„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4327-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.019419
4327-IIს
22/02/2019
ვებგვერდი, 07/03/2019
130000000.05.001.019419
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3და 32 პუნქტები:

„31. სამსახურს (მათ შორის, სამსახურში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს) შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (ემბლემა, დროშა, გერბი, ლოგო, უწყებრივი მედალიონი, მედალი, სამკერდე ნიშანი, შტამპი, ბლანკი და სხვა) და სამსახურის მოსამსახურეებს შესაძლებელია ჰქონდეთ ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმები). სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმების) ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

32. სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (ემბლემა, დროშა, გერბი, ლოგო, უწყებრივი მედალიონი, მედალი, სამკერდე ნიშანი, შტამპი, ბლანკი და სხვა) ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2019 წ.

N4327-IIს