„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4282-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.019408
4282-IIს
19/02/2019
ვებგვერდი, 25/02/2019
010100000.05.001.019408
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 12.04.2010, მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შრომითი ურთიერთობებისას დაუშვებელია:

ა) პირის შევიწროება − სქესის ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას;

ბ) სექსუალური შევიწროება − სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას და ხელმისაწვდომობისას

ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების, მათ შორის, ფინანსური მომსახურების, მიწოდება და ხელმისაწვდომობა სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე უნდა იყოს უზრუნველყოფილი. დაზღვევის მომსახურების მიწოდებისას სქესის, როგორც რისკფაქტორის, ისევე, როგორც ორსულობის/დედობის ფაქტორის, გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს განსხვავება დაზღვევის პრემიებისა და სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობების განსაზღვრისას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 თებერვალი 2019 წ.

N4282-IIს