მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/02/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 26/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016478
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
08/02/2019
ვებგვერდი, 12/02/2019
010260020.35.153.016478
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/02/2019 - 31/05/2019)

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2019 წლის 8 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა“  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №47 დადგენილება (matsne.gov.ge:17/04/2018წელი, 010260020.35.153.016441).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე



დანართი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა  (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის  სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების  დახმარების  ღონისძიებების განხორციელების პირობებს.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოსარგებლეებისათვის სამედიცინო და სხვა სოციალურ საჭიროებათა დასაფინანსებლად ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა, სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპზე, ასევე საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვის  საფუძველზე.

მუხლი 3. პროგრამის მოქმედების სფერო და მისი მოსარგებლეები
1. სამედიცინო და სოციალური პროგრამების დასახელება:

ა) ეკონომიკურად გაჭირვებული და სხვა მძიმე ოჯახური პირობების  მქონე მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება;

ბ) თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება;

გ) აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა ფინანსური  დახმარება;

დ) ჟანგბადის აპარატით მოსარგებლე პირების დახმარება;

ე) სამშობლოს დაცვისას და ომის შემდეგ გარდაცვლილ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;

ვ) მეოთხე შვილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

ზ) დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ. პირების ფინანსური დახმარება;

თ) თავშესაფრის არმქონე პირების ქირით უზრუნველყოფა;

ი) ხანძრის შედეგად დაზარალებული  ოჯახების  დახმარება;

კ) ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

2. პროგრამით გათვალისწინებული  დახმარების  მოსარგებლე  პირები   არიან:

ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, (მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის მცხეთის მუნიციპალიტეტი და არ ფინანსდება სხვა მუნიციპალიტეტის მიერ).

ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა და რეპრესირებულ პირთა ოჯახის წევრები.

3. პროგრამით მოსარგებლე პრიორიტეტულ ჯგუფებს  განეკუთვნებიან:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

ბ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი პირები და მათი ოჯახის წევრები;

გ) ვეტერანი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ;

დ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი;

ე) მარტოხელა პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი);

ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი და მისი არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი;

ზ) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირები და მათი არასრულწლოვანი (18 წლამდე) შვილები.

თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001- 150 000მდე, არაუმეტეს 70 %-ისა;

4. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მცხეთის მუნიციპალიტეტში განცხადებით მიმართვამდე 3 თვით ადრე მაინც.

5. მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ თითოეული პროგრამის ფარგლებში წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი განმეორებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების  შესაბამისად, არაუმეტეს  წელიწადში  ორჯერ.


მუხლი 4. პროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელი პროცედურები
 პირმა ან მისმა წარმომადგენელმა სამედიცინო ან სხვა სოციალური საჭიროებისათვის ფინანსური დახმარების მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში  – მერია), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი.

ბ) მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება) მიერ  გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია).

გ) სამედიცინო საჭიროების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, პირის ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესახებ  ცნობა (ფორმა №IV-100/ა).

დ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამების ან/და დაზღვევის ფარგლებში  გაცემული მიმართვის/დაფინანსების  დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქსეროასლი (ასეთის  არსებობის შემთხვევაში);

ე) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ვ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მერის წარმომადგენლის  შუამდგომლობა.

ზ) საჭიროების შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის  დამადასტურებელი  დოკუმენტი.


მუხლი 5. სამედიცინო  მომსახურების  მოცულობა
1. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სამედიცინო მომსახურების იმ წილის დაფინანსებას:

ა) რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით;

ბ) რომელიც არ ფინანსდება კერძო სადაზღვევო პაკეტით;

2. დაფინანსების ზედა ზღვარი შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს, აქედან:

ა) 501 ლარამდე დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია (გარდა მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

ბ) იმ შემთხვევაში თუ თანადაფინანსების ოდენობა მეტია 60%-ზე, მაგრამ არ აღემატება 500 ლარს, 100%-მდე დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

გ) 501 ლარიდან 2000 ლარამდე დაფინანსებაზე თანხმობის მისაღებად,  კომისიის და/ან მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობის გათვალისწინებით, კომისია მიმართავს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;

3. ნოზოლოგიები, რომლებიც არ ფინანსდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამებით,  იფარება შემდეგი  ოდენობით:

ა) 151 ლარამდე ღირებულების სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება (გარდა ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა);

ბ) 151-დან ზემოთ შემოსული კალკულაციები - დარჩენილი თანხის არაუმეტეს 60%-ისა (გარდა ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა);

გ) 0-დან ზემოთ შემოსული კალკულაციები - დარჩენილი თანხის 100%-მდე, ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.

4. ნოზოლოგიები, რომლებიც არ ფინანსდება არც სახელმწიფო და არც კერძო სადაზღვევო პაკეტით დაფინანსდეს არაუმეტეს დარჩენილი თანხის  40%-ისა. 151 ლარამდე შემოსული კალკულაციები, გარდა ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებილი  პირებისა, არ ფინანსდება.

5. სამედიცინო მომსახურების 100%-მდე- (501ლარიდან - 2000ლარამდე) დაფინანსება, შესაძლებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებზე გამონაკლისის სახით, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, როდესაც ოჯახს თანაგადახდის არავითარი საშუალება არ გააჩნია.

6. ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე სამედიცინო მომსახურების 100%-მდე- (2000 ლარამდე) დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  კომისია.

7. თანადაფინანსების შემთხვევაში, დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება სახელმწიფო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილის საფუძველზე, მასში მითითებული მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობით.

8. განცხადება არ განიხილება და განმცხადებელს ეცნობება დაფინანსებაზე უარი, თუ:

ა) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მოსარგებლის კრიტერიუმებს;

ბ) განცხადების შესწავლისას დოკუმენტაციის (მათ შორის, ფორმა №IV-100/ან სხვა დოკუმენტები) მიხედვით დადგინდა, რომ პირს განცხადების წარმოდგენამდე უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურება და გაწერილია შესაბამისი დაწესებულებიდან - გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა;

გ) პირი ითხოვს გამოყოფილი თანხის გაზრდას იმ მოთხოვნაზე, რომელზეც კომისიის/სამსახურის მიერ უკვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება;

დ) განცხადების შესწავლის ან საგარანტიო წერილის გაცემამდე სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ პირი გარდაცვლილია;

ე) თუ განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირს უკვე გადახდილი აქვს სამედიცინო მომსახურების ღირებულება;

ვ) დაინტერესებული პირი ითხოვს:

ვ.ა)  სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მკურნალობის დაფინანსებას;

ვ.ბ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით მკურნალობის დაფინანსებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება და ორგანოების ფუნქციური ცვლილებების წარმოშობის რისკი;

ვ.გ) სტომატოლოგიური მომსახურების და დენტალური იმპლანტაციის დაფინანსებას (გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით);

ვ.დ)  შინმოვლის მომსახურების დაფინანსებას;

ვ.ე) სამედიცინო აღჭურვილობას (იმპლანტი, სუპინატორები და ორთოპედიული ფეხსაცმელი, პროთეზი, სამედიცინო აპარატურა და მისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალები, სათვალე, ლინზები) გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით;

ვ.ვ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, აგრეთვე ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, ვირუსული ჰეპატიტების, აივ-ის მკურნალობაზე;

ვ.ზ) პროგრამით მოსარგებლე ითხოვს სამედიცინო მომსახურების - გამოკვლევის დაფინანსებას (გარდა ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებილი პირებისა);

ვ.თ) პროგრამით მოსარგებლე ითხოვს სამედიცინო მომსახურება-ინტრავიტრიალური (ი/ვ) ინიექციის დაფინანსებას;

ვ.ი) მშობიარობა (მათ შორის საკეისრო კვეთა);

ვ.კ) მედიკამენტის დაფინანსებას;

ვ.ლ) ტრანსპლანტაციის  ხარჯები;

ვ.მ) ფიზიოთერაპია - რეაბილიტაცია (გარდა დღის ცენტრის ბენეფიციარებისა);

ვ.ნ) საექსპერტო მომსახურების დაფინანსება.


მუხლი 6. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისია
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების უზრუნველსაყოფად  და შესაბამისი დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისია“ (შემდგომში – კომისია).

2. კომისიის წევრთა შემადგენლობა და საქმიანობის წესი მტკიცდება მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერის  ბრძანებით.

3. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის და ამ პროგრამის  შესაბამისად.

4. კომისიის სხდომას ესწრება და განხილვაში მონაწილეობას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომელ ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე. მაჟორიტარი დეპუტატის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეპუტატის წერილობითი რეკომენდაციის გათვალისწინებით, ხოლო, ასეთის არარსებობის პირობებში, კომისიას უფლება  აქვს,  მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

5. საკრებულოს წევრების მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში)  ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილების ან უარის თაობაზე წერილობით დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს, რომელიც  წარედგინება  მუნიციპალიტეტის მერს.


მუხლი 7. საგარანტიო წერილის გაცემის წესი და მოქმედების ვადა
1.  საგარანტიო წერილის მოქმედების ვადები:

ა) სამედიცინო მომსახურების და/ან ყველა სხვასაჭიროების დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო წერილი ძალაშია გაცემის თარიღიდან  3 (სამი) თვის განმავლობაში.

2. საგარანტიო წერილში ცვლილებები სამსახურის მიერ ხორციელდება მოსარგებლე პირის/მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, უკვე გაცემული საგარანტიო წერილის დედნის დაბრუნებისას იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია:

ა) სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილის ვადის გაგრძელება ერთჯერადად, საგარანტიო წერილის  მოქმედების  პერიოდში;

ბ)   საგარანტიო წერილში ტექნიკური ხარვეზის გასწორება;

გ) ამავე პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის ოქმის საფუძველზე გაიცემა ახალი საგარანტიო წერილები, რომლის ვადა აითვალება  შესაბამისი  ოქმის  თარიღიდან.


მუხლი 8. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების წესი
1.  შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეაბამისად. 

2. ანგარიშგებისას  მიმწოდებლის  მიერ  წარდგენილი  უნდა  იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა);

გ) გაცემული დაფინანსების დოკუმენტის (საგარანტიოწერილი) ქსეროასლი;

დ) ფორმა №IV-100/ა, ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში.

3. საგარანტიო წერილით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება მოხდება შესაბამისი სამედიცინო ან სხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილიშესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლის მხრიდან მოხდება გამოყოფილი თანხის გადახდა, აღნიშნული თანხა აღარ ექვემდებარება ანაზღაურებას/დაფინანსებას.


მუხლი 9. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება
1. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომელნიც ჩართულნი არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას .

2. დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

3. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია :

ა) წერილობითი განცხადება ;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება;

დ) საბანკო ანგარიშის  ნომერი;

ე) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.  თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით .

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის  საფუძველია  ქრონიკული  დიალიზის  გაგრძელების  არარსებობის  დადასტურება .


მუხლი 10. აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა დახმარება
1. პროგრამით მოსარგებლეები არიან აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების  მქონე  არასრულწლოვანი  პირები.

2. დახმარება გაიცემა კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით (კონკრეტული ფსიქოთერაპია – ქცევითი თერაპიის კურსი).

3. მოქალაქემ დახმარების  მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პროგრამით მოსარგებლის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა );

ე) მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება) მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია);

ვ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. დახმარება გაიცემა კვარტალში ერთხელ, არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა.


მუხლი 11. ერთჯერადი ფინანსური დახმარება და დაფინანსების წესი
1. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა:

ა) პირებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს, უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის, სტიქიის  ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  მერიას.

2. ერთჯერადი ფინანსური დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის  მერის  სახელზე;

ბ) შესაბამის  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის რეკომენდაცია იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომელ ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე;

დ) პირადობის  მოწმობის  ქსეროასლი;

ე) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ერთჯრადი ფინანსური დახმარების ოდენობა შეადგენს  100 ლარს.

4. კომისიის გადაწყვეტილება მოსარგებლის განცხადების დაკმაყოფილების  თაობაზე წარედგინება მერს.

5. მერი ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ  პირად ანგარიშზე.


მუხლი 12. ჟანგბადის აპარატით მოსარგებლე  პირების დახმარება
1. პროგრამით მოსარგებლე არის  პირი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ფორმა N100/ა) საფუძველზე საჭიროებს ოქსიგენო თერაპიას.

2. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია :

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა );

დ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.  დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამით მოსარგებლე პირს საკრებულოს თანხმობით, დროებით სარგებლობაში გადაეცემა ჟანგბადის აპარატი, კანონით დადგენილიწესით.


მუხლი 13. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სარიტუალო მომსახურება:

ა) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო თანხა - 250 (ორასორმოცდაათი) ლარი. თანხას მიიღებს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი.

2.     მუნიციპალიტეტში  წარმოსადგენი  დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობა;

გ) ცნობა დეპარტამენტიდან კოდის მინიჭებით;

დ) ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯის გაღებას.

3.   თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 14. მეოთხე შვილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. პროგრამით მოსარგებლე არის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახი რომელსაც შეეძინა მეოთხე და მეტი შვილი.

2. მოსარგებლემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია :

ა) წერილობითი განცხადება ;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ;

გ) ქორწინების მოწმობა;

დ) შვილების დაბადების მოწმობები;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.  დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამით მოსარგებლე პირს გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება  200(ორასი) ლარის ოდენობით, ტყუპების შეძენის  შემთხვევაში დახმარება გაიცემა თითოეულ ბავშვზე  200-200 ლარის  ოდენობით.


მუხლი 15. დღის ცენტრით მოსარგებლე  შშმ. პირების  ფინანსური  დახმარება
1. პროგრამით მოსარგებლეები არიან აუტისტური სპექტრის,  მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე არასრულწლოვანი პირები, რომლებიც რეგისტრირებილი არიან სპეციალიზებულ დაწესებულებებში (ე.წ. დღისცენტრი).

2. დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით (კონკრეტული ფსიქოთერაპია - ქცევითი თერაპიის კურსი).

3. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია :

ა) წერილობითი განცხადება ;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ , სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება;

დ) ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან ღირებულების შესახებ;

ე) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.  თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით


მუხლი 16. თავშესაფრის  არმქონე  პირების  ქირით  უზრუნველყოფა
1. პროგრამით მოსარგებლე პირები არიან მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, კერძოდ:

ა)  ხანძრის და სხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირები (გარდა სტიქიით დაზარალებული პირებისა);

ბ) პირები, რომლებიც გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი;

2. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია :

ა) წერილობითი განცხადება ;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ;

გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება;

დ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მოსარგებლის ქირით უზრუნველყოფა მოხდება მცხეთის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მაცხოვრებელიც იყო პროგრამით მოსარგებლე.

4.  დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, პროგრამით მოსარგებლე პირს დაუფინანსდება საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი კომისიის მიერ დადგენილი ვადით, არაუმეტეს 6 თვისა.

5. ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარით.


მუხლი 17. ხანძრის  შედეგად  დაზარალებული  ოჯახების  დახმარება
1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით და სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებულ ოჯახებს (გარდა სტიქიით დაზარალებული პირებისა) ერთჯერადად 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარამდე.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისიის წარდგინებით, საკრებულოს თანხმობის საფუძველზე (საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას) შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა არაუმეტეს 5000 (ხუთიათასი)ლარისა.

3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის  დამადასტურებელი  დოკუმენტის  (პ/მ, ID ბარათიანპასპორტი)  ასლი;

გ) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის დასკვნა;

დ) შსს – სსიპ  „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“  მიერ  შედგენილი აქტი;

ე) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.