დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტი − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 69 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021084 |
|
„ტექნიკური რეგლამენტი − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს, 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017684) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების“ (დანართი №1) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში – ამ პროგრამის ფარგლებში მოქმედი სხვა დღის ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია (დღის ცენტრებისთვის აღნიშნული განახლებული ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო);“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების“ (დანართი №1) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მომსახურებაში ჩართულ პერსონალს, გარდა ტექნიკური პერსონალისა, გავლილი ჰქონდეს სატრენინგო კურსი, რომელიც შეთანხმებულია სამინისტროსთან (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვთა დღის ცენტრებისთვის);“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები