სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.021065
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
50
08/02/2019
ვებგვერდი, 12/02/2019
360160000.10.003.021065
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/02/2019 - 05/07/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №50

2019 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა  და საქმიანობის  წესის  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, არაუმეტეს 20 000 000 ლარის ფარგლებში.
მუხლი 3
ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული თანხის ფარგლებში დასაფინანსებელი „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტ(ებ)ი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების დანართით დამტკიცებულ კრიტერიუმებს და წარდგენილ და განხილულ უნდა იქნეს ამავე დანართით დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში − პროგრამა) ადგენს, სტიქიის თავიდან ასაცილებლად ან სტიქიის შედეგად მოსალოდნელი ზიანის შესამცირებლად წინასწარი ზომების მიღების მიზნით, „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (შემდგომში − ფონდი) პროექტ(ებ)ის შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურას, აგრეთვე განსაზღვრავს ამავე პროექტ(ებ)ის განსახორციელებლად საჭირო სახსრების გამჭვირვალედ და ეფექტიანად გამოყენების წესს.

2. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტ(ებ)ი (შემდგომში −  პროექტი) მუნიციპალიტეტის პროექტად განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტის განხორციელების არეალი ან მისი განხორციელებიდან მიღებული შედეგი მოიცავს მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტს.

3. პროექტი რეგიონულად განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტის განხორციელების არეალი ან მისი განხორციელებიდან მიღებული შედეგი მოიცავს ორ ან მეტ მუნიციპალიტეტს.

4. პროექტის თანადაფინანსება შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართული სახსრებით.

მუხლი 2. პროექტის შერჩევის პროცედურა

1. მუნიციპალიტეტის პროექტის შესახებ წინადადებას ამზადებს მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო რეგიონული პროექტის შესახებ წინადადებას – მუნიციპალიტეტების მერები ან სახელმწიფო რწმუნებული.

2. პროექტის ფონდიდან დაფინანსების თაობაზე მუნიციპალიტეტ(ებ)ის მერ(ებ)ის/სახელმწიფო რწმუნებულის წინადადება (შემდგომში – წინადადება) მოიცავს, პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული უკვე არსებული საპროექტო დოკუმენტაციის ან დეფექტების (დეფექტური) უწყისის საფუძველზე განსახორციელებელი სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, თანხის მოთხოვნასა და დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას.

3. მუნიციპალიტეტის პროექტის ინიციირების მიზნით,  მუნიციპალიტეტის მერი წინადადებას განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო რეგიონული პროექტის ინიციირების მიზნით – მუნიციპალიტეტების მერები/სახელმწიფო რწმუნებული – შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს.

4. მუნიციპალიტეტის პროექტის დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო რეგიონული პროექტის შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოები. სახელმწიფო რწმუნებულის წინადადების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების საკრებულოები გადაწყვეტილებას იღებენ წინადადების მოწონებისა და წინადადებისთვის შემდგომი მსვლელობის მისაცემად სახელმწიფო რწმუნებულის მიმართვის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ წინადადებას მუნიციპალიტეტ(ებ)ის მერ(ებ)ი/სახელმწიფო რწმუნებული წარუდგენს (წარუდგენენ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).

6. სამინისტრო, მუნიციპალიტეტ(ებ)ის მერ(ებ)ის/სახელმწიფო რწმუნებულის მიერ წარდგენილ წინადადებას, ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, განსახილველად წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას (შემდგომში – კომისია).

7. კომისიის მიერ წინადადების განხილვის შედეგად წინადადების შესახებ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში პროექტის დაფინანსების მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფის თაობაზე, სამინისტრო კომისიის შესაბამის რეკომენდაციას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს  საქართველოს  მთავრობის  განკარგულების  პროექტს ფონდიდან მუნიციპალიტეტ(ებ)ისათვის სახსრების გამოყოფის თაობაზე.

9. პროექტის განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი სახსრების კანონიერად, მიზნობრივად და რაციონალურად განკარგვაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტ(ებ)ი.

მუხლი 3. პროექტის შერჩევის კრიტერიუმები

1. პროგრამის ფარგლებში პროექტის შერჩევა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) პროექტის მიზანია სტიქიის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება ან სტიქიის შედეგად მოსალოდნელი ზიანის შემცირება;

ბ) პროექტი ასახულია შესაბამისი სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ მოწონებულ, შესაბამისი რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში;

გ) პროგრამის ფარგლებში ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ აღემატება 1 000 000 ლარს.

2. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანხას და ამასთან, პროექტი აკმაყოფილებს იმავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო უფლებამოსილია, პროექტი წარუდგინოს კომისიას იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტ(ებ)ის მერ(ებ)ი/სახელმწიფო რწმუნებული სამინისტროს წარუდგენს შესაბამის დასაბუთებას.

3. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტს, რომლის:

ა) თანადაფინანსება იგეგმება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, პროექტის ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს;

გ) პროექტის განხორციელება დაწყებულია წინადადების წარდგენის წლის წინა წელს/წლებში;

დ) რეგიონულ პროექტს, როდესაც პროექტის განხორციელების არეალი ან მისი განხორციელებიდან მიღებული შედეგი მოიცავს ორ ან მეტ მუნიციპალიტეტს.

4. პროგრამის ფარგლებში შესაძლოა, დაფინანსდეს მხოლოდ ხევისა და მდინარის კალაპოტების ნატანისაგან წმენდის სამუშაოები; ღია ტიპის რკინა-ბეტონის ანაკრების გამოყენებით სანიაღვრეების მოწყობის სამუშაოები; ღია ტიპის მონოლითური რკინა-ბეტონის გამოყენებით სანიაღვრეების მოწყობის სამუშაოები; დახურული ტიპის რკინა-ბეტონის სანიაღვრეების მოწყობის  სამუშაოები; წყალგამტარი მილების მოწყობის სამუშაოები; სახიდე გადასასვლელების მოწყობის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოები; სანიაღვრე კოლექტორების მოწყობის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოები; ყველა ტიპის სანიაღვრე არხების წმენდის სამუშაოები; ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოები; რკინა-ბეტონის დამცავი კედლების მოწყობის სამუშაოები; სადრენაჟე სისტემების მოწყობის სამუშაოები; სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება და საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება.

5. სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული პროექტი წარუდგინოს კომისიას იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტ(ებ)ის მერ(ებ)ი/სახელმწიფო რწმუნებული სამინისტროს წარუდგენს შესაბამის დასაბუთებას პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სტიქიის რეალურობის შესახებ.

6. კომისია უფლებამოსილია, დამატებითი დოკუმენტაციის სახით მოითხოვოს საპროექტო დოკუმენტაცია, დეფექტების (დეფექტური) უწყისი, საპროექტო დოკუმენტაციაზე ექსპერტის დასკვნა და/ან სხვა დოკუმენტაცია.

მუხლი 4. დარჩენილი თანხისა და ეკონომიების განაწილების წესი

1. პროგრამის დაფინანსების მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე სრულად გაუნაწილებლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების შესაბამისად.

2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებისათვის გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ეკონომიები განაწილდება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 5. შესრულების კოორდინაცია და ანგარიშგება

1. სამინისტრო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტ(ებ)იდან/სახელმწიფო რწმუნებულისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტები დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. მუნიციპალიტეტ(ებ)ი/სახელმწიფო რწმუნებული ვალდებულია, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტები.

2. სახელმწიფო რწმუნებული უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტ(ებ)იდან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტები დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში წარუდგინოს სახელმწიფო რწმუნებულს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტები.

3. სამინისტრო და სახელმწიფო რწმუნებული, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ პროექტის ადგილზე დათვალიერება, რაც გულისხმობს პროექტის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას.

4. სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელებული ადგილზე დათვალიერების შედეგების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტ(ებ)ს მისცეს რეკომენდაციები პროექტის სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელებისათვის.

5. სამინისტრო, ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელების თაობაზე, კომისიას ანგარიშს წარუდგენს წელიწადში 2-ჯერ, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 20 ივლისისა და მომდევნო წლის 20 იანვრისა.

6. კომისია საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ანგარიშს დაფინანსებული პროექტების განხორციელების თაობაზე, წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს შესაბამისი წლის მომდევნო წლის 20 იანვრისა.

 

 

დანართი

 

------------------- მუნიციპალიტეტი 

(ლარი)

 

ინფორმაცია

პროექტის დასახელება

პროექტის სრული ღირებულება (საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულების გარეშე)

მ.შ. მიმდინარე წელს ფონდიდან მოთხოვნილი თანხა ლარში

მ.შ. თანადაფინანსება

პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადები

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

მუნიციპალიტეტის მერი/სახელმწიფო რწმუნებული: