„ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 03/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021056
41
08/02/2019
ვებგვერდი, 12/02/2019
300160070.10.003.021056
„ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №41

2019 წლის 8 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

 

„ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015, 300160070.10.003.018734) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1.  მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა, მათ შორის:

ე.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4,2 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 7,5 მ-ისა);

ე.ბ) კაფეტერიის მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 10 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 20 მ-ისა);“.

2.  41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა, მათ შორის:

ე.ა) შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარებისათვის ეკობანაკის მოწყობა, რომელიც მოიცავს შშმ პირებზე ადაპტირებულ  შემდეგ ინფრასტრუქტურულ ელემენტებს: სველი წერტილები (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 2,3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2.5 მ-ისა), საპიკნიკე ფანჩატური  (სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4,5 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 7,5 მ-ისა) და სამზარეულო (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა);

ე.ბ) კაფეტერიის მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 10 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 20 მ-ისა);

ე.გ) სასტუმროს მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 10 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 20 მ-ისა);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე