დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4328-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 140080000.05.001.019423 |
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ნორმატიული აქტებით ამტკიცებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ან/და მათი ქვედანაყოფების სახელმძღვანელო და სამსახურის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მარეგულირებელ წესდებებსა და ინსტრუქციებს; სამსახურის თანამშრომლებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის სხვა პირების წახალისების მიზნით აწესებს უწყებრივ ჯილდოებს და ამტკიცებს მათი გადაცემის წესს; უწყებრივი ჯილდოების ნიმუშები მტკიცდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“. 2. 103 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 103. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფორმა 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ატარებს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებსა და ტარების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკას ამტკიცებს სამსახურის უფროსი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 22 თებერვალი 2019 წ. N4328-IIს |
დოკუმენტის კომენტარები