შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ნოვრუზ გუსეინოვი)

შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ნოვრუზ გუსეინოვი)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „კონსალტინგ გრუპს“
მიღების თარიღი 08/02/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
08/02/2019
ვებგვერდი, 11/02/2019
შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ნოვრუზ გუსეინოვი)
შპს „კონსალტინგ გრუპს“

                    საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

                      საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG 237

 

სპეციალისტი:   შპს „კონსალტინგ გრუპსი”  ს/კ 404483536

დირექტორი:    გიორგი ლოლაშვილი

მისამართი:     ქ. თბილისი, უ. ჩხეიძის ქუჩა N23

ელფოსტა:      auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში:   GE44TB7747836020100004

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: ნოვრუზ გუსეინოვი , პირადი N 36001012678

მოვალე (მსესხებელი): ავაზ ისაევი , პირადი N 36001037176

იპოთეკის ხელშეკრულება: 123123627050 , თარიღი 16/02/2015

ვალდებულების წარმოშობა: 16/02/2015 წლის N0114.2301870.001  საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

19/08/2015წლის #2301870-8043864 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

იპოთეკის რეკვიზიტები: რაიონი საგარეჯო, სოფ: თულარი , საკადასტრო კოდი: 55.03.54.305

სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: ჯამში: 35 894.81ლარი, მათ შორის:

ძირი - 29 800.00ლარი, პროცენტი - 3853.21ლარი, ჯარიმა - 2241.60ლარი.

სხვა ხარჯები: სპეციალისტის ავანსი 490 ლარი

აუქციონის ჩატარების დრო: 21/02/2019 წლის 16:00 საათიდან 25/02/2019 წლის 13:30 საათამდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 0.00 აშშ დოლარი და 36481.81 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება,ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1413.00კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01/2 საცხოვრებელი სახლი, გაშენების ფართი: 61.4კვ.მ. N02/1 დამხმარე ფართი-61.19კვ.მ. მის: რაიონი საგარეჯო, სოფ: თულარი. ს.კ. 55.03.54.305

გარდამავალი უფლებები: არა

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:

1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით;

2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე;

3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით;

4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილაისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი:  შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536

დირექტორი    გიორგი ლოლაშვილი