროგრამით დადასტურებული იქნება სასაკლაოსთვის მიწოდებულ ცხოველებში Salmonella-თი ინფიცირების დაბალი დონე;

გ.დ) ფრინველის ტანხორცში Campylobacter-ის გამოკვლევისათვის ნიმუშის აღების სიხშირე შესაძლებელია შემცირდეს და განხორციელდეს ორ კვირაში ერთხელ იმ პირობით, თუ ზედიზედ 52 კვირის განმავლობაში გამოკვლევებით მიღებულ იქნა დამაკმაყოფილებელი შედეგი. Campylobacter-ის გამოკვლევის სიხშირე, სააგენტოსთან შეთანხმებით, შესაძლებელია შემცირებულ იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ ადგილზე მოქმედებს Campylobacter-ის სახელმწიფო ან აღიარებული ეროვნული ან რეგიონული კონტროლის პროგრამა და ამ პროგრამის მიხედვით ფრინველის ტანხორცში Campylobacter-ისთვის წარმოების პროცესის ჰიგიენური მაჩვენებლების გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება და გამოკვლევა, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის მე-2 ნაწილის 2.1.9 პუნქტით განსაზღვრული წარმოების პროცესის ჰიგიენური მაჩვენებლების ნიმუშის აღებისა და გამოკვლევის ეკვივალენტურია. ნიმუშის აღების სიხშირე შესაძლებელია, შემცირდეს უფრო მეტად, თუ კონტროლის პროგრამით დასტურდება სასაკლაოსთვის მიწოდებულ ფრინველებში Campylobacter-ით ინფიცირების დაბალი დონე ზედიზედ 52 კვირის განმავლობაში. თუ წლის გარკვეულ პერიოდში პროგრამით დადგენილი იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგები, Campylobacter-ისთვის ანალიზის სიხშირე შესაძლებელია სააგენტოსთან შეთანხმებით კორექტირებულ იქნეს სეზონური ცვალებადობის მიხედვით;

გ.ე) სააგენტოსთან შეთანხმებით, რისკის საფუძველზე, შესაძლებელია, ნიმუშის აღების სიხშირე შემცირებულ იქნეს მცირე სასაკლაოებზე და ასევე იმ ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც აწარმოებს მცირე რაოდენობით გატარებულ ხორცს, ხორცის ნახევარფაბრიკატს (დამზადებული ხორცი) და ფრინველის ახალ ხორცს;“.

2. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. დანართის – „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებისნაწილი 2-ის – „წარმოების პროცესის ჰიგიენური მაჩვენებლების“ 2.1. პუნქტიხორცი და ხორცის პროდუქტებიჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ნაწილი 2. წარმოების პროცესის ჰიგიენური მაჩვენებლები

2.1. ხორცი და ხორცის პროდუქტები

 

სურსათის

სახეობა

მიკროორგანიზმი

ნიმუშის

 აღების

 გეგმა (1)

დასაშვები ზღვარი (2)

ანალიზის

ეტალონური

მეთოდი (3)

ეტაპი,

რომელზედაც

ხდება

მაჩვენებლის

განსაზღვრა

 

ქმედებები

არადამაკმაყოფილებელი

შედეგის

მიღებისას

n

c

m- მინიმალური

მნიშვნელობა

M- მაქსიმალური მნიშვნელობა

2.1.1

მსხვილფეხა საქონლის,

ცხვრის,

თხის და ცხენის

ტანხორცი ()

აერობული

მიკროორგანიზმების

კოლონიების

რაოდენობა

 

 

3,5 log

კწე/სმ2,

საშუალო

დღიური

მნიშვნელობა

log

5,0 log

კწე/სმ2,

საშუალო

დღიური

მნიშვნელობა

log

ISO 4833

ტანხორცი

გატყავების

შემდეგ,

გაცივებამდე

 

დაკვლის

ჰიგიენური

პირობების

გაუმჯობესება და

 წარმოების

პროცესის კონტროლის

გადახედვა

 

Enterobacteriaceae

 

 

1,5 log

კწე/სმ2,

საშუალო

დღიური

მნიშვნელობა

log

2,5 log

კწე/სმ2,

საშუალო

დღიური

მნიშვნელობა

log

ISO

21528-2

ტანხორცი

გატყავების

შემდეგ,

გაცივებამდე

 

დაკვლის

ჰიგიენური

პირობების

გაუმჯობესება და

წარმოების

პროცესის

კონტროლის

გადახედვა

 

2.1.2

ღორის ტანხორცი()

აერობული

მიკროორგანიზმების

კოლონიების

რაოდენობა

 

 

4,0 log

კწე/სმ2,

საშუალო

დღიური

მნიშვნელობა

log

5,0 log

კწე/სმ2,

საშუალო

დღიური

მნიშვნელობა

log

ISO 4833

ტანხორცი

გატყავების

შემდეგ,

გაცივებამდე

 

დაკვლის

ჰიგიენური

პირობების

გაუმჯობესება და

წარმოების

პროცესის კონტროლის

გადახედვა

 

 

Enterobacteriaceae

 

 

2,0 log

კწე/სმ2,

საშუალო

დღიური

მნიშვნელობა

log

3,0 log

კწე/სმ2,

საშუალო

დღიური

მნიშვნელობა

log

ISO

21528-2

ტანხორცი

გატყავების

შემდეგ,

გაცივებამდე

 

დაკვლის

ჰიგიენური

პირობების

გაუმჯობესება და

კონტროლის პროცესის

გადახედვა

 

2.1.3.

მსხვილფეხა საქონლის,

ცხვრის, თხის

და ცხენის

ტანხორცი

Salmonella

50 (5)

2 (6)

თითოეული ტანხორცის

საკვლევ უბანზე არ აღმოჩნდა

EN/ISO

6579

ტანხორცი

გატყავების

შემდეგ,

გაცივებამდე

 

დაკვლის

ჰიგიენური

პირობების

გაუმჯობესება,

კონტროლის პროცესის

და ცხოველის

წარმოშობის

(წარმომავლობის)

გადახედვა

 

2.1.4

ღორის ტანხორცი

Salmonella

50 (5)

3 (6)

თითოეული ტანხორცის

საკვლევ უბანზე არ აღმოჩნდა

EN/ISO

6579

ტანხორცი

გატყავების

შემდეგ,

გაცივებამდე

 

დაკვლის

ჰიგიენური

პირობების

გაუმჯობესება,

წარმოების პროცესის

კონტროლის

და ცხოველის

წარმოშობის

(წარმომავლობის)

გადახედვა,

 წარმოშობის ფერმაში

ბიოუსაფრთხოების

ზომების

გადახედვა

2.1.5

ფრინველის

ტანხორცი

(ბროილერი,

 ინდაური)

Salmonella spp. (10)

50 (5)

5 (6)

არ აღმოჩნდა კისრის

 კანიდან

აღებულ 25 გ გაერთიანებულ

ნიმუშში

EN/ISO

6579

დეტექციისათვის

 

ტანხორცის

გაცივების

შემდეგ

დაკვლის

ჰიგიენური

პირობების

გაუმჯობესება,

 წარმოების

პროცესის კონტროლის

და ცხოველის

წარმოშობის

(წარმომავლობის)

გადახედვა,

წარმოშობის ფერმაში

ბიოუსაფრთხოების

ზომების

გადახედვა

2.1.6

გატარებული ხორცი

აერობული

მიკროორგანიზმების

კოლონიების

რაოდენობა (7)

5

2

5 x 10 5

კწე/გ

5 x 10 6

კწე/გ

ISO 4833

 

წარმოების

პროცესის

დასრულებისას

წარმოების პროცესის

ჰიგიენის

გაუმჯობესება,

ასევე ნედლეულის

შერჩევის ან/და

წარმოშობის

გაუმჯობესება/შეცვლა

E. coli (8)

5

2

50 კწე/გ

500 კწე/გ

ISO 16649-1

ან 2

 

წარმოების

პროცესის

დასრულებისას

წარმოების პროცესის

ჰიგიენის

გაუმჯობესება,

ასევე ნედლეულის

შერჩევის ან/და

წარმოშობის

გაუმჯობესება

2.1.7

მექანიკურად

განცალკევებული

ხორცი (9)

აერობული

მიკროორგანიზმების

კოლონიების

რაოდენობა

5

2

5 x 10 5

კწე/გ

5 x 10 6

კწე/გ

ISO 4833

 

წარმოების

პროცესის

დასრულებისას

წარმოების პროცესის

ჰიგიენის

გაუმჯობესება,

ასევე ნედლეულის

შერჩევის ან/და

წარმოშობის

გაუმჯობესება/შეცვლა

E. coli (8)

5

2

50 კწე/გ

500 კწე/გ

ISO 16649-1

ან 2

 

წარმოების

პროცესის

დასრულებისას

წარმოების პროცესის

ჰიგიენის

გაუმჯობესება,

ასევე ნედლეულის

შერჩევის ან/და

წარმოშობის

გაუმჯობესება/შეცვლა

2.1.8

ხორცის

ნახევარფაბრიკატები

E. coli (8)

5

2

500 კწე/გ ან

სმ 2

5000 კწე/გ ან

სმ 2

ISO 16649-1

ან 2

 

წარმოების

პროცესის

დასრულებისას

წარმოების პროცესის

ჰიგიენის

გაუმჯობესება,

ასევე ნედლეულის

შერჩევის ან/და

წარმოშობის

გაუმჯობესება/შეცვლა

2.1.9

 

ბროილერის

ტანხორცი

Campylobacter spp.

50 (5)

c=20

2021

წლის

1 იანვ-

რიდან

c=15

2022

წლის

1 იანვ-

რიდან

c=10

2025

წლის

1 იანვ-

რიდან

 

 

 

 1000 კწე/გ

EN ISO 10272-2

ტანხორცის

გაცივების

შემდეგ

დაკვლის

ჰიგიენური

პირობების

გაუმჯობესება,

პროცესის კონტროლის,

ცხოველის

წარმოშობის

(წარმომავლობის) და წარმოშობის ფერმაში ბიოუსაფრთხოების

ზომების

გადახედვა

 

  1. n = პარტიიდან გამოკვლევისათვის აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობა. c = პარტიიდან აღებული ნიმუშების ის მაქსიმალური რაოდენობა,   რომლებშიც მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის მნიშვნელობა m-ზე მეტია, ან m და M მნიშვნელობებს შორისაა.

(2) 2. 1.3 -2.1.5 და 2.1.9 პუნქტებისთვის m=M;

(3) აუცილებელია სტანდარტის უახლესი გამოცემის გამოყენება;

(4) m და M დასაშვები ზღვრის მნიშვნელობა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ დესტრუქციული მეთოდით აღებული ნიმუშებისათვის,

 საშუალო დღიური log-ის გამოთვლა ხდება გამოკვლევის თითოეული შედეგის log-ის მიხედვით, და შემდგომში, ამ log-ების მნიშვნელობათა

საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.

 (5) 50 ნიმუშის მიღება ხდება 10 თანმიმდევრულად აღებული ნიმუშიდან, ამ დადგენილებით განსაზღვრული სიხშირითა და წესით;

 (6) ნიმუშების რაოდენობა, რომელშიც აღმოჩენილია Salmonella. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე რეგიონში არის Salmonella-ს გავრცელების

 დაბალი მაჩვენებელი, შესაძლებელია ნიმუშების რაოდენობა (c) შემცირებულ იქნეს.

 (7) ეს მაჩვენებელი არ გამოიყენება გატარებული ხორცისათვის საცალო ვაჭრობის ეტაპზე, როდესაც პროდუქტის ვარგისიანობის ვადა არ აღემატება 24 საათს.

 (8) E. coli გამოიყენება როგორც ფეკალური დაბინძურების მაჩვენებელი.

 (9) ეს მაჩვენებელი გამოყენებული უნდა იქნეს მექანიკურად განცალკევებული ხორცისათვის, როგორც ეს მოცემულია საქართველოს კანონმდებლობით

 (10) სადაც Salmonella spp. იქნება აღმოჩენილი, უნდა მოხდეს იზოლატის სეროტიპირება Salmonella typhimurium და Salmonella enteritidis-ზე

ამ დანართის „1.28“ პუნქტით განსაზღვრული მიკრობიოლოგიური უვნებლობის მაჩვენებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

 

გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტაცია (ახსნა)

  • მიღებული დასაშვები ზღვარი ეხება თითოეულ გამოკვლეულ ნიმუშს, გარდა ტანხორცისა, რომელშიც დასაშვები ზღვარი ეხება გაერთიანებულ ნიმუშს.

გამოკვლევის შედეგები უჩვენებს, რომ პროცესის მიკრობიოლოგიური ხარისხი დამაკმაყოფილებელია.

  • მსხვილფეხა საქონლის, თხის, ცხვრის, ცხენისა და ღორის ტანხორცის Enterobacteriaceae-ის და აერობული მიკროორგანიზმების კოლონიების რაოდენობის გამოკვლევასთან დაკავშირებით მიღებული შედეგები არის:

– დამაკმაყოფილებელი, თუ საშუალო დღიური log-ის მაჩვენებელი ნაკლებია ან ტოლია m-ის (≤ m);

– დასაშვებია (მისაღებია), თუ საშუალო დღიური log-ის მაჩვენებელი m-სა და M-ს შორისაა;

– არადამაკმაყოფილებელია, თუ საშუალო დღიური log-ის მაჩვენებელი M-ზე მეტია (> M).

  • ტანხორცის Salmonella-ს გამოკვლევასთან დაკავშირებით მიღებული შედეგები არის:

– დამაკმაყოფილებელი, თუ Salmonella გამოვლენილია არაუმეტეს c რაოდენობის ნიმუშში;

– არადამაკმაყოფილებელი, Salmonella გამოვლენილია c-ზე მეტი რაოდენობის ნიმუშში;

– ნიმუშის აღების თითოეული ციკლის შემდეგ შეფასებული იქნეს ბოლო 10 გამოკვლევის ციკლის შედეგები. ბოლო 10 გამოკვლევის ციკლში აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს n-ს.

  • გატარებულ ხორცში, მექანიკურად განცალკევებულ ხორცსა და ხორცის ნახევარფაბრიკატებში E.coli-ისა და აერობული მიკროორგანიზმების კოლონიების რაოდენობის გამოკვლევასთან დაკავშირებით მიღებული შედეგები არის:

– დამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევით მიღებული მაჩვენებლის საშუალო მნიშვნელობა ნაკლებია ან ტოლია m მნიშვნელობის (≤ m);

– დასაშვებია (მისაღებია), თუ არაუმეტეს c რაოდენობის ნიმუშებისათვის მიღებული მაჩვენებლის მნიშვნელობა m-სა და M-ს შორისაა, ხოლო დანარჩენ ნიმუშებში მაჩვენებლის მნიშვნელობა ნაკლებია ან ტოლია m-ის (≤ m);

– არადამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევით მიღებული ერთი ან მეტი მაჩვენებლის მნიშვნელობა მეტია M-ზე ან c-ზე მეტი რაოდენობის ნიმუშებისათვის მიღებული მაჩვენებლის მნიშვნელობა m-სა და M-ს შორისაა.

  • ბროილერის ქათმის ტანხორცში Campylobacter spp.-ის გამოკვლევასთან დაკავშირებული შედეგები არის :

– დამაკმაყოფილებელი, თუ (n) ანუ პარტიიდან გამოკვლევისათვის აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობაში არაუმეტეს c რაოდენობის ნიმუშებში გამოკვლევით მიღებული მაჩვენებლის მნიშვნელობა აღემატება m-ს;

– არადამაკმაყოფილებელი, თუ (n) ანუ პარტიიდან გამოკვლევისათვის აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობაში c-ზე მეტი რაოდენობის ნიმუშებში გამოკვლევით მიღებული მაჩვენებლის მნიშვნელობა აღემატება m-ს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე