„ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №194 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №194 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.021058
43
08/02/2019
ვებგვერდი, 12/02/2019
470230000.10.003.021058
„ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №194 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №43

2019 წლის 8 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №194 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს; 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №194  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/04/2016, 470230000.10.003.019259) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის“ (დანართი №1):

 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ორგანოს იმპორტის უფლება აქვს  შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის  უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებას (შემდგომში − სამედიცინო დაწესებულება), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) წერილობითი თანხმობით (დანართი №1.1).“. 

2. „ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილისა და უჯრედების იმპორტის/ექსპორტის შესახებ თანხმობის ფორმა“ დანართი 1.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 1.1

 

ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილისა და უჯრედების იმპორტის/ექსპორტის შესახებ თანხმობის ფორმა

 

 

იმპორტის/ექსპორტის (გახაზეთ) განმახორციელებელი დაწესებულება

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

დასახელება, მისამართი (იურიდიული, ფაქტობრივი)

 

 

ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილისა და უჯრედების  დასახელება ------

 

------------------------------------------------------------------------------------------

 

------------------------------------------------------------------------------------------

იმ გამოკვლევათა ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილისა და უჯრედების იმპორტის/ექსპორტის (გახაზეთ) განხორციელებისათვის

________________________________________________________

_________________________________________________________

________________________________________________________

 

თარიღი   „----“  ------------------------------  20__ წელი   

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე