„საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.021059
44
08/02/2019
ვებგვერდი, 12/02/2019
010220030.10.003.021059
„საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №44

2019 წლის 8 თებერვალი

 ქ. თბილისი

 

„საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს, 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №58  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2013,  010220030.10.003.017222) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის  მოადგილე;

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრი − კომისიის წევრი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი − კომისიის წევრი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი −  კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი − კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი − კომისიის წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის წევრი;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − კომისიის წევრი.

მუხლი 2. დაევალოს  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, შეასრულოს კომისიის სამდივნოს ფუნქცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე